სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თქვენ ისევ დისკომფორტს განიცდით. სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებას აგრძელებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს პოზას დგომისას და სიარულისას
ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშები, ისინი ეფექტურად მოგამზადებენ მშობიარობისათვის. აქ მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ, ანსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ორსულობამდე განსაკუთრებული აქტიური ცხოვრების წესით არ გამოირჩეოდით.



ოპტიმალური იქნება ფეხით სეირნობა, მაგრამ ახლოს და ნელა. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (სიმძიმეების აწევას არ ვგულისხმობთ) ამცირებს დისკომფორტს.

პატარას უკვე აქვს საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა გარემოზე. საშვილოსნო აბსოლუტურად ბნელი ადგილი არ არის. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. საშვილოსნოში განათებულობა ძლიერ არის დამოკიდებული იმ გარემოზე, სადაც ორსული იმყოფება.ასე რომ პატარამ უკვე იცის რა არის სიბნელე და სინათლე.

ახლა უკვე დიდი ალბათობით შეგიძლიათ დაადგინოთ როდის სძინავს და როდის ღვიძავს თქვენს პატარას. თუმცა ორსულთა უმეტესობას ეჩვენება, რომ ბავშვს სძინავს როცა დედა აქტიურია და იღვიძებს, როცა დედას ეძინება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაყოფს უძილობა აწუხებს.

ნაყოფის მასა თითქმის 1400 გრამია, სიგრძე 37,5 სმ.

მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player