სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ორსულობისას სქესობრივი ცხოვრების პრობლემა ხშირად მეუღლეთა განსჯის თემა ხდება, ხშირადაც ტაბუ აქვს დადებული. ზოგჯერ მეუღლეებს არცთუ სწორი წარმოდგენა აქვთ ამის შესახებ. 

 


თქვენი საერთო მდგომარეობა ჩვეულებრივად ისევ კარგი უნდა იყოს. ტოქსიკოზი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.



ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტოქსიკოზის ფონზე ქალის სქესობრივი მოთხოვნილებები ქვეითდება, მამაკაცების კი არ იცვლება, მაგრამ მოსიყვარულე მეუღლე ყოველთვის უგებს ცოლს და მის მდგომარეობას ითვალისწინებს.



ამასთან სანამ პლაცენტა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვაგინალური სექსი მეტ საშიშროებას ქმნის ნაყოფისათვის, ამიტომ ლიბიდოს ბუნებრივი შემცირება კარგიც არის საერთო საქმისათვის.



მეორე ტრიმესტრში საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე ქალის სექსუალობა მატულობს. ლიბიდო ძლიერდება. ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, საშოს სეკრეტის გამოყოფა, ეროგენულ ზონათა მგრძნობელობა. შედეგა ქალი უფრო ხშირად ახერხებს ორგაზმის მიღწევას სქესობრივი კავშირის დროს. ზოგიერთი ქალი ასეთ დროს მულტიორგასტულიც ხდება. სტატისტიკის თანახმად ბევრი ქალი პირველად ორგაზმს მხოლოდ ამ პერიოდში აღწევს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ამ დროს გამოთქვამენ ეჭვებს, ხომ არ არის ყოველივე ეს სახიფათო ნაყოფისათვის. ზოგს კი ამ დროს "მოწმის", ანუ ნაყოფის დასწრება ეხამუშება.



ამ ეჭვების გასაფანტად გვინდა გითხრათ – არც ისე ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ დაწესდეს შეზღუდვები სქესობრივ ცხოვრებაზე ორსულობის ამ ეტაპზე. თუ ასეთი მიზეზი არსებობს, ამის შესახებ თქვენი ექიმისაგან უკვე გეცოდინებათ, ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე ეჭვი გაწუხებთ, აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს.



ერთადერთი აუცილებელი შეზღუდვა არის ის, რომ, არ არის სასურველი სქესობრივი კავშირი მისიონერის პოზაში ("მამაკაცი ზემოთ").


სხვა შემთხვევაში "ყოფნა არყოფნის" დილემის პასუხი სწორედ რომ "ყოფნაა"! . ნაყოფი საიმედოდაა დაცული გარსებით და მას ასე ადვილად ვერაფერს დაუშავებთ, მეორეც არც ისე ხშირია ცხოვრებაში მომენტები, როცა არასასურველ ორსულობაზე არ უნდა იფიქროთ.



რა თქმა უნდა ნაყოფის შეგრძნებები როგორია ამ დროს, ამაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ეს ხომ ჰარმონიული ბუნებრივი აქტია, რომლისგანაც იშვა თვითონაც, პროტესტი რატომ უნდა განაცხადოს?



ნაყოფი იზრდება და ემზადება საშვილოსნოსგარეთ სიცოცხლისათვის. ამ კვირაშიც გვაქვს შენაძენი – მას გაუჩნდა წარბები.



ნაყოფის წონა 420 გრამია, სიგრძე 27,5 სანტიმეტრი



მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player