სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რკინა

ცნობილი არ არის, თუ რა გავლენას ახდენს დედისა და ახალშობილის გამოსავალზე რკინის რუტინული დანიშვნა ანემიის არარსებობის დროს. 

 

20 რკკ-ის სისტემური მიმოხილვაში , შედარებული იყო რკინის და პლაცებოს მიღება ორსულებში (ნ=5552) ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებლით (10 გ/ლ-ზე მეტი) 28 კვირის ორსულობის ვადამდე. რკინის რუტინული დამატება ზრდიდა ან ინარჩუნებდა შრატის ფერიტინის დონეს 10 მკგ/ლ-ზე მაღლა და მნიშვნელოვნად აქვეითებდა იმ ქალთა რაოდენობას, რომელთა ჰემოგლობინის დონე 10-10,5 გ/ლ-ზე ნაკლები იყო ორსულობის გვიან ვადებზე.
რკინის სელექტიური და რუტინული დამატების შედარების მიზნით ჩატარებულმა ყველაზე დიდმა კვლევამ (ნ=2682) გამოავლინა, რომ საკეისრო კვეთისა და მშობიარობის შემდგომი სისხლის გადასხმის ალბათობა მომატებულია, ხოლო პერინატალური სიკვდილიანობა დაქვეითებულია რკინის სელექტიური დამატების შემთხვევაში სხვა სისტემურ მიმოხილვაში შეისწავლილი იყო რკინის და ფოლატების რუტინული დამატების ეფექტი ორსულებში ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებლით. 8 კვლევაში მონაწილეობდა 5449 ქალი.


აქედან გამომდინარე, რკინისა და ფოლატების რუტინულ დამატებას არ გააჩნია არც სასარგებლო და არც საზიანო ეფექტი დედისა და ნაყოფის გამოსავალზე


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4