სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ასიმპტომური ბაქტერიურია

ასიმპტომური ბაქტერიურია განისაზღვრება, როგორც საშარდე გზების პერსისტირებადი ბაქტერიული კოლონიზაცია სიმპტომატიკის გარეშე. მისი სიხშირე აშშ-ში ჩატარებულ კვლევებში ვარირებს 2-10%-მდე, უპირატესი გავრცელებით დაბალი სოციალურ-ეკონომიური დონის ქალებში

 

ორსული ქალები ასიმპტომური ბაქტერიურიით იმყოფებიან მაღალი რისკის ჯგუფში ნაადრევი მშობიარობისა 2,1%-12,8%-ში და პიელონეფრიტის განვითარების თვალსაზრისით.

 

ყველა ორსულ ქალს ორსულობის ვადის მიუხედავად პირველი ვიზიტის დროს უნდა ჩაუტარდეს ტესტი ასიმპტომურ ბაქტერიურიაზე.
მოშარდვამდე გარეთა სასქესო ორგანოების გამწმენდი საშუალებით სამჯერადი დაბანის შემდეგ მიღებული უნდა იყოს შარდის შუა ულუფა. ის რაც შეიძლება მალე უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში. ამის შეუძლებლობის დროს შარდის შენახვა უნდა მოხდეს 4°ჩ. თუ შარდის კულტურალური გამოკვლევა შეუძლებელია რაიმე, მაგალითად ფინანსური მიზეზის გამო, უნდა ჩატარდეს შარდის ნალექის მიკროსკოპული გამოკვლევა მაღალი სიმძლავრის ველში >10 ლეიკოციტის გამოსავლენად ან გამოყენებული იყოს ლეიკოციტების ესთერაზაზე მგრძნობიარე ტესტ-ხაზები ნიტრატების არსებობის გამოსავლენად. ყველაზე ადექვატურ და სასურველ მეთოდს წარმოადგენს შარდის კულტურალური გამოკვლევა.
14 რკკ-ის სისტემატურმა მიმოხილვამ შეადარა ანტიბიოტიკოთერაპია პლაცებო-მკურნალობასთან ან მკურნალობის არარსებობასთან ანტენატალურ პერიოდში. ანტიბიოტიკოთერაპიამ შეამცირა პერსისტირებადი ბაქტერიურიის სიხშირე ორსულობის დროს , ნაადრევი მშობიარობის რისკი და დაბალი წონის ახალშობილების დაბადების სიხშირე შემცირდა ასევე პიელონეფრიტის განვითარების სიხშირე.

 

სისტემურმა მიმოხილვამ, რომელშიც შედარებული იყო ანტიბიოტიკის ერთჯერადი მიღება ანტიბიოტიკოთერაპიის 4 ან 7 დღიან კურსთან ასიპტომური ბაქტერიურიის დროს, არ გამოავლინა განსხვავება ნაადრევი მშობიარობის ან პიელონეფრიტის პრევენციის თვალსაზრისით. მკურნალობის ხანგრძლივი კურსი დაკავშირებული იყო გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებულ ალბათობასთან.



მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4