სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

5. სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა

სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა ხდება ორსულის სხეულის მასის (კილოგრამებში) შეფარდებით სიმაღლის (მეტრებში) კვადრატზე. (კგ/მ2). თუ სხეულის მასის ინდექსი ნაკლებია 18-ზე ან მეტია 35-ზე, ორსულს უნდა მიეწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები დიეტასთან დაკავშირებით., რადგანაც 30-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი დაკავშირებულია მომატებულ მკვრადშობადასთან და ნეონატალურ სიკვდილობასთან ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე ორსულებთან შედარებით. 

 

ორსულობის დროს დედის სხეულის მასის ნორმალური ნამატი ინდივიდუალურად ვარირებს. არსებობს კავშირი ორსულის სხეულის მასასა და ახალშობილის წონას შორის, თუმცა მცირე მასის ახალშობილების სკრინინგისათვის ამ კავშირის გამოყენება არაზუსტ ინფორმაციას იძლევა. დედის წონისა და სიმაღლის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს მინიმუმ ერთხელ, მაგალითად, პირველი ვიზიტის დროს. აქედან გამომდინარე, რუტინული აწონვა და სიმაღლის გაზომვა ორსულობის დროს მიზანშეწონილი არ არის დამატებითი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა,ამ პროცედურებს არ მოაქვთ არანაირი სარგებლობა. გამონაკლისი უნდა გაკეთდეს იმ ორსულებისათვის, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან.


რეტროსპექტულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1092 ქალს, გამოვლინდა, რომ ორსულობის ვადა, დედის ასაკი, თამბაქოს მოწევა, ყოველკვირეული წონის ნამატი და დედის წონა წარმოადგენდნენ ფაქტორებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ახალშობილის წონაზე.32 დედის სხეულის დაბალი წონა (<51 კგ-ზე) ყველაზე ეფექტურ მარკერს წარმოადგენდა ანტენატალურ პერიოდში ორსულობის ვადასთან შედარებით მცირე მასის ახალშობილის გამოსავლენად (დადებითი პროგნოზული ღირებულება 20%). დედის მცირე ყოველკვირეული ნამატის (<0,20 კგ) პროგნოზული ღირებულება გესტაციის ვადასთან შედარებით მცირე მასის ახალშობილის გამოსავლენად შეადგენდა 13%-ს (უფრო დაბალი იყო, ვიდრე დედის თამბაქოს მოწევის პროგნოზული (16%) ღირებულება). წონის კლება ან ნამატის არ არსებობა მესამე ტრიმესტრში ორი კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა შესწავლილი ქალების 46%-ში.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4