სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

2005 წელს საქართველოში ჩატარებული მიმოხილვის მონაცემებით 4 და მეტი ვიზიტი შეასრულა ორსულთა 75%-მა. 4 ან მეტი ვიზიტის შესრულება უფრო ხშირად მოხდა თბილისში (90%) და იმერეთში (83%), სხვა რეგიონებთან შედარებით. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში (56% და 59% შესაბამისად).

 

ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ქართველ ქალებში, რომელთა 80%-ს ჰქონდა 4 პრენატალური ვიზიტი. მიმოხილვის შედეგებიდან გამომდინარე, მშობიარეთა მხოლოდ 5%-ს არ ჩაუტარდა პრენატალური მეთვალურეობა. ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო ქალაქის პირობებში და შეადგენდა 2%-ს, თბილისში კი ამ მაჩვენებელმა შეადგინა მხოლოდ 1%.

 

არსებობს მრავალი მიზეზი, რომელთა გამო ორსულები არ მიმართავენ პირველად-სამედიცინო დაწესებულებებს, რომელიც იცვლება რეგიონისა და კონკრეტული ქალის მიხედვით, მაგრამ უმეტეს წილად ძირითად მიზეზებად გვევლინება შემდეგი:



- ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია არა თვითონ ქალის, არამედ მისი ოჯახის წევრების მიერ, რომლებიც არ ხედავენ ამის აუცილებლობას და ზოგჯერ არ ენდობიან სამედიცინო პერსონალის მომსახურეობას, განსაკუთრებით სოფლის პირობებში;
- სამედიცინო მომსახურეობის გაწევისას ორსულთან ურთიერთობა ხშირად არ არის მეგობრული, არ არის დაცული კონფიდენციალურობა, კეთდება დაუსაბუთებელი ანალიზები, ჩარევები და გამოკვლევები;
- არსებობს სამედიცინო პროცედურების შიში ქალის არასრულფასოვანი ინფორმირების გამო;
- ხშირ მიზეზს წარმოადგენს შორი მანძილი და ტრანსპორტის პრობლემები, ზოგიერთი კულტურული თავისებურებები და ასევე სოციო-ეკონომიური პრობლემები.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player