სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვენერიული დაავადებები

ვენერიული გრანულომა (დონოვანოზი)

ქრონიკული, ნელა პროგრესირებადი ვენერიული დაავადებაა, გამოწვეული არაგან_ვიანის ჩხირით (Callymmatobaqterium granulomatis). ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია კანისა და კანქვეშა ქსოვილის გრანულომატოზური დაწყლულება, ძირითადად სასქესო ორგანოებისა და შორისის არეებში.

 

 

ეტიოლოგია. ვენერიული გრანულომის გამომწვევი აღმოაჩინა 1905წ ირლანდიელმა ექიმმა ჩ. დონოვანმა. მან აღწერა პირის ღრუს დაზიანებული კერებიდან აღებულ ექსუდატში უჯრედშიდა ჩანართები, მათ, ასევე, აღენიშნებოდათ დაზიანების კერები სასქესო ორგანოებზე, ამიტომ ზოგჯერ დაავადების გამომწვევს ეძახიან დონოვანის სხეულაკებს.

 

Callymmatobaqterium granulomatis _ პლეომორფული ჩხირებია 1-2 მკმ სიგრძისაDდა 0,5-0,7 მკმ სიგანის, მომრგვალებული ბოლოებით. არსებობენ როგორც ცალკე ასევე ჯგუფურად ცისტების სახით. ჩხირებს აქვთ კაფსულა.

 

დაავადება გადადის სქესობრივი გზით. ავადდებიან მხოლოდ ადამიანები. ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს ნოტიო კლიმატი და გარემოს მაღალი ტემპერატურა, ასევე პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა და მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება.

 

ეპიდემიოლოგია. დაავადება ფართოდ არის გავრცელებული ჩინეთის სამხრეთის პროვინციებში, აზიის სამხრეთ_აღმოსავლეთ რაიონებში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ბირმაში, ვიეთნამში, აშშ-ში. ევროპის ქვეყნებში დაავადება იშვიათია. უფრო ხშირად ავაადდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე დღიდან სამ თვემდე.

 

დონოვანის სხეულაკები ორგანიზმში აღწევენ კანის და ლორწოვანის დეფექტებიდან და იწვევენ ანთებით რეაქციას დერმაში. დაავადების ადრეული გამოვლენაა ცერცვის ოდენობის ამობურცული პაპულა. ზოგჯერ დაავადება იწყება კანქვეშა შეშუპებით, რომელიც გადადის აბსცესში, შემდეგ მტკივნეულ წყლულში ჭარბი გრანულაციით დაკბილული ან ტალღოვანი კიდეებით.

 

დაავადების გართულებები უფრო ხშირია ქალებში. დონოვანოზის შედეგია ფსევდოსპილოვნება, შარდსადენი მილის, საშოს შევიწროება, მამაკაცებში შესაძლებელია სასქესო ორგანოების დეფორმაცია, ფიმოზი, სპილოვნება, ასოს ნეკროზი, იშვიათად ვითარდება ეპიდერმოიდული კარცინომა. დაავადება იწვევს მექანიკურ სიძნელეებს შარდვის და დეფეკაციის, სქესობრივი კავშირის, მშობიარობის და ზოგჯერ სიარულის დროს.

მკურნალობა ინიშნება დიაგნოსის დასმის შემდეგ.

მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4