სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვენერიული დაავადებები

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი არის პარაზიტული დაავადება, რომელიც გადადის ძირითადად სქესობრივი გზით. ქალებში შეიმჩნევა უფრო ხშირად. აქედან მოდის პარაზიტის დასახელება-”საშოს ტრიქომონადა”(Trichomonas vaginalis). მამაკაცებში T.vaginalis-ს შეუძლია დააზიანოს ურეთრა, წინამდებარე ჯირკვალი, სათესლე ბუშტუკები; ქალებში-საშო, ურეთრა, საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს დანამატები.

 


ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2-7 დღეს, იშვიათად 30 დღეს. კლინიკური გამოვლინებები: მოთეთრო ქაფიანი გამონადენი, ქავილი, დისკომფორტი სასქესო ორგანოებში და შორისის მიდამოში. დაავადების ქრონიკულ სტადიაში გადასვლის დროს ზიანდება წინამდებარე ჯირკვალი, მილები და საკვერცხეები ქალებში, ზოგჯერ ვითარდება მეორადი უშვილობა.
სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისაგან განსხვავებით ტრიქომონადა არ აზიანებს პირის ღრუსა და სწორ ნაწლავს, შინაგან ორგანოებს.


ადეკვატური სამკურნალო პრეპარატების შერჩევა საკმაოდ რთულია, ამიტომ ამ პრობლემას უნდა წყვეტდეს მხოლოდ კვალიფიციური ექიმი.


რტიქომონიადას დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ციტოლოგიურ და მოლეკულურ-ბიოლოგიურ დიაგნოსტიკას, გამოკვლევების კულტურალურ მეთოდებს.

 

 მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4