სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქირურგიული დაავადებები

ლიმფადენიტი

ლინფადენიტი - ლიმფური ჯირკვლის ანთება.დაავადება მეორადია და აღმოცენდება სხეულის ამა თუ იმ ადგილას ანთებითი პროცესის არსებობის გამო. ძალიან იშვიათად აღინიშნება ლიმფური ჯირკვლების პირველადი ჩირქოვანი ანთება.

დამომწვევია სტეპტოკოკები და სხვა პათოლოგიური ვითარება, როდესაც მიკროორგანიზმები, მათი ტოქსინები და ქსოვილოვანი რღვევის პროდუქტები პირველადი კერიდან ლიმფის საშუალებით მიიტანება ლიმფურ ჯირკვლებში. მიკრობებმა შეიძლება შეაღწიონ დაზიანებული კნიდან, ლორწოვანი გარსიდან ჰემატოგენური გზით. განასხვავებენ ლიმფური ჯირჯვლების სერიოზულ, ჩირქოვან და პროდუქტიულ ანთებას. პროცესის გავრცელების შემთხვევაში გარემომცველ ქსოვილებზე ვითარდება პერიადენიტი, რომელსაც ახასიათებს ანთებითი ჯირკვლის უძრაობა. ლიმფადენიტის მიმდინარეობა არის მწვავე ან ქრონიკული. მწვავე ლიმფადენიტი მიმდინარეობს სხვადასხვაგვარად. ჩირქოვანი კერის ადრეული ლიკვიდაციისას ჰიპერემია ქრება, ექსიედატი გაიწოვება, ლიმფური ჯირკვლები მცირდება ზომაში, მტკივნეულობა ქრება.განსაკუთრებულად ვურულენტური ფლორის შემთხვევაში ან ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი ლიმფიდენატი. ჩირქოვანი ლიმფოდენატი იწყება კატარულ-ჰიპერპლასტიური ლიმფოდენატით, შემდგომ ხდება კვანძის ჩირქოვანი ინფექცია და მცირე კერების წარმოქმნა, რომლებიც შეერწყმებიან და იწვევენ ლიმფური ჯირკვლის ლღვობას.ჩირქოვან პროცესში მისი კაფსულისა და გარემომცველი ქსოვლის ჩართვას მივყავართ ადენოფლეგმონის განვითარებამდე. პირის ღრუს ლპობითი ფლეგმონის, პარადენტიტის, განგრენული ანგინის და სხვა შემთხვევაში ლიმფური ჯირკვლები ინფიცირდება განგრენოზული პროცესით ლპობითი რღვევით ( ლპობითი ლიმფადენიტი).

ლიმფადენიტის მკურნალობა

ანთების პირველადი და მეორადი კერების მკურნალობა და ორგანიზმზე ზოგადი ზემოქმედება. მკურნალობის მეთოდები შესაძლოა დაიყოს სამ ჯგუფად:

- მიკროფლორის დათრგუნვა პირველად კერაში და ლიმფურ ჯირკვლებში ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ნუნროფიერანების და სხვათა გამოყენება.

- ქირურგიული - პირველადი ჩირქოვანი კერის და ჩირქოვანი ლიმფადენიტის გახსნა და დრენირება.

- ორგანიზმის დაცვითი ძალების გაძლიერება და ინტოქსიკაციის შემცირება. ანტიბიოტიკების გამოყენებით ლიმფადენიტის დროს ზოგჯერ მიიღწევა სწრაფი გამოჯანმრთელება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4