სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქირურგიული დაავადებები

რეფლუქსი დაავადება

გასტროეზოფაგიერი რეფლექსური დაავადება (გერდ) - სამედიცინო ტერმინია, რომელიც აერთიანებს საყლაპავის დაავადებათა ჯგუფს, რომელის ძრითად გამოვლინებას წარმოადგენს მკერდის ძვლის უკან წვის პერიოდული შეგრძნება (წვა), რაც პროვოცირდება გარკვეული პროდუქტის მიღებით ან სხეულის მდგომარეობის შეცვლით.

გერდ - გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან ადამიანთა 5-7%. ყველაზე ხშირი სიმპტომია წვა, თუმცა ეს არაა დაავადების ერთადერთი სიმპტომი. სხვა გამოვლინებები შესაძლოა იყოს: ბოყინი, ყელის ხანგრძლივი ტკივილი, ყლაპვის გაზლიერება ან ტკივილი ყლაპვისას, ნერწყვდენა (პირში ნერწყვის დიდი რაოდენობის უეცარი გაჩენა), ხმის ჩახლეჩა, პირში მჟავე გემო, პირიდან უხამსი სუნი, ღრძილების ანთება, კბილის მინანქრის დაზიანება (ზედაპირული). გერდ-ს საფუძვლად უდევს გასტროეზოფაგური რეფლექსური - კუჭის მჟავე შიგთავსის რეგულარული მოხვედრა საყლაპავის დისტალურ ნაწლავში. ჯანმთელ ადამიანშიცაა შესაძლებელი კუჟის შიგთავსის მოხვედრა საყლაპავში, მაგრამ ეს ეპიზოდები ხანმოკლეა და არ ახლავს წვა. ამას ხელს უწყობს დაცვითი მექანიზმები: საყლაპავის კედლის აქტიური პერისტალტიკა (შეკუმშვა), რაც რეფლუქსატს აბრუნებს კუჭში; ლორწოს ფენა, რომელიც ამოფენს საყლაპავის შიგნითა ზედაპირს (ლორწოვანს); ნერწყვი, რომელიც ანეიტრალებს და ჩარეცხავს რეფლუქსატს კუჭში. კუჭის შიგთავსის საყლაპავში ხშირი და ხანგრძლივი (თვეები, წლები) მოხვედრა, მისი დიდი მოცულობა და აგრესიული ტვისებები (მაღალი მჟავიანობა, ნაღველის მინარევი) ხელს უწყობს დაცვითი მექანიზმების „გამოფიტვას“ და წვის გაჩენას - რაც გერდის პირველი და ზოგჯერ ერთადერთი ნიშანია. ზოგიერთი დაავადების დროს ხდება დაცვითი მექანიზმების პირველადი მოშლა და წვა შესაძლოა აღმოცენდეს კუჭის „ნორმალური“ შიგთავსის უმნიშვნელო რეფლექსის პირობებშიც. საყლაპავის ქვედა ნაწლავის ლორწოვანის დაზიანების ხასიათის მიხედვით გერდი იყოფა არაეროზიულ სუფლუქსურ დაავადებად (აერდ) და ეროზიულ ეზოფაგიტად. პირველად შემთხვევაში წვის არსებობისას, საყლაპავის ენდოყოფით დასვალიერებისას აღმოვაჩენთ ლორწოვანი გარსის მინიმალურ ცვლილებებს ან მათ არ არსებობას. მეორე შემთხვევაში - საყლაპავი ლორწოვანი დაფარულია ეროზიებით (ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანება) და ანთებადია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ წვა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ტკივილი გულმკერდში, რაც საჭიროებს დაუყოვნებლის გულდასმით გაკვლებას გულის დაავადებების გამოსარიცხად. ზოგჯერ გერდი არ ვლინდება არანაირი სიმპტომით, და დაავადება მჟღავნდება მხოლოდ მაშინ როცა ვითარდება გართულებები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4