სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სექსუალური დარღვევები[col=220]

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)

ერექციის დარღვევების შესახებ საუბრისას, პირველ რიგში უნდა განვმარტოთ ტერმინები. დღეს, სპეციალისტების უმრავლესობა, რომლებიც დაკავებულნი არიან „მამაკაცის პრობლემებით“ ხმარობენ ტერმინს - ერექტილური დისფუნქცია.

ტერმინი „იმპოტენცია“ ჩაბარდა წარსულს. მაგრამ მდგომარეობის ზუსტი აღწერა და ყოველდღიურ ყოფაში სიტყვის ფართოდ გამოყენებამ, გამოიწვია ამ სიტყვის, როგორც სამედიცინო ტერმინის „დისკრედიტაცია“.


დღესდღეობით სიტყვებმა „იმპოტენცია“ და „იმპოტენტი“ ვულგარულ-შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა შეიძინა, იგი მიუღებელია პაციენტსა და ექიმს შორის საუბრის დროს. ერექციის და ფსიქიური აშლილობებს შორის კავშირის გათვალისწინებით, უროლოგებმა, სექსოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა საბოლოოდ უარი თქვეს ამ ტერმინის გამოყენებაზე. ჩვენც შესაბამისად გამოვიყენებთ ზემოაღნიშნულ ტერმინოლოგიას. იმპოტენტები არ არსებობენ. ყველაფერი გამოსწორებადია.


1992 წელს, მსოფლიოს წამყვანმა უროლოგებმა მოილაპარაკეს, რომ ერექტილური დისფუნქციის ქვეშ განეხილათ სასქესო ასოს უუნარობას მიაღწიოს ან შეინარჩუნოს ადექვატური ერექცია, რაც თავის მხრივ ზღუდავს ან შეუძლებელს ხდის სქესობრივი ცხოვრებით სიამოვნების მიღებას. სამწუხაროდ, ერექტილური დისფუნქცია იმდენად გავრცელებული მოვლენაა, რომ დღეს მას უძღვნიან სამეცნიერო კონფერენციებს და სიმპოზიუმებს. ხოლო მის ცალკეულ სახეობებს კი მიეძღვნათ ათეულობით სამეცნიერო მონოგრაფიები. 

 


სტატისტიკური მონაცემებით, მარტო აშშ-ში ერექტილურ დისფუნქციას უჩივის 10 მილიონი მამაკაცი. გერმანელი მეცნიერების შეფასებით გერმანიაში ეს ციფრი უახლოვდება 5 მილიონს. ცხადია, რომ უკრაინაშიც, ასეთი მამაკაცების რიცხვიც არანაკლებია. ქრონიკული სტრესები, რომელიც დამახასიათებელია მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი საზოგადოებისთვის, არასწორი კვება, ათეროსკლეროზი, მოწევა, ყოველივე ეს ხალხის სქესობრივ ფონზე ახდენს უარყოფით გავლენას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

 


იმპოტენცია გვხვდება მამაკაცების 40%-ში, 35-40 წლამდე. მამაკაცების უმრავლესობას სრცხვენიათ მიმართონ უროლოგს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, თუმცა სუსტი ერექცია ან ერექციის დაკარგვა სქესობრივი აქტის დროს ექიმთან ვიზიტის უკვე მნიშვნელოვანი მიზეზია.

 

 

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც იწვევს ერექტილურ დისფუნქციას: 

 


• შარდ-სასქესო სისტემის და მცირე მენჯის ორგანოების (პროსტატიტი, ორქოეპიდიდიმიტი, ცისტიტი და ა.შ.) ანთებითი დაავადებები;
• არტერიული სისხლის მოძრაობის უკმარისობა ერექტილური მექანიზმის სისხლძარღვებში; 
• დიაბეტი 
• ჰორმონალური დარღვევები; 
• მოწევა; 
• ხერხემლის სხვადასხვა ტრავმა; 
• სასქესო ორგანოს ტრავმები; 
• მცირე მენჯის ორგანოებზე ოპერაციები; 
• საწამლე საშუალებების მიღება; 
• დეპრესიები, სტრესები;


ანუ იმპოტენცია შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვოვანი, ნევროლოგიური, ენდოკრინული, მედიკამენტოზური და ადგილობრივი ხასიათის მიზეზებით, რომელიც მიეკუთვნება ერექტილური დისფუნქციის ორგანულ ფორმას. ძალიან ხშირად გვხვდება ფსიქოლოგიური ფორმა, რომლის დროსაც ერექციი პრობლემები გამოწვეულია მამაკაცის ფსიქონევროლოგიური მახასიათებლებით. თითქმის ყოველთვის ერექციის პრობლემებს, რომელიც განპირობებულია ორგანული მიზეზებით, თან ერთვის ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომელიც შეიძლება არ გაქრეს, დარღვევის ძირითადი მიზეზის აღმოფხვრის შემდეგაც. 
მთელი მსოფლიოს ექიმებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მამაკაცებს არ სურთ მიმართონ ექიმებს აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, სადაც არც თუ ისე მიღებულია ასეთი ხასიათის პრობლემების გადაწყვეტა ექიმთან ვიზიტით. ამასთან, თანამედროვე მედიცინა ფლობს ფრიად მნიშვნელოვან რესურსს, რაც საჭიროა მათ დასახმარებლად. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4