სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სექსუალური დარღვევები[col=220]

სექსუალური გაუკუღმართება

სექსუალური დევიაციების მიზეზების გამოკვლევისას, დიტსმა და ევანსმა აღნიშნეს, რომ პოპულარული პორნოგრაფიული გამოცემების შინაარსს შეიძლება კავშირი ჰქონდეს დევიაციურ მოთხოვნილებებთან და მსგავსი ქცევის გამოვლენასთან. მეტაფსიქოლოგიურ ფსიქოანალიზზე ორიენტირებით, კონინგი და ჯენერი ხაზს უსვამენ, რომ ორალური, ანალური, ურეთრალური და სადისტური სექსუალური მოთხოვნებს უჭირავთ მყარი ადგილი ნორმალურ სექსუალურ კონტაქტებში. 

 



ბოლო დროს, კლასიკური სექსუალური დევიაციების ნუსხა, მნიშვნელოვნად შეივსო ახალი, მანამდე უცნობი ფორმებით, რომელთა გაჩენაც გამოიწვია ტექნიკურმა პროგრესმა (ტელეფონი, ტელევიზორი, ვიდეოტექნიკა), ასევე თანამედროვე ქვეპოპულაციური მიმდინარეობის ჩვევებმა (მაგ. ჯგუფური სექსი ჰიპების საზოგადოებაში) ან სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით (მაგ. ფარმაკოგენური ორგაზმი, მიღწეული ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებით). 



ადამიანთა პოპულაციაში სექსუალური დევიაციების გავრცელება შეფასებულია სხვადასხვა კვლევების საშუალებით. მაკერის მონაცემებით, სადიზმი აღინიშნება მამაკაცებისნ 5% და ქალების 3%-ში, მაზოხიზმი - მამაკცების 2,5%, ხოლო ქალების 4,6%, ტრანსვესტიზმი ადამიანების 1% (ამასთან შემთხვევათა 25% ჰომოსექსუალური ორიენტაციის მატარებელია). 



გთავაზობთ, სექსოლოგიურ კლასიფიკაციაში შესულ სხვადასხვა სექსუალური გადახრების (დევიაციების) მოკლე ჩამონათვალს და აღწერილობას: 

 


- სადიზმი - სექსუალური დევიაციის ფორმა, რომლის დროსაც სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა პარტნიორისათვის ტკივილის მიყენებით, სხეულის დაზიანებით და დამცირებით; 
- ფეტიშიზმი (სექსუალური სიმბოლიზმი, სექსუალური პარციალიზმი) - სექსუალური სწრაფვის ობიექტი არის სხეულის ნაწილი, ტანსაცმელი ან რაიმე საგანი, რომელიც უკავშირდება სექსუალურ პარტნიორს, ანუ რაშიც აისახება სექსუალური იგი. 
- აპოტემნოფილია - ფეტიშიზმის ნაირსახეობის კომბინაცია სადომაზოხიზმთან, რომელშიც ფეტიშის როლს თამაშობს სხეულის სიმახინჯეები; 
- პიგმალიონიზმი (მონუმენტოფობია, იკონოლაგნია) - ფეტიშიზმის ნაირსახეობა ვაუერიზმთან კომბინაციაში, რომლის დროსაც ფეტიშის როლს ასრულებს ადამიანის სხეულის გამოსახულება (ნახატები, ქანდაკებები, ფოტოსურათები); 
- ნარცისიზმი (ავტოფილია, ავტოეროტიზმი, ავტოერასტია) - სექსუალური სწრაფვის ობიექტი არის საკუთარი სხეული (ფეტიშიზმის ნაირსახეობა); 
- ავტომონოსექსუალიზმი - როგორც ნარცისიზმის დროს, სექსუალური სწრაფვის ობიექტი არის საკუთარი სხეული (ხშირად სარკის ანარეკლიც კი), მაგრამ სუბიექტის სხეულის პარტნიორის სხეულთან მიმსგავსებით, რასაც შესაბამისი ტანსაცმლით ან მანერებიც აღწევენ (ფეტიშიზმის ნაირსახეობა); 
- ჰეტეროქრომოფილია - სექსუალური სწრაფვის ობიექტი არის მხოლოდ პარტნიორი სხვა ფერის კანით (ფეტიშიზმის ნაირსახეობა); 
- რეტიფიზმი - ფეტიშიზმის ნაირსახეობა მაზოხიზმთან კომბინაციაში, რომლის დროსაც ფეტიშის როლს ასრულებს ტუფლი (და ზოგჯერ ტყავის მასალისგან დამზ. სხვა საგნებიც)
- ტრანსვესტიზმი (ეონიზმი, მეტატროპიზმი) - ტენდენცია, რომლის დროსაც სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმით; 
- ცისვესტიზმი - ტრანსვესტიზმის ნაირსახოება, რომლის დროსაც იცმევენ არა საპირისპირო სქესის ტანსაცმელს, არამედ თავისივე სქესის ტანსაცმელს, მაგრამ სხვა ასაკისთვის ან სხვა სოციალური ფენისთვის დამახასიათებელს. 
- ჰომესვესტიზმი - ტრანსვესტიზმის ნაირსახოება ფეტიშიზმთან კომბინაციაში, რომლის დროს სექსუალურ კმაყოფილებას იღებენ, თავისივე სქესის ადამიანის ტანსაცმლის ჩაცმით, მაგრამ რომელიც ეკუთვნის სხვას; 
- პედოფილია (ინფანტოსექსუალიზმი, პადეროზია) - სქესობრივი სწრაფვა ბავშვების მიმართ; ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნულ გადახრას განიხილავს, როგორც ფეტიშიზმის ნაირსახეობას, რომლის დროს ფეტიშის როლს თამაშობს მოუმწიფებელი ბავშვის სხეულის შტრიხები, ხოლო ბავშვის სქეს მოცემულ მომენტში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. 
- პარტენოფილია - სქესობრივი სწრაფვა მომწიფებული ქალიშვილების მიმართ (ე.ი. სექსუალურად გამოუცდელი მომწიფებული ახალგაზრდა სუბიექტები). 
- ეფებოფილია - სქესობრივი სწრაფვა ბიჭი-მოზარდების, ყმაწვილების მიმართ. 
- ნიმფოფილია - სქესობრივი სწრაფვა გოგონა-მოზარდების, ყმაწვილქალების მიმართ. 
- გერანტოფილია (პრესბიოფილია) - სქესობრივი სწრაფვა უფროსი ასაკის პირების, მოხუცების მიმართ; 
- ზოოფილია (სოდომია, ზოოერასტია, ზოოსტუპრუმი, ბესტიოფილია) - სქესობრივი სწრაფვა ცხოველების მიმართ; 
- ზოოსადიზმი - ზოოფილიის და სადიზმის ნაირსახეობა, სექსუალური სიამოვნების მიღება ხდება ცხოველების წვალებით (მსგავსია კტინომანიის - პათოლოგიური სწრაფვა გატყავების მიმართ); 
- სექსუალური სადიზმი (ეროტიტირანიზმი, აქტიური ალგოლაგნია) - სექსუალური სიამოვნებას ადამიანი ღებულობს თავისი სექსუალური პარტნიორის დამცირებით და ტანჯვით; 
- ფლაგელლანტიზმი (აქტიური ფლაგელლანტიზმი, ფლაგელაცია, დიპოლდიზმი) - სადიზმის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ადამიანი სიამოვნებას ღებულობს პარტნიორის გამათრახებით, იშვიათად თვითგამათრახებით (ეს უკანასკნელი ხშირად მიეკუთვნება სადომაზოხიზმს ან მაზოხიზმს); 
- სალირომანია - სექსუალური სიამოვნების მიღება სხვა ადამიანისთვის ტალახის, ფეკალიების, შარდის, სისხლის და ა..შ. წასმით (სადიზმის ნაირსახეობა); 
- პოლუციონიზმი - სალირომანიის ნაირსახეობა - ადამიანების სპერმის შესხმისკენ მისწრაფება; 
- „ჩხვლეტა“ - სადიზმის ნაირსახეობა, რომლის დროსაც სიამოვნების მიღება ხდება პარტნიორის ჩხვლეტით სხვადასხვა ბასრი ინსტრუმენტებით (ზოგიერთი ავტორი ამას სალირომანიას მიაკუთვნებს; ამასთან ახლოს დგას სექსუალური პარტნიორის სხეულის ლოკალური ამოწვა, მაგ. ანთებული სიგარეტით); 
- ნეკროფილია (ნეკრომანია, ლიკანტროპია) - სქესობრივი სწრაფვა მიცვალებულების მიმართ და მათთან სექსუალური კონტაქტის დამყარება. ზოგი მკვლევარი ამ გადახრას გამოყოფს როგორც ცალკე სექსუალურ დევიაციას, ზოგიერთი კი მას სადიზმთან ან მის გარეშე შეხამებულ ფეტიშიზმის ნაირსახეობად აღიქვამს (რომლის დროსაც ფეტიში მკვდარი სხეულია), დანარჩენი კი მას უბრალოდ სადიზმის სახეობად მიიჩნევს. ამ მოვლენასთან ახლოს დგას სექსუალური სწრაფვა მძინარე ან უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების, მძიმედ ავადმყოფების ან მომაკვდავების მიმართ, ასევე სექსუალურად შეფერილობის, გაძლიერებული ინტერესი მიცვალებულების, სასაფლაოების, დაკრძალვის ცერემონიების და იმ ყველაფრის მიმართ, რაც ასე თუ ისე კავშირშია სიკვდილთან და მიცვალებულთან. ნეკროფილიის უმძიმეს ფორმად ითვლება ნეკროსადიზმი (ბერტრანიზმი) - სწრაფვა მიცვალებულის წაბილწვისა და შეურაცხოფისკენ (ხშირად მკერდის და სასქესო ორგანოების მოკვეთით) და ნეკროფაგია - მიცვალებულის ნაწილების ჭამა (ხშირად სასქესო ორგანოების). ნეკროფაგია და ნეკროსადიზმი ხშირად კავშირშია მსხვერპლის წინასწარ მოკვლასთან, ან სექსუალური სიამოვნების მიღებასთან სწორედ მკვლელობის პროცესთან ერთად კომბინაციაში. 
- ვამპირიზმი (სექსუალური ვამპირიზმი) - სექსუალური სიამოვნება მიიღება პარტნიორის სისხლის დაგემოვნებით (ხშირად სისხლს პარტნიორი იღებს კოიტუსის პროცესში ან პრელუდიის დროს კბენებით; ზოგიერთი მკვლევარი ამ მოვლენას ნეკროსადიზმს მიაკუთვნებს); 
- მაზოხიზმი (პასიური ალგოლაგნია, პასივიტიზმი, პასიური ფლაგელანტიზმი) - სექსუალური სიამოვნების მიღება სექსუალური პარტნიორის დამცირებით, ფიზიკური ტანჯვის მიყენებით (ზოგიერთი მკვლევარი მაზოხიზმს და სადიზმს სექსუალური დევიაციის ერთ ფორმაში აერთიანებს, სახელწოდებით სადომაზოხიზმი, ფიქრობენ რა, რომ ეს ერთამენეთის შემავსებელი ფორმებია სექსუალური სიამოვნების მისაღწევად და ხშირად მონაცვლეობენ ერთი და იმავე პირისთვის); 
- ტანატოფილია (ტანატომინია) - მაზოხიზმის ნაირსახეობა, სექსუალური სიამოვნების მიღება, ფანტაზიების კვალდაკვალ საკუთარი სიკვდილის და დასაფლავების თემაზე (უფრო გავრცელებულია საერთოდ სიკვდილის თემატიკის სიყვარული; ნეკროფილიის მაზოხისტური ექვივალენტი); 
- ექსკრემენტოფილია (პიკაციზმი) - მაზოხიზმის და ფეტიშიზმის კომბინაცია, რომლის დროს ადამიანის ექსკრემენტები (ფეკალიები) თამაშობს ფეტიშის როლს (მათი დაყნოსვის, ხელით შეგრძნების, გადაყლაპვის და სხეულზე წასმის ფორმით); ბოლო ფორმაში ავტორები ვარაუდობენ პოლუციონიზმს (სპერმის წასმა) რის გამოც მას მიაკუთვნებენ ექსკრემენტოფილიას; 
- რენიფლექსი (ოზოლაგნია, ოსფრეზიოფილია) - ექსკრემენტოფილიის ნაირსახეობა, რომლის დროს ფეტიშის როლს ასრულებს სექსუალური ობიექტის სპეციფიკური სუნი (ყნოსვითი ფეტიშიზმი)
- უროლაგნია (უროფილია) - რენიფლექსის ნაირსახოება, რომლის დროს ყნოსვითი ფეტიშის როლში არის შარდის სუნი (კოპროლაგნიის დროს ფეტიში არაის ფეკალიების სუნი, სპერმოლაგნიის დროს სპერმის სუნი და ა.შ.; ექსკრემენტოფილიის გემოვნებით ექვივალენტად მიჩნეულია გამონაყოფის ჭამა ან დალევა - უროფაგია, კოპროფაგია, სპერმოფაგია) ; 
- ფროტაჟი (ფროტტერიზმი) - სექსუალური სიამოვნების მიღება, ხალხში, საზოგადოებაში, სიმჭიდროვეში, სასურველი ობიექტის სხეულის ნაწილებზე სასქესო ორგანოებით შეხება (ან ხახუნი) მაგ. ტრანსპორტში; ზოგიერთი მკვლევარი ამ მოვლენას მიიჩნევს ექსჰიბიციონიზმის ნაირსახეობად, ზოგი კი პეტინგის. 
- კანდაუელიზმი - ექსჰიბიციონიზმის ნაირსახეობა მაზოხიზმთან კომბინაციაში, სექსუალური აღგზნების მიღწევა საკუთარი ცოლის ან სექსუალური პარტნიორის სიშიშვლის დემონსტრირებით სხვა მამაკაცების წინაშე; 
- პლურალიზმი (სექსუალური პლურალიზმი) - ანუ ჯგუფური სექსი, ექსჰიბიციონიზმის ნაირსახეობა ვაუერიზმთან კომბინაციაში. 
- ტრიოლიზმი - სექსუალური პლურალიზმის ნაირსახოება ანუ სექსი სამ პარტნიორის შორის, საიდანაც ორი ერთი და იმავე სქესისაა. 
- ვაუერიზმი (სკოპოფილია, სკოპტოფილია, მიქსოსკოპია, ვიზიონიზმი) - სქესობრივი აქტის ან შიშველი ობიექტების ყურება (ვაუერიზმის სპეციფიკური სახოებაა პორნოგრაფიით ზედმეტად გატაცება); 
- ექსაუდირიზმი - ვაუერიზმის აკუსტიკური ექვივალენტი; 
- კლიზმოფილია - სექსუალური სიამოვნების მიღება სწორ ნაწლავში სითხის ან სამედიცინო სანთლების შეყვანით; 
- პიროლაგნია - სექსუალური სიამოვნების მიღება ცეცხლის, ხანძრის ყურებით (ამ მიზნით ხანძრის გაჩენის ქცევას ჰქვია პირომანია). 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4