სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სექსუალური დარღვევები[col=220]

სექსუალური მზაობის კომპლექსი

სექსუალური მზადყოფნის კომპლექსი - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალის ორგანიზმი განსაზღვრავს სექსუალური აქტისათვის მზადყოფნის შესაძლებლობას. უპირველეს ყოვლისა იგი ხასიათდება, სექსუალური აღგზნების დროს საშოს საკმაო დონის სისველით (ე.წ. ლუბრიკაცია), რაც საშუალებას იძლევა სასქესო ასო საშოში შევიდეს (იმისია) თავისუფლად და უმტკივნეულოდ.

ეს კომპლექსი ასევე მოიცავს სასქესო აქტამდე ქალის საშოს კუნთების მოდუნებას, რაც აადვილებს სასქესო ასოს იმისიას. 



არასაკმარისი ლუბრიკაციის ან მისი არარსებობის შემთხვევაში და ასევე შესაბამისი კუნთების მოუდუნებლობის ან არასაკმარისი მოდუნების შემთხვევაში, სქესობრივი აქტი იწვევს ტკივილს ან არასასიამოვნო შეგრძნებებს ორივე პარტნიორში (დისპარეუნია) ან უფრო მეტიც, აქტი საერთოდ შეუძლებელი ხდება. 



ამ დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს - ქალის სურვილის არარსებობა სქესობრივ აქტზე, სქესობრივი აქტის დაწყებამდე, პარტნიორის მიერ ქალის არადაექვატური სექსუალური სტიმულაცია, ქალის ჰიპოსექსუალურობა, ქალის მხრიდან დაორსულების შიში, სიტუაციური ფაქტორები. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4