სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სექსუალური დარღვევები[col=220]

სპერმის გამოყოფის დარღვევა

ეაკულატორული მოშლა, ისევე როგორც ერექციის მოშლა მიეკუთვნება მამაკაცების უფრო მეტად გავრცელებულ პათოლოგიათა რიგს. ეაკულაციის მოშლა შეიძლება იყოს შემდეგი სახის: 



- ძალიან ნაადრევი ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა ხდება სექსუალურ აქტამდე, პრელუდიური სექსუალური მოფერების დროს, ამასთან სასქესო ასოს ერექციის გარეშე). 
- ნაადრევი ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა ხდება საშოში სასქესო ასოს შეყვანისთანავე); 
- დროზე ადრე ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა ხდება ან საშოში შეყვანის მომენტში ან პირველივე ფრიქციების შემდეგ); 
- გვიანი ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა ხდება მხოლოდ ხანგრძლივი, ზოგჯერ დამღლელი სქესობრივი აქტის შემდეგ); 
- სპერმატორეა (სპერმისგან დაცლა ხდება არა სექსუალური აღგზნების და არა სექსუალური აქტის დროს); 
- მტკივნეული ეაკულაცია; 
- ეაკულაცია ორგაზმის გარეშე; 
- ეაკულატორული რეფლიუქსი (სპერმის გამოყოფის მომენტი დგება, მაგრამ სპერმა გარეთ არ გამოდის, არამედ მისი გადასროლა ხდება საპირსპირო მხარეს და ხვდება შარდის ბუშტში). 



ორგაზმის გარეშე სპერმის გამოყოფის ყველაზე ხშირი მიზეზი არის მამაკაცის სასქესო სისტემაში ანთების შემდგომ გამოწვეული ცვლილებები. ამ კუთხით არა ნაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირის ასაკი და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების არსებობა. 



გვიანი ეაკულაცია მიეკუთვნება იშვიათ ეაკულატორულ მოშლილობებს და შეიძლება განპირობებული როგორც ორგანული, ასევე ფსიქიკური მიზეზებით. 
ანალურ-გენიტალური და ორალურ-გენიტალური, ან მასტურბაციის მიმართ მიდრეკილება იწვევს ვაგინალური კოიტუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძენების აღქმნის შესუსტებას, რაც ასევე შეიძლება იყოს სპერმის გამოყოფის დაგვიანების მიზეზი ვაგინალური კოიტუსის დროს. 



ეაკულატორული რეფლიუქსი არც თუ ხშირად წარმოადგენს მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ორგანული ცვლილებების შედეგს, რომელიც გამოწვეულია პროსტატის ჯირკვალზე ოპერაციის შედეგად. თუმცა ამის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ე.წ. საქსონური კოიტუსი, რომლის დროსაც ჩასახვის საწინააღმდეგო მიზნით, პარტნიორი ქალი, ეაკულაციამდე უჭერს სასქესო ასოს და ამით ხელოვნურად იწვევს სპერმის გადასროლას შარდის ბუშტში. ეაკულაციის არარსებობა გაპირობებულია ორგანული მიზეზებით (მაგ. პროსტატის ჯირკვლის დაავადებების დროს). მაგრამ ეს მოშლილობა მამაკაცებში აღინიშნება ასევე პოსტკლიმაქტერულ პერიოდში - ანდროპაუზის დროს. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4