სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სექსუალური დარღვევები[col=220]

ჰიპერსექსუალობა

ჰიპერლიბიდომია (ჰიპერსექსუალურობა, ეროტომანია, სატირიაზისი, ნიმფომანია) - ეს არის სექსუალური მოთხოვნილებების პათოლოგიური გაძლიერება, რაც თავისმხრივ იწვევს სექსუალური აქტივობის ზრდას. ამ დროს არა მხოლოდ სექსუალური კონტაქტების რიცხვი იზრდება, არამედ სექსუალური ქცევა ხარისხობრივადაც იცვლება, რომლის დროსაც სექსუალურობა ხდება ინდივიდის ცხოვრების ძირითადი მიზანი.

ჰიპერლიბიდომიით დაავადებულ პირებს ახასიათებთ სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა, ანუ მათ როგორც წესი არ აქვთ ხანგრძლივი სექსუალური ურთიერთობები. ეს პათოლოგია ვითარდება ფსიქოგენური ზემოქმედებების (მაგ, როგორც საკუთარი არასრულფასოვნების კომპენსაციის ფორმა), და ორგანული დაავადებების შედეგად (მაგ. ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიები, პირველ რიგში განპირობებული მისი სიმსივნეებით ან ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური დარღვევების გამოვლინებებით). 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4