სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეს არატიპიური სექსუალური ქცევა გულისხმობს სუბიექტის მიერ (როგორც ქალის ასევე მამაკაცის) სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იმავე სქესის პირთან.

განარჩევენ ჰომოსექსუალიზმის შემდეგ სახეებს: პედარასტია (ანალური ჰომოსექსუალური კოიტუსი), ეფებოფილია (სექსუალური კონტაქტი ზრდასრულ მამაკაცსა და მოზარდს ბიჭს შორის), ლესბოსური სიყვარული (მდედრობითი სქესის ჰომოსექსუალიზმი), კოროფილია (სექსუალური კონტაქტი ზრდასრულ ქალსა და მოზარდ გოგონას შორის).

 


მკვლევართა უმრავლესობის აზრით, ჰომოსექსუალიზმი მოიცავს მთელი კაცობრიობის 1-5%-ს, ხოლო სხვა მონაცემებით კი იგი ვრცელდება მამაკაცთა რაოდენობის 6%-ზე და ქალთა რაოდენობის 3%-ზე მთელი პლანეტის მასშტაბით.

 


თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში, სხვადასხა მკვლევარის აზრი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემები მერყეობს მთელი პოპულაციის 1%-37%-მდე. ჩვენმა გამოკვლევემა დაამტკიცეს, ჰომოსექსუალიზმის ფაქტი ალკოჰოლიკების 1,6%, ნარკომანების 1,3% და მათი პარტნიორების 10%-ში. საკონტროლო ჯგუფში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 5%. 


ჰომოსექსუალიზმის წარმოშობის მრავალ ჰიპოთეზასა და თეორიას შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია შემდეგი: 


- გარემო პირობები (ოჯახური - დედობრივი ჰიპერმზრუნველობა, ნეგატიურად აღქმული მამები, ძმებთან კონტაქტის უარყოფითი გამოცდილება და დებთან კი დადებითი, მამაკაცის სიშიშვლის აღქმა და ადაპტაცია, მსგავსი უუნარობა ქალის სიშიშვლის მიმართ და ა.შ. პროფესიულ-არტისტული გარემო; „ცხოვრების სტილი“-ბოშათა ბანაკი); 
- სიტუაციური პირობები და სწავლება (ჰომოსექსუალური ცდუნება, ჰომოსექსუალური კონტაქტები თანატოლებთან, შემთხვევითი და ტრანზიტორული ჰომოსექსუალური კონტაქტების შედეგები); 
- შემცვლელი გარემო პირობები (მაგ. ჰომოსექსუალური კონტაქტები მამაკაცთა იზოლირებულ კოლექტივებში, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ინტერნატებში, სამხედრო ნაწილებში და სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში, მონასტრები და თეოლოგიური სასწავლო დაწესებულებები და ა.შ.); 
- ფანტაზიური წინაპირობა (მაგ. პორნოგრაფიის ზეგავლენით ან მასტურბაცია ჰომოსექსუალური ხასიათის ფანტაზიებით); 
- პიროვნული წინაპირობა (მაგ. სექსუალური წარუმატებლობის შიში, სირთულეები საკუთარ სქესობრივ როლს და იდენტიფიკაციაში, პიროვნების ნარცისიზმი, საპირსპირო სქესთან კონტაქტის დამყარების სირთულეები, სექსუალური „გაქცევა“ საპირსპირო სქესთან სექსუალური კონტაქტის დამყარების წარუმატებლობისას და ა.შ.) 
- ბიოლოგიური წინაპირობა (გენეტიკური, კონსტიტუციური, თავის ტვინის ორგანული დაზიანება, ნეიროენდოკრინული, ენდოკრინული, პრენატალური, ანთროპოლოგიური, ფილოგენეტიკური-ემბრიონალური). 
ფროიდი, პიროვნების ამა თუ იმ მიზეზის ჰეტერო ან ჰომოსექსუალური ორიენტაციებს უკავშირებს, თითქოსდა, ადამიანში აპრიორულად დამახასიათებელ ბისექსუალურ მიდრეკილებას. 


ჰატერერი ჰომოსექსუალურობის გენეზისი განიხილავს, როგორც მრავალფაქტორულს, ხაზს უსვამს რა ჰომოსექსუალური მოთხოვნილებების გამოვლენის დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას, რაც შეიძლება დაფარული იყოს და გამოხატულებას ჰპოვებდეს ეროტიული სიზმრებისა და ფანტაზიების სპექტრში. ავტორთა ნაწილი ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალიზმს საფუძვლად უდევს სპეციფიკური სექსუალური ნევროზი. 


ჰომოსექსუალიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გარკვევის მიზნით, 76 კულტურის გამოკვლევის შედეგად, დადგინდა რომ კულტურათა 67%-ში ჰომოსექსუალიზმი მიჩნეოდა ნორმალურ მოვლენად, და მისდამი დამოკიდებულება იყო, როგორც ჩვეულებრივად განვითარებადი ფაქტის მიმართ, ხოლო 28%-ი არ აღიარებს ჰომოსექსუალიზმს, „არ შეხვედრიათ ასეთი“, ან გამოხატული ყოფილა სპორადული შემთხვევების სახით. ჰატერერის აზრით, აშშ-ში მილიონობით მამაკაცს აქვს ჰომოსექსუალური ოცნებები და ფანტაზიები, ხოლო 2,5 მილიონზე მეტს ჰომოსექსუალური გამოცდილებაც აქვს. ზოგიერთ მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთი გამოცდილება აქვს ქალების 19%-ს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალური მოთხოვნილებები და კონტაქტები უფრო მდედრობის სქესში არის გავრცელებული ვიდრე მამრობითში. 


ფსიქოანალიზის მიმდევართა უმრავლესობა, მამაკაცებში ჰომოსექსუალიზმის წარმოშობას უკავშირებს ოიდიპოსის კომპლექსს, ხოლო ქალებში - ელექტრას კომპლექსს. სხვა ფსიქოანალიტიკოსთა აზრით, ჰომოსექსუალიზმი სათავეს იღებს სისხლაღრევის ქვეცნობიერი ტენდეციებიდან მამასთან ან ძმასთან მიმართებაში და წარმოადგენს ინცესტური მოთხოვნილებების გამოვლენის შემცვლელ ფორმას. 


ბიედერი ჰომოსექსუალიზმის გამომწვევ მიზეზს ხედავს ფსიქოპათოლოგიაში მშობელთან და ბავშვთან მიმართებაში. ოჯახურ გარემოს ჰომოსექსუალიზმის მიზეზად ასევე ითვალისწინებს ფორესტი, რომელიც ფიქრობს, რომ მაგალითად, ოჯახში დედის დომინირება იწვევს მიდრეკილებას, გოგონების როგორც ჰომოსექსუალიზმისკენ, ასევე აგრესიის და დომინირებისკენ. მსგავს ურთიერთკავშირს ჰომოსექსუალურ ორიენტაციასა და ოჯახური კავშირების დარღვევას შორის აღნიშნავენ ასევე სხვა ავტორებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევებში იბადება შიში ჰეტეროსექსუალური ქცევის მიმართ, რომელიც ქრება ჰომოსექსუალურ კავშირებში. 


სოკოლიკი და შოსტაკი, ჰომოსექსუალური ქცევის წარმოშობის ფსიქოანალიტიკური კონცეფციის განხილვისას, წერენ, რომ ემოციურად ჰომოსექსუალური პარტნიორი ამბივალენტურია, ხოლო მასთან კავშირს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სადო-მაზოხისტური შტრიხები. ამასთან, ქვეცნობიერად პარტნიორად აღქმულია ერთ-0ერთი მშობელთანაგანი ან მათთან ურთიერთობა თითქოს ამეორებს მშობლისა და შვილის ურთიერთობას, ხოლო სხვა შემთხვევაში ხდება პარტიორთან საკუთარი პიროვნების აუტოიდენტიფიკაცია, რომელიც თითქოს აგრძელებს დაუსრულებელ აუტოიდენტიფიკაციას მამის ან დედის პიროვნებასთან. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player