სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჩვევების დარღვევები და მიდრეკილება – დარღვევებია, ხასიათდებიან რაიმე მოქმედების შესრულების მისწრაფებით, რომელიც ეუფლება გონებას, აზროვნებას და იმორჩილებენ ავადმყოფის ქცევებს. ავადმყოფთა უმრავლესონით ისინი აღიქმებიან როგორც უცხო, უაზრო ავადმყოფური მდგომარეობა.

 

 

იმპულსური ქცევების რეალიზაცია ხდება მოტივების ბრძოლის და შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია მოტივების ბრძოლა, რომელიც შეიძლება გარძელდეს რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე საათს. მაგრამ წარმოქმნილი სურვილისგან განთავისუფლების მცდელობების მიუხედავად, ავადმყოფებს უზღვავდებათ შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ითხოვს დაუყონებლივ განმუხტვას, რის შედეგეად ხდება ამა თუ იმ სახის მიდრეკილების რეალიზება. რეალიზების შემდეგ დგება ხანმოკლე შვება.

 

მიდრეკილების წარმოქმნას შესაძლოა თან ახლდეს მწვავე დაბნეულობის შეგრძნება, გონების არევა. მიდრეკილებების სახეობებიდან ყველაზე გახშირებული არის:

 

კლეპტომანია – მიდრეკილება ქურდობისაკენ, უსარგებლო ნივთების შეძენისაკენ. ჩვეულებრივ ავადმყოფები იპარავენ საგნებს, რომლებიც მათ არ სჭირდებათ პირადი მოხმარებისთვის ან რომელთა მატერიალური ღირებულება მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. ავადმყოფებისათვის დამახასიათებელია უშუალოდ ქურდობის წინ დაძაბულების შეგრზნება, შვების ან დაქმაყოფილების გრძნობა ქურდობის შემდეგ; პირომანია – მისწრაფება ცეცხლის წაკიდებისკენ. პაციენტები ასრულებენ ცეცხლის განმეორებით წაკიდებას არსებითი მოტივების გარეშე, როგორებიცაა ფულის მიღება, შურისძიება ან პოლიტიკური ექსტრემიზმი. ჩვეულებრივ ავადმყოფებში ვლინდება გადამეტებული ინტერესი ცეცხლის დანახვისას. ცეცხლის წაკიდების წინ იზრდება დაძაბულობა და მის შემდეგ ჩნდება ძლიერი აღგზნება;

 

პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი – მუდმივი მონაწილეობა აზარტულ თამაშებში, რაც გრძელდება და ხშირად ღრმავდება, სოციალური შედეგების მიუხედავად, ისეთების როგორებიცაა: გაღარიბება, ოჯახური ურთიერთობების და პირადი ცხოვრების სრული დარღვევა; ტრიქოტილომანია – დაუძლეველი მიდრეკილება თმების ამოგლეჯვისა. აღნიშნული დარღვევა უფრო ხშირად ვლინდება მდედრობით სქესის, ბავშებში და მოზარდებში. ხშირად ტრიქოტილომანიას თან ერთვის თმებით მანიპულირების სხვა ფორმებიც – მოქაჩვის და თითზე დახვევიდან, ნებისმიერი თმის ლტოლვისაკენ დაწყებული თმების ჭამით დამთავრებული (ტრიქოფაგია). უკანასკნელი შემთხვევა ზოგჯერ საჭიროებს ოპერატიულ ჩარევას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player