სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გული და სისხლძარღვები

ათერომა

ათერომა არის კანის ქონის ჯირკვლის რეტენციული კისტა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობით.

 

სიმპტომები და მიმდინარეობა

წარმოიქმნება სხეულის ნებისმიერ ადგილზე, სადაც იზრდება თმა, თუმცა უპირატესი ლოკალიზაციაა თავის, სახის (განსაკუთრებით პირის ქვემოთ), ზურგის, კისრის კანის, სასქესო ორგანოების მიდამო. ისინჯება ზედაპირულად განლაგებული მკვრივ-ელასტიური წარმონაქმნი მკვეთრი კონტურებით, მოძრავი, წარმონაქმნის ზემოთ კანი არ ნაოჭდება. კანზე წარმოქმნის ცენტრთან ახლოს ზოგჯერ მკვეთრად ისახება გაფართოებული ობტიერისებული გამომტანი სადინარი. დიფერენზიებული დიაგნოზი ტარდება ეპითელურ ცისტებთან, რბილი ქსოვილების სიმსივნეებთან ( ფიბრომებთან, ლიპომებთან).

გართულებები

ათერომის დაჩირქება - ტკივილი, გაწითლება, შეშუპება, მტკივნეულობა, სხეულის ტემპერატურის მომატება. დაჩირებისას ათერომა შესაძლოა სპონტანურად გაიზსნას გარეთ - გამოიყოფა ჩირქი ქონისებრი შიგთავსით.

ათერომის მკურნალობა

მკურნალობა ოპერაციულია: ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ ამოკვეთენ ათერომას კაფსულასთან ერთად. დაჩირქებისას - მხოლოდ ჩირქგროვის გახსნა, ზოგჯერ გახსნისას შესაძლებელი ხდება ათერომის კაფსულის მოცილებაც..პროგნოზი კეთილსაიმედოა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4