სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვითარდება ჰიპოფიზში ზრდის ჰორმონის (სომატოტროპული ჰორმონი) მოჭარბებული გამომუშავების შედეგად. მიზეზი: ჰიპოფიზის სიმსივნე (ადენომა), ქალას ტრავმა, პოსტ ინფექციური გართულება. დაავადების ნიშნები ნელი ტემპით ვლინდება – რამოდენიმე წლის მანძილზე.

 

აკრომეგალიის სიმპტომები და მიმდინარეობა

მოზრდილებში გამოხატულია ძვლების პათოლოგიური ზრდა, რბილი ქსოვილის გასქელება, შინაგანი ორგანოების ზომაში მატება, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახეობების მუშაობის დარღვევა. ბავშვებში ვითარდება გიგანტიზმი (სიმაღლე 190სმ და მეტი).

 

დაავადებას ახასიათებს თავის ტკივილები, გარეგნულად ანომალიური ცვლილებები – ცხვირის, ყურების, ენის, ქვედა ყბის, ხელის და ფეხის თითების ზრდა, კბილების ცვენა. კანი სქელდება და ცხიმოვნდება. შესაბამისად, შინაგანი ორგანოების სტრუქტურის ცვლილებები იწვევს გულის, ფილტვების, კუჭის დაავადებებს (მიოკარდის დისტროფია, ბრონქიტი, კუჭის წყლული). ასევე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის მომატებული დონე.

 

აკრომეგალიის დიფერენციაცია

აკრომეგალიის დასადგენად უნდა ჩატარდეს ჩონჩხის და ქალის რენტგენი, ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია და განისაზღვროს სისხლში ზრდის ჰორმონის დონე.

აკრომეგალიის მკურნალობა

ქირურგიული ჩარევის საშუალებით ჰიპოფიზის მოცილება, რადიოაქტიური ოქროს ან ირიდიუმის იმპლანტაციის გზით მისი დასხივება, ჰიპოფიზის კრიოგენულად (გაცივებით) დაშლა. მკურნალობის ყველა ეს სახეობა გამოიყენება მხოლოდ დიდი ზომის სიმსივნის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები და ქალის თურქული კეხის მოშლა.

პროგნოზი

თერაპიული კურსი ახდენს პროცესის სტაბილიზაციას, შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია მრავალი წლის განმავლობაში. შეიძლება თვითგანკურნების ფაქტი დადგეს სიმსივნეში სისხლჩაქცევის შედეგად. თუმცა, აკრომეგალიით დაავადებულ ადამიანებს მკვეთრად აქვთ დაქვეითებული ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, ხშირად ავადმყოფებენ გულის და ფილტვების სხვადასხვა დაავადებებით, ამის გამო სიკვდილი შეიძლება დადგეს გულის უკმარისობის ან პნევმონიის შედეგად.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player