სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროლოგიური დაავადებები

ენცეფალოპათია

ენცეპალოფათია კომპლექსური ტერმინია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის არაანთებითი პროცესის დროს თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებისას.

 

განასხვავებენ როგორც თანდაყოლილ, ისე შეძენილ ენცეპფალოპათიას. თანდაყოლილი ფორმა პერინატალურ პერიოდში აღმოცენებულ ავადმყოფობას გულისხმობს, რომელიც ორსულობის 28-ე კვირას იწყება და მთავრდება ბავშვის დაბადების პირველ კვირას. პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ნაყოფის ჟანგბადის უკმარისობით, დაბადების ტრავმით. სხვა დანარჩენი რისკ-ფაქტორებიდან კი გამოყოფენ:

 

1. დედის დაავადებები ორსულობის პერიოდში;

2. გართულებული ორსულობა;

3. ნაადრევი მშობიარობა;

4. ნაყოფის დიდი წონა;

5. ჭიპლარის შემოხვევა;

6. სამშობიარო გზის გართულებული გახსნა;

7. ნეიროინფექცია და სხვა.

 

პროფესიონალმა ექიმმა, ასეთ დროს, შეიძლება დასვას დიაგნოზი უკვე ბავშვის ცხოვრების პირველივე თვეში და აუცილებელი რეკომენდაციები მისცეს გართულების რისკის შესამცირებლად და გამორიცხოს თავის ტვინის დისფუნქცია და ისეთი დარღვევები, როგორიცაა ეპილეფსია და ა.შ.

 

შეძენილი ენცეფალოპათია უფრო გვიან ასაკში ვლინდება, როგორც ინფექციური დაავადებიდან გამომდინარე ინტოქსიკაცია, სხვადასხვა სტრუქტურული და ფუნქციური დარღვევები, თავის ტვინის სიმსივნე და ა. შ. როგორც წესი, ავადმყოფობა არ განსხვავდება გამოხატული სიმპტომებით, თუმცა შეიძლება გამოვყოთ სხვადასხვა წარმოშობის პათოლოიგიური პროცესები. ავადმყოფობა შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ ფსიქოზთან ერთად და ასევე, ქრონიკული პროგრესული დარღვევით არა დამოკიდებული ეტიოლოგიასა და პათოგენეზზე. ეს ყველაფერი ითხოვს პროფესიონალურ კონსულტაციას და ადეკვატურ მკურნალობას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4