სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროლოგიური დაავადებები

რადიკულიტი (ფესვობრივი სინდრომი)

ადამიანის პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ვითარდება ზურგის ტვინის ფესვების, ან ნერვული ღეროების ნებისმიერ დონეზე ზეწოლის შედეგად. ფესვობრივი სინდრომი ვლინდება მკვეთრი, მწველი ტკივილით კისრის, ზედა და ქვედა კიდურების, წელისა და მუცლის არეში.

იმის მიხედვით, თუ რომელი ფესვია დაზიანებული, განასხვავებენ:

 

• ზედა კისრის რადიკულიტი

• მხარ-კისრის რადიკულიტი

• გულმკერდის რადიკულიტი

• წელ-გავის რადიკულიტი

 

მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ფორმას. კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზებულია კეფისა და კისრის არეში. ძლიერდება თავის მობრუნებისა და ხველის დროს. ვითარდება დამცველობითი რეფლექსული პოზა - უკან გადაწეული თავით. ოსტეოქონდროზის ფონზე აღმოცენებული კისრის რადიკულიტის ტკივილები შეიძლება თანდართული იყოს თავბრუსხვევით, სმენის დახშობით, სიარულის დროს ბარბაცით და სხვა თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით გამოწვეული სიმპტომებით.

 

მხარ-კისრის რადიკულიტისას ინტენსიური და ხშირად შეტევითი ხასიათის ტკივილები ლოკალიზებულია კისრის, მხრის სარტყლის, ხელების არეში. ტკივილი ძლიერდება ხელების მოძრაობის, თავის მობრუნებისა და დახრისას.

 

გულმკერდის რადიკულიტისას (გულმკერდის შუა და ქვედა ფესვების დაზიანება) ნეკნთაშუა ნერვების შემტევი, სარტყლისებრი ტკივილი ძლიერდება მოძრაობის ან ღრმა ჩასუნთქვის დროს. წელ-გავის რადიკულიტი (წელისა და გავის ფესვების დაზიანება) ყველაზე გავრცელებულია. ხშირ შემთხვევაში დაავადება ვითარდება მალთაშუა დისკებისა და იოგების დეგენერაციული პროცესების ფონზე (ოსტეოქონდროზი, დისკის თიაქარი და სხვა) და ხშირად მიდრეკილია მორეციდივე ქრონიკული მიმდინარეობისკენ. სხვადასხვა სახის ტკივილები ლოკალიზებულია წელ-გავის მიდამოში, საჯდომი ნერვის გასწვრივ. ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და სხეულის დახრისას.

 

ტკივილის ხარისხი და ლოკალიზაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ ფესვის ან ნერვული ღეროს რა დონეზე მოხდა ზეწოლა. აგრეთვე დამწოლი ქსოვილის ტიპზე. ძვლოვანი წანაზარდების – დისკებისა და სხვა მკვრივი ქსოვილებით ზეწოლისას ტკივილი მეტად გამოხატულია. შედარებით რბილი ქსოვილებით – კუნთებით, იოგებით ზეწოლისას, ტკივილი და მისი ზრდის დინამიკა ნაკლებადაა გამოხატული.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4