სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნევროლოგიური დაავადებები

ალცჰეიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ეს დაავადება პირველად აღწერა გერმანელმა ექიმმა ა. ალცჰაიმერმა 1970 წელს. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

 

მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰაიმერის დაავადება. აშშ-ში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი.

 

ამ დაავადების აღმოცენება არ არის დამოკიდებული ეროვნებაზე, რასაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორც წესი, დებიუტირებს 40-50 წლის შემდეგ, თუმცა აღწერილია დაავადების ადრეული ასაკიც - 28 წელი. დაავადება ხშირად ამოუცნობი რჩება და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის იგი მეოთხე ადგილზეა (მხოლოდ აშშ-ში ამ დაავადებისგან 100 000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად).

 

ალცჰაიმერის დაავადების პირველი შემთხვევები აღწერილი იყო 65 წლამდე ადამიანებში, ამიტომ ლიტერატურაში მას როგორც პრესენილურ (ხანდაზმულობის წინა) დემენციას მოიხსენიებდნენ. შეცდომით მას, ასევე განიხილავდნენ, როგორც თავის ტვინის სისხლძარღვების დაბერების ან ”სკლეროზის” გამოვლინებას. სინმადვილეში, დაავადების მიზეზია არა სისხლძარღვების დაზიანება, არამედ ნერვული უჯრედების (ნეირონების) დეგენერაცია.

 

ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია: მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრირების თანდათანობითი დაქვეითება, აზროვნების პროცესისა და დასწავლის უნარის შეფერხება, დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში, სწორი სიტყვების შერჩევის გაძნელება, პიროვნების შეცვლა, ურთიერთობების გაძნელება. დემენციის სიმპტომები თანდათანობით პროგრესირებენ და საბოლოოდ ავადმყოფი სრულიად კარგავს საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლის უნარს და იღუპება. ფსიქიკის დეგრადაციის პროცესი გრძელდება წლები და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის.

 

დიაგნოზი.

ტესტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი და შეუცდომელი დიაგნოსტირება, არ არსებობს. ამიტომ, ექიმმა უნდა გამორიცხოს დემენციის გამომწვევი ყველა სხვა მიზეზი და განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას, მაგალითად: სიმსივნე, ტრავმა, ინფექციები, ნივთირებათაA ცვლის მოშლა, სამკურნალო პრეპარატების გადაჭარბებული დოზით მიღება, ისეთი ფსიქიური აშლილობები როგორიცაა დეპრესია და შფოთვა. მაგრამ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების თუ მდგომარეობის გამორიცხვის შემდეგაც ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი განიხილება როგორც სავარაუდო. დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ ტვინის ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევის მეშვეობით, რომელიც სიკვდილის შემდეგ ტარდება. იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი გამოკვლევები ტარდება პაციენტის სიცოცხლეში, რისთვისაც კეთდება ბიოფსია – ტვინის ქსოვილის მცირე ზომის ნიმუშების აღება ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზის დამადასტურებელი ცვლილებები, ძირითადად, შეინიშნება თავის ტვინის გარეთა შრეში (ქერქში) და ჰიპოკამპში, რომელიც განლაგებულია ღრმად, ქერქქვეშა სტრუქტურებში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების პროცესებში. ტვინის ამ უბნების მიკროსკოპული გამოკვლევისას შეიმჩნევა ნეიროფიბრილარული გოგრლები და ნეირიტული ფოლაქები. გოგრგლები წარმოდგენილი პათოლოგიურად შეცვლილი ნეირონებით, რომლებიც შეიცავენ ანომალურ ცილას. ფოლაქები წარმოადგენს ცილისა და ნახშირწყლის კომპლექსების (ე.წ. ამილოდის) დაგროვებას უჯრედშორის სივრცეში. რაც უფრო მეტი გორგლები და ფოლაქებია თავის ტვინში, უფრო მეტად არის გამოხატული ინტელექტუალური დარღვევები.

 

ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილია, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში იმატებს აცეტილტრანსფერაზას შემცველობა, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინის წარმოქმნისათვის აუცილებელ ფერმენტს. აცეტილქოლინი მიეკუთვნება ნეირომედიატორს - ნივთიერებას, რომელიც ამგზნებ ნერვულ იმპულსებს გადასცემს ერთი უჯრედიდან მეორეს და მონაწილეობს მეხსიერების პროცესებში.

 

მკურნალობა. დაავადების დროებით შეჩერება ან პროგრესირების შენელება შესაძლებელია იმ პრეპარატების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ აცეტილქოლინის შემცველობის მომატებას თავის ტვინში (ტაკრინი, არისეპტი), მაგრამ დღესდღეობით განკურნება შეუძლებელია. ძირითადად ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ავადმყოფებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო პერსონალი ეხმარება სნეულებასთან შეგუებაში. აგზნების, ბოდვის და სხვა ქცევითი დარღვევების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. სასურველია, რომ ავადმყოფმა ცხოვრების აქტიურ წესს მისდიოს.

 

ალცჰაიმერის დაავადების მიზეზი უცნობია. დღესდღეობით ტარდება მრავალრიცხოვანი კვლევები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ გაირკვეს ვირუსული ინფექციის, მემკვიდრეობითი განწყობის, პათოლოგიური იმუნური რეაქციების, გარემო ფაქტორებისა და ტოქსიური ნივთიერებების როლი დაავადების განვითარებაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4