სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სიცივეზე ალერგია ვლინდება დაბალი ტემპერატურის მოქმედების საპასუხოდ გამონაყარის სახით რამდენიმე წუთში კანის ღია ზედაპირზე: სახეზე, ხელებზე, ზოგჯერ ტუჩებზე ცივი წყლის დალევის შემდეგ.

 

გამონაყარი საკმაოდ ფართოა, მოვარდისფრო ან მოთეთრო ფერის, ახლავს აუტანელი ქავილი, როგორც ურტიკარიისას, უმეტესად რამდენიმე საათს გრძელდება და შემდეგ უკვალოდ ქრება. სიცივეზე ასეთი რეაქცია შესაძლოა განმეორდეს.

 

არსებობს მოცემული დაავადების სხვა ფორმებიც, რომელიც სხვა დაავადების დროს გვხვდება – ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევისას, წითელი მგლურას დროს და მიმდინარეობს გაცილებით რთულად. ზოგჯერ გვხვდება იშვიათი ფორმა – მემკვიდრული, რომელიც გადაეცემა მემკვიდრეობით, თან ახლავს წვის შეგრძნება და არა ქავილი, ვლინდება უმეტესად ქარიან ამინდში და არა სიცივისას. სიცივეზე ალერგიის ყველაზე უზიანო ფორმაც კი რეალურად არც თუ ისე უზიანოა. პირველ რიგში, ის იწვევს ძლიერ ქავილს. დისკომფორტის, უსიამოვნო შეგრძნებას ადამიანი გამოჰყავს წყობიდან რამდენიმე საათი. მეორე რიგში, უარესდება თვითგანწყობა: ჩნდება თავის ტკივილი, ქვეითდება არტერიალური წნევა. მესამე- ორგანიზმის საერთო გადაციებისას შესაძლოა გაჩნდეს უფრო მძიმე გამოვლინება- ე.წ. კვინკეს შეშუპება. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც ექიმის, ასევე პაციენტისთვის დროულად განისაზღვროს ალერგიული რეაქციის ხასიათი. ამასთან სპეციალური აპარატურის გამოყენებით ჩატარებული რთულ გამოკვლევებთან ერთად არსებობს გამოკვლევის საკმაოდ მარტივი მეთოდები. სიცივისმიერი ურტიკარიის დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ყინულის ჩვეულებრივი ნატეხი. ის შეახეთ სხეულის კანს, მაგალითად მაჯას და შეაყოვნეთ 20 წთ. შემდეგ აიღეთ და დააკვირდით არის თუ არა გამონაყარი, გამოვლინდა თუ არა ქავილი. ამ სიმპტომების არსებობისას შესაძლებელია დაასკვნათ, რომ მიდრეკილნი ხართ სიცივეზე ალერგიისადმი, თუ არა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზემოთ ხსენებული ტესტი გამოიყენება მხოლოდ სიცივისმიერი ალერგიის მსუბუქი ფორმის დროს, რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა დაავადებებთან. ტემპერატურის დაქვეითებაზე ორგანიზმის საერთო გადაციებით გამოწვეული ალერგიის შედარებით რთული ფორმისას ე.წ. გენერალიზირებული რეაქციის დასადასტურებლად გამოიყენება სხვა ტესტი. ავადმყოფი უნდა მოათავსოთ ოთახში 40 0ჩ ტემპერატურაზე 20-30 წთ-ს განმავლობაში. დაავადების არსებობისას აუცილებალად გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, შეშუპება. სიცივეზე ალერგია, რომელიც დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, შესაძლოა განისაზღვროს მხოლოდ კლინიკის პირობებში.

 

სიცივისმიერი ალერგია უმეტესად აღინიშნება ახალგაზრდებში, უფრო ქალბატონებში. ახალგაზრდა გოგონებს უპირატესად ეწყებათ გადატანილი ინფექციური დაავადების შემდეგ. მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რადგან შეუძლებელია ალერგენის – სიცივე სრულად აცილება. არ არის სწორი ჩავთვალოთ, რომ შესაძლებელია დროთა განმავლობაში მიჩვევა. ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს და მიმდინარეობდეს უფრო რთულად.

 

რა უნდა ვიმოქმედოთ სიცივისმიერი ალერგიის პირველი ნიშნების გაჩენისას?

შესაძლებელია ნებისმიერი ანტიჰისტამინური პრეპარატის დაუყონებლივ მიღება- ტავეგილი, სუპრასტინი. კლარიტინი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ასაცილებლად სეზონურად, ზამთრის სუსხიან ამინდში აიცილეთ ორგანიზმზე სიცივის მოქმედება. თბილი შარფი, კაპიუშონი ქარისგან დამცველი და სითბოს შემანარჩუნებელი, გრძელი თბილი ხელთათმანი უნდა გახდეს თქვენი სამოსის ნაწილი. ქუჩაში გასვლის წინ სახეზე, ხელებზე შეიზილეთ ცხიმიანი კრემი – ის ნაწილობრივ დაიცავს კანს სიცივის ზემოქმედებისგან. ცხიმოვანი კრემი უკუნაჩვენებია დაავადებულ ქალთა სახეზე წასასმელად, რადგან ახშობს ფორებს. ტუჩის ჰიგიენური პომადის გამოყენება ყველასთვის დასაშვებია.

 

ამასთან არასწორია ჩავთვალოთ, რომ რამდენიმე აბის მიღებით შესაძლოა ავიცილოთ დაავადება. თუ სიცივეზე ალერგიული რეაქცია მუდმივად ვითარდება, აუცილებელია გაირკვეს არის თუ არა ის დაკავშირებული სხვა რომელიმე დაავადებასთან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

 

მასალა მოამზადა რუსუდან ქარსელაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player