სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვიტამინები

B6 ვიტამინი

(პირიდოქსინი)

აღწერა

В6 ვიტამინი კარგად იხსნება წყალსა და სპირტში. სწრაფად იშლება სინათლის ზემოქმედებით, მდგრადია ჟანგბადისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ.

წყაროები

მცენარეული

ხორბალი,  მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურას და ხორბლის ბურღული, ბრინჯი, პარკოსნები, სტაფილო, ავოკადო, ბანანი, კაკალი, ბადაგი, კომბოსტო, სიმინდი, კარტოფილი, სოია. ბალახიდან: მრავალძარღვა, იონჯა.

ცხოველური

ხორცი, თევზი, ხამანწკა, რძე, ვირთევზასა და მსხვილი რქოსანი საქონლის  ღვიძლი, თირკმელები, გული, კვერცხის გული.

სინთეზი ორგანიზმში

ხდება ნაწლავის მიკროფლორით

 

ხორბალი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურას და ხორბლის ბურღული, ბრინჯი, პარკოსნები, სტაფილო, ავოკადო, ბანანი, კაკალი, ბადაგი, კომბოსტო, სიმინდი, კარტოფილი, სოია. ბალახიდან: მრავალძარღვა, იონჯა.

მოქმედება

В6 ვიტამინი მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აქტიურად მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს მიოკარდის კუმშვას, ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმაში გადანაცვლებას.


ათეროსკლეროზის დროს В6 ვიტამინი აუმჯობესებს ცხიმოვან ცვლას.


ანტიდეპრესანტები, კონტრაცეპტივები, სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, ალკოჰოლი და ნიკოტინი ზრდის В6 ვიტამინზე მოთხოვნას.


ასევე, В6 ვიტამინის მიღება დიდი დოზებით აუცილებელია შიდსითა და ჰეპატიტით დაავადებულთათვის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4