სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

(ტიამინი)

 

წყაროები


მცენარეული

მსხვილად ნაფქვავი პური და პურპროდუქტები,ბურღულეული (გადაუმუშავებელი ბრინჯი, შვრია), ხორბლის ღივი, ბრინჯის ქატო, ბოსტნეული (სატაცური, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო), პარკოსნები (ბარდა), კაკალი, ფორთოხალი, ქიშმიში, ქლიავი, შავი ქლიავი, ასკილი; კენკრა (ტყის მარწყვი, შავი მოცხარი, ქაცვი); ლუდის საფუარი, წყალმცენარეები (ლამინარია), ბალახეული (იონჯა, ოხრახუში, სალბი, სამყურა, ოროვანდი, კამის თესლი, გვირილა, სვია, ჭინჭარი)

ცხოველური

ხორცი (ღორის, საქონლის), ღვიძლი, ფრინველი, კვერცხის გული, თევზი.

სინთეზი ორგანიზმში

ხორციელდება სწორი ნაწლავის მიკროფლორით

ტიამინი ყველაზე უხვად მოიპოვება ბარდაში, შვრიისა და წიწიბურას ბურღულში, კაკალსა და ცხიმიან ღორის ხორცში.



ორგანიზმში ტიამინის ნაკლებობა იწვევს უძილობას, სწრაფად დაღლას, თავის ტკივილს, დეპრესიას, კონცეტრაციის დაქვეითებას, გულისცემის გახშირებას, ტკივილს გულის არეში, მუცლის ტკივილს, მადის დაქვეითებას, ყაბზობას.



ტიამინი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ხელს უწყობს სისხლის აღდგენის პროცესებს.

 



ტიამინი ააქტიურებს ტვინის შემეცნებით ფუნქციებს. დადებითად მოქმედებს ენერგიის მატებაზე, სწავლის უნარზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, კუნთების ტონუსზე.

ტიამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, იგი ორგანიზმს იცავს ალკოჰოლისა და ნიკოტინის მავნე გავლენისაგან და დაბერებისაგან.



მეტი ტიამინია საჭირო მათთვის, ვისი რაციონიც, მეტწილად, დამუშავებული, რაფინირებული საკვებისაგან შედგება და ჩაისა და ალკოჰოლს ზომაზე მეტად მოიხმარს.



B1 ვიტამინზე მოთხოვნა იზრდება ავადმყოფობის დროს და გამოჯანმრთელების პერიოდში, სტრესულ სიტუაციებში, ფიზიკური დატვირთვის, ორსულობისა და ძუძუთი კვებისას, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას.



გარდა ამისა, ტიამინზე მოთხოვნა ასაკთან ერთად იზრდება: ხანში შესულ ადამიანებს დაქვეითებული აქვთ ტიამინის შეთვისების უნარი და მეტაბოლიზმი, ამიტომ მათ B1 ვიტამინის დოზა გაცილებით მეტი რაოდენობით სჭირდებათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player