სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)

 


აღწერა


ვიტამინი C წყალში ხსნადი ვიტამინია. იგი პირველად 1923-1927 წწ. ლიმონის წვენიდან ს.ს. ზილვამ გამოყო.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში, მოქმედებს ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ, აწესრიგებს სტრესის შედაგად გამოწვეულ პრობლემებს, აძლიერებს რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებს, ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას .

 

ვიტამინი C აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას და ორგანიზმიდან გამოჰყავსტოქსიკური სპილენძი, ტყვია და ვერცხლისწყალი.

 

მნიშვნელოვანია, რომ C ვიტამინის ადექვატური რაოდენობა ორგანიზმში ბევრად უფრო ზრდის В1, В2, A, E ვიტამინების, პანტოტენისა და ფოლიუმის მჟავეების მდგრადობას.
ჰორმონები, რომელთაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოჰყოფს, შეიცავენ უფრო მეტ ასკორბინს, ვიდრე სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი. ვიტამინი C ეხმარება ამ ,,სტრესული’’ ჰორმონების გამოყოფას და იცავს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, რომლების წარმოიქმნება მათი მეტაბოლიზმის (გარდაქმნის) პროცესში.


ჩვენ ორგანიზმს არ შეუძლია ვიტამინი C მოიმარაგოს,ამიტომ, აუცილებელია მისი მუდმივად დამატება. იმდენად, რამდენადაც იგი წყალში ხსნადი ვიტამინია და ტემპერატურის მოქმედებას განიცდის, თერმული დამუშავებით საკვების დამზადების შედეგად იშლება.

 

 

წყაროები

ასკორბინის მჟავას დიდი ნაწილი მცენარეულ პროდუქტებშია (ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ნესვი, ბროკილის, ბრიუსელისა და თავხვია კომბოსტო, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ხურმა, ქაცვი, ასკილი, კარტოფილი ,,მუნდირში’’ ). ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში (ღვიძლი, თირკმელა) უმნიშვნელო რაოდენობით არის.
C ვიტამინით მდიდარი ბალახია: იონჯა, ოროვანდი, კორდისკბილა, დიდი კამა, სვია, შვიტა, პიტნა, ჭინჭარი, ქერი, წითელი წიწაკა, ოხრახუში, ნაძვის წიწვები, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ჟოლოს ფოთოლი, ასკილის ნაყოფი, იის ფურცელი, მჟაუნა.

C ვიტამინის რაოდენობა საკვებ პროდუქტებში (мг 100გ-ზე)

საკვები პროდუქტის
დასახელება
ასკორბინის მჟავის რაოდენობა   საკვები პროდუქტის
დასახელება
ასკორბინის მჟავის რაოდენობა
         
ბოსტნეული     ხილი და კენკროვანი  
         
ბადრიჯანი 5   გარგარი 10
კონსერვირებული მწვანე ბარდა 10   ფორთოხალი 50
მწვანე ბარდა 25   საზამთრო 7
ყაბახი 10   ბანანი 10
კომბოსტო 40   წითელი მოცვი 15
კომბოსტოს მწნილი 20   ყურძენი 4
ყვავილოვანი კომბოსტო 75   ალუბალი 15
ყვავილოვანი კომბოსტო 10   ბროწეული 5
ახლადაღებული კარტოფილი 25   მსახალი 8
მწვანე ხახვი 27   ნესვი 20
სტაფილო 8   ლიმონი 50
კიტრი 15   ჟოლო 25
ტკბილი მწვანე წიწაკა 125   მანდარინი 30
წითელი წიწაკა 250   ატამი 10
ბოლოკი 20   ქლიავი 8
სალათი 15   მოცხარი წითელი 40
პომიდორი 35   მოცხარი შავი 250
პირშუშხა 110-200   ასკილი გამხმარი 1500მდე
ისპანახი 30   ვაშლი ,,ანტონოვკა’’ 30
მჟაუნა 60   ჩრდილოეთის ჯიშის ვაშლი 20

თერმული და ბიოქიმიური დამუშვება, შენახვა C ვიტამინის მეტ რაოდენობა იშლება.

 

კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ვიტამინი იწვება ორგანიზმში სტრესის, მოწევისა და უჯრედების სხვა დაზიანებების (სმოგი, კვალმლი) დროს. C ვიტამინის ათვისებას, გრეთვე, ხელს უშლის ისეთი პრეპარატები, როგორიც ასპირინი და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებია.

 

ჰოპოვიტამინოზის პროფილაქტიკის პრეპარატების გარდა გამოიყენებენ ასკილს. მისი ნაყოფი შედარებით დიდ რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას (არანაკლებ 0,2% ისა) და ფართოდ გამოიყენება C ვიტამინის წყაროდ.

 

ასკილი C ვიტამინის გარდა შეიცავს К, Р ვიტამინებს, შაქარს, ორგანულ (მათ შორის სათრიმლავ და სხვ.) ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც ნაყენი, ექსტრატი, ვაჟინი, აბი, კანფეტი და დრაჟე.
ნაყენი მზადდება: 10 გ. (ერთი ს/კოვზი) ნაყოფს ათავსებენ ემალირებულ ქვაბში, ასხამენ 1 ჩ/ჭ ცხელ, ადუღებულ წყალს, აფარებენ სახურავს და წყლის ორთქლზე აჩერებენ 15 წთ. შემდეგ აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ. განმავლობაში და წურავენ. ნაყენს ამატებენ ადუღებულ წყალს ჭიქის შესავსებად.


მიღების წესი: ½ ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებს აძლევენ 1/3 ჭიქას. გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება შაქრის, ან თაფლის, ან ხილის ვაჟინის დამატება.

დღეღამის დოზა

C ვიტამინზე მოთხოვნა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, შრომის ხასიათზე, ფეხმძიმობაზე, ძუძუთი კვებაზე, კლიმატზე და მავნე ჩვევებზე.
ადავდმყოფობა, სტრესი, ციება და ტოქსიური ზემოქმედება (სიგარეტის კვამლი) ზრდის C ვიტამინის მოხმარებას.


სიცხე და სიცივე C ვიტამინის მოხმარებას 30-50-ჯერ ზრდის. ახალგაზრდა ორგანიზმი უკეთ ითვისებს C ვიტამინს, ხოლო ხანში შესული - ნაკლება., ამიტომ, ხნიერებმა და მოხუცებულებმა მეტი რაოდენობით უნდა მიიღონ C ვიტამინი.


დამტკიცებულია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (ორალური კონტრაცეპტივები) აქვეითებენ ვიტამინის დონეს და ამიტომ, საჭიროა სადღეღამისო დოზის გაზრდა.


ვიტამინის სადღეღამისო დოზა გაყავით პატარა ნაწილებად. ორგანიზმი როგორც კი მიიღებს ვიტამინს, სწრაფად ხარჯავს მას.
დოზა გაზარდეთ და დააკელით თანდათან. შოკში ნუ ჩააგდებთ ორგანიზმს უეცარი, გადიდებული დოზით!

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player