სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ცნობილი ადამიანების დიეტები

ბიონსეს დიეტა

მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე, პოპულარული R&B მომღერალი ბიონსე არ გამოირჩევა ბუნებრივად დახვეწილი ფორმებით, რის გამოც მას, პერიოდულად, სხვადასვა დიეტისათვის მიმართვა უწევს. ბიონსეს მნიშვნელოვნად მიაჩნია «The Master Cleanser»-ის დიეტა, რომელმაც, თავის დროზე, მომღერალს საშუალება მისცა American Music Awords ცერემონიალისათვის ფორმაში ყოფილიყო.

 

 

 

მოცემული დიეტის საშუალებით შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში, წონის სწრაფი კლება, მაგრამ ამ ეფექტის მიღწევა, ძირითადად, გაუწყლოების ხარჯზე ხდება. სამწუხაროდ, დაკარგული კილოგრამების უმეტესობა მალევე უკან ბრუნდება. ამ დიეტის ხარჯზე ხდება ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინებისაგან.

 

დიეტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 დღეა. ამ პერიოდში სრულიად წყდება საკვების მიღება და მხოლოდ სპეციალური „ელექსირი“ ისმევა:


- დისტილირებული წყალი (6 ჭიქა);
- ნახევარი ლიმონიდან გამოწურული წვენი;
- ნეკერჩხლის სიროფი შაქრის დამატების გარეშე (2 სფურის კოვზი);
- დაფქვილი წითელი წიწაკა (ერთი მწიკვი).

 

დილას და საღამოს შესაძლებელია „რაციონის“ გამდიდრება კუჭში გამხსნელი ჩაით.

 

დიეტის დასრულებისას, რამდენიმე დღე, შეიძლება მხოლოდ ახლადგამოწურული გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენის დალევა. ამის შემდეგ, შესაძლებელია, მყარი საკვების მიღება, ოღონდ მცირე პორციებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვიტამინების კომპლექსს, რომელშიც შედის A, B და K ვიტამინები.

 

მოცემული სტატია ატარებს მხოლოდ გაცნობით ხასიათს. იმისათვის, რომ წონის კორექციამ არ მიაყენოს ზიანი თქვენს ჯანმრთელობას, საჭიროა მიმართოთ სპეციალისტებს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4