სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თერაპია

ოსტეოპათიური ცენტრი

ოსტეოპათია არის მედიცინის დარგი, რომელიც ორგანიზმს განიხილავს როგორც ერთიან სისტემას.

სწორედ ამიტომ არის, რომ ექიმი ოსტეოპატი კურნავს არა ცალკეულ დაავადებებსა და სიმპტომებს, არამედ კონკრეტულად ადამიანს.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ლ.მიქელაძის 3 (ყოფილი თ.აბულაძის 34), ვაკე, თბილისი, საქართველო

ტელ.: (995 32) 2904 605; (995 555) 109 606
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ-გვერდი: www.osteo.ge
სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა 9:00 – 21:00

ზოგადი ინფორმაცია:

ოსტეოპათიური ცენტრი – ეს არის პირველი ცენტრი საქართველოში, სადაც სპეციალისტები მუშაობენ არა პაციენტის ცალკეულ პრობლემებსა და დაავადებებზე, არამედ ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ერთიან სისტემაზე.
თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უნივერსალური პროგრამა ყველა პაციენტისთვის. თავდაპირველად ტარდება დიაგნოსტიკა, შემდეგ ხდება კონკრეტული ადამიანისთვის კომპლექსური სამკურნალო გეგმის შემუშავება. პაციენტის ორგანიზმი განიხილება როგორც ერთიანი სისტემა და ჩვენ ვატარებთ ამა თუ იმ დაავადებების არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ვიკვლევთ მის გამომწვევ მიზეზებს. ჩვენ არ ვმკურნალობთ ცალკეულ სიმპტომებს, მაგალითად, თავის ტკივილს, ან ტკივილს წელის არეში, ჩვენ ვკურნავთ ადამიანს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროცედურები არ იწვევს ტკივილს, ამიტომაც შესაძლებელია მათი ბავშვებზე გამოყენებაც, მათ შორის ახალშობილებშიც. მკურნალობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება მისი უსაფრთხოებაა, რადგანაც ჩვენი სპეციალისტების მთავარი ინსტრუმენტი არის მათი მარჯვე ხელები და ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ბიომექანიკის სიღრმისეული ცოდნა.


ჩვენს ცენტრში მუშაობენ:
• ოსტეოპათი
• მასაჟისტი
• სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი
• ჰომეოპათი
• რეფლექსოთერაპევტი
• ფსიქოლოგი

 

ექიმები:

ელიზავეტა ბორისენკოვა - ოსტეოპათი

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი მეან-გინეკოლოგის სპეციალობით. სწავლობდა ოსტეოპათიას სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ი.ი.მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლური სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების ოსტეოპათიის ინსტიტუტი.
საკონტაქტო ენები: რუსული, ინგლისური.

 

მარი ჩოკაშვილი - ოსტეოპათი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიის ფაკულტეტი. გაიარა ორდინატურა ნევროლოგიაში სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში. ოსტეოპათიური განათლება მიიღო სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო აკადემიის ოსტეოპათიის ინსტიტუტში. არის ევროპის ოსტეოპათიის დოქტორი.
საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

 

ნელი გიორგაშვილი - მასაჟისტი და სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი

დაამთავრა მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "იმედი". მუშაობს როგორც მოზრდილებთან ისე ბავშვებთან.კარგად ფლობს შემდეგი სახეობის მასაჟების ტექნიკას – კლასიკური, სამკურნალო, ანტიცელულიტური, რელაქსაციური, თაფლის, საბავშვო.
საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული.

 

ირინა ქათამაძე - მასაჟისტი და სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი

მასაჟისტი და სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი
დაამთავრა ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟის სპეციალობით. გაიარა ტრენინგები ბრიტანულ Spa Elemis-ში, იტალიურ Spa-ში, LPG-ში. კარგად ფლობს ისეთი მასაჟის ტექნიკებს როგორებიცაა კლასიკური, სამკურნალო, ანტიცელულიტური, სარელაქსაციო, საბავშვო.
საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

 

ხათუნა ურუშაძე - რეფლექსოთერაპევტი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. გაიარა სწავლება ჩინეთში, ტრადიციული ჩინური მედიცინის სპეციალობით. არის საქართველოს რეფლექსოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.
საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

 

ეკატერინე მაჭარაძე - ფსიქოთერაპევტი

2005 წ. დაამთავრა დ.უზნაძის სახელობის კლინიკური, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო. სპეციალობა – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი.
გადის სწავლებას კავკასიის გეშტალტ თერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში, გეშტალტ თერაპევტის სპეციალობით.
საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი.
ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს პირად ურთიერთობებსა და ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის. კონსულტაციებს უტარებს დაოჯახებულ წყვილებს.
საკონტაქტო ენები: რუსული, ქართული, ინგლისური.

 

დინა ახმიატოვა - ფსიქოთერაპევტი

დაამთავრა ფსიქოლოგიის უმაღლესი სკოლა (უკრაინა, კიევი) საოჯახო განხრით. მიიღო NLP პრაქტიკოსის სპეციალობა ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების უკრაინულ ცენტრში. გადის გეშტალტ თერაპიის სწავლებას გეშტალტ თერაპიის კავკასიურ ინსტიტუში, გეშტალტ თერაპევტის სპეციალობით.
ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს პირად ურთიერთობებსა და სოციალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის. კონსულტაციებს უტარებს დაოჯახებულ წყვილებს.
საკონტაქტო ენები: რუსული, ინგლისური.

 

თამთა ჭანტურია - ჰომეოპათი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ჰომეოპათიის საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. ჰომეოპათიისა და ფიტოთერაპიის შესახებ სტატიების ავროტი.
საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

 

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4