სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ზოგადი ქირურგია

ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკა

ამბულატორიული სერვისი, დიაგნოსტიკური მომსახურება, - გადაუდებელი დახმარების სამსხახური ( ემერჯენსი ), ქირურგიული დეპარტამენტი, თერაპიული დეპარტამენტი

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დ. უზნაძის ქ 103
ტელ: 2 95 80 14

ზოგადი ინფორმაცია


კლინიკის ისტორია 1880 წლიდან იწყება. სამხედრო უწყებამ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცა შენობა, სადაც ფუნქციონირება დაიწყო ალექსანდრეს საავადმყოფომ. თავდაპირველად საავადმყოფო 30 საწოლზე იყო გაშლილი, შემდგომ საწოლების რიცხვი 55-მდე გაიზარდა მათ შორის 25 საწოლი იყო უფასო - მუნიციპალური. 1912 წელს საავადმყოფო კვლავ გაფართოვდა და საწოლების რიცხვი 120-მდე გაიზარდა.


- 1919 წელს ეწოდა ქალაქის #2 საავადმყოფო.
- 1934 წლიდან, რეკონსტრუქციის შემდეგ, მან ფუნქციონირება განაგრძო, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების #2 კლინიკურმა საავადმყოფომ.
- 1988 წლიდან საავადმყოფო საკუთრებაში გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცნო ინსტიტუტს.
- 1992 წლის დეკემბერში კლინიკა დაფუძნდა, როგორც თსსუ სტრუქტულური ერთეული და ეწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ალ. ალადაშვილის სახელობის #1 კლინიკა.
- 2009 წლიდან ეწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

 

1941 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრა განთავსდა თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების #2 სავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ბაზაზე და მას ხელმძგვანელობდა პროფესორი ეფრემ ზაქარია (1940-1947); შემდგომ - პროფესორი დავით იოსელიანი (1947-1967), პროფესორი მიხეილ ცაცავა (1967-1979), პროფესორი გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილი (1979- 1981), პროფესორი გივი გონჯინაშვილი (1981-1999); 1999 წლიდან ღემდე ჯერ ზოგადი ქირურგიის კათედრის და 2009 წლიდან ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი არის პროფესორი თამაზ ჩხიკვაძე.
1921 წლის 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით ალექსანდრეს საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.
- 1922 წელს პროფესორ ალ. ალადაშვილის ინიციატივით საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირებდა ფსიქიატრიული ამბულატორია, რამაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ტუბდისპანსერისა და ფსიქიატრიის ინსტიტუტის შექმნას.
- 1927 წელს კლინიკის ბალნეოლოგიური განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა კურორტოლოგიისა და ფიზიო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
- ამავე წელს პროფესორ ალ. ალადაშვილის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა ინტიტუტს.
ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა 2015 წლის 17 ნოემბერს.

მომსახურება:

 

ამბულატორიული სერვისი


- კარდიოლოგი
- თერაპევტი
- დერმატო-კოსმეტოლოგი
- დერმატო-ვენეროლოგი
- ალერგოლოგი
- ონკოლოგი
- ნევროლოგი
- გინეკოლოგი
- ოფთალმოლოგი
- ენდოკრინოლოგი

დიაგნოსტიკური მომსახურება:


- მუცლის ღრუსა და გულის ულტრასონოგრაფიული კვლევები
- რენტგენოლოგიური კვლევა ( გრაფია, სკოპია )
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- ენდოსკოპიური კვლევები ( ბრონქოსკოპია, გასტროსკოპია, დუოდენოსკოპია და კოლონოსკოპია )
- გულის დატვირთვის ტესტი ( ტრედმილი )
- წნევის 24 საათიანი მონიტორინგი ( ჰოლტერი )
- ელექტროკარდიოგრაფია
- ლაბორატორიული კვლევები

- გადაუდებელი დახმარების სამსხახური ( ემერჯენსი )
- რეანიმაცია
- ინვაზიური კარდიოლოგია
- ქიმიოთერაპია

სტაციონარის მიმართულებები:


ქირურგიული დეპარტამენტი


- ყბა-სახის ქირურგია
- ნეიროქირურგია
- კარდიოქირურგია
- ტრავმატოლოგია
- ზოგადი ქირურგია
- ოფთალმოლოგია
- გინეკოლოგია
- პროქტოლოგია
- კარდიო-ქირურგია
- ონკო-ქირურგია

თერაპიული დეპარტამენტი


- ზოგადი თერაპია
- კარდიოთერაპია
- ნევროლოგია

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4