სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგიური კლინიკა "ჰეფი სმაილი"

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: 0194 თბილისი, მიხეილ ბურძგლას ქ. #65.
ტელ.: (032) 237 55 25
მობ.: 579 51 60 90; 595 37 55 37
ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/happysmiletbilisi
ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ზოგადი ინფორმაცია

კლინიკა ”ჰეფი სმაილი” კომფორტულ, თბილ და გულისხმიერ გარემოში ბავშვებსა და მოზარდებს სთავაზობს მაღალხარისხიან, კვალიფიციურ, ასაკის შესაბამის თერაპიულ, ქირურგიულ ორთოდონტიულ მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით, უახლესი ტექნიკით, ბოლო თაობის არატოქსიკური მასალებით, სტერილობის დაცვის გარანტიით.

მშობლებო! მოსაზრება, რომ სარძევე კბილები დროებითია და მათ მკურნალობა არ სჭირდებათ, მცდარია. პედიატრ-სტომატოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ მკურნალობის გარეშე დატოვებული სარძვე კბილები ქმნიან მრავალ სერიოზულ და უსიამონვო პრობლემას მოზრდილ ასაკში, რადგან:

დროებითი კბილების ქვეშმდებარე მუდმივი კბილების ფოლიკულები (ჩანასახები) ადვილად ზიანდება კარიესული სარძევე კბილების ფესვებიდან გავრცელებული ინფექციით.

ხშირია მკურნალობის გარეშე დარჩენილი სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქციები (ამოღება), რასაც შედეგად მოსდევს მუდმივი კბილების დგომის ანომალიები, თანკბილვის დარღვევა, ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობა.

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია კარიესის პროფილაქტიკისა და მკურნალობის კომპლექსური პროგრამა. რემინერალიზაციია მეთოდი, საღეჭი კბილების ფისურების ჰერმეტიზაცია (ჩაბეჭდვა), ღრმა ფტორირება, ელექტრო ფორეზის აპარატი და სხვა სამკურნალო ტექნიკური საშუალებები მაქსიმალურად ამცირებს კარიესის წარმოქმნის რისკს და საშუალებას გაძლევს ავაცილოთ მკურნალობასთან დაკავშირებული უსიამოვნო პროცედურები (ანესთზია, ბორმანქანა, დაბჟენა...)

სასურველია ადრეული ასაკიდან (2 წლიდან) მიაჩვიოთ შვილები ჩვენს პედიატრ-სტომატოლოგებთან ურთიერთობას, სადაც თბილ, კომფორტულ გარემოში მათ შეასწავლიან კბილების გაწმენდის წესებს, შეურჩევენ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს.

კლინიკა ”ჰეფი სმაილი” ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს სთავაზობს კონსულტაციებსა და თერაპიულ მკურნალობას უსაფრთხო, მაღალხარისხიანი მასალებით.

ZOOM – 3 თბილისშია! მხოლოდ ჩვენთან - კბილების გათეთრებას უნიკალური ამერიკული ZOOM – 3 აპარატით და Discus Dental - ის ორიგინალური მასალებით. 14 წლიდან ზემოთ! ორფუნქციური მექანიზმი: გათეთრება + გაჯანსაღება (მინერალიზაცია). ეფექტი 10-12 ბალი. გარანტირებული შედეგი 2-დან 10-წლამდე.

მხოლოდ ჩვენთნ! გთავაზობთ ორთოდონტიულ მკურნალობას ბრეკეტ სისტემით , 3m უნიტეკ, ექსკლუზიურად ამერიკიდან, თანამშრომლობას გვიწევს ნიუიორკში მოღვაწე ორთოდონტი გიორგი ბერიძე.

გთავაზობთ აგრეთვე მკურნალობას მოსახსნელი აპარატებით.

ექიმები

- ირინა გაჩეჩილაძე
- მაია ფხალაძე
- მაკა ჭეჟია
- ნინო ტაბაღუა
- რუსუდან სულამანიძე
- სოფო ორაგველიძე

ფოტო გალერეა

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player