სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რევმატოლოგია[col=220]

ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ჩვენს ცნობიერებასა და რეალობაში შემოდის როგორც მრავალპროფილიანი საავადმყოფო. იგი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი თბილისი,ჭავჭავაძის გამზ. 33

ტელ: (995 32) 221 43 44,(995 32) 221 44 00

ელ-ფოსტა This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ვებ-გვერდი www.tbilisihospital.ge

კლინიკის შესახებ

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ჩვენს ცნობიერებასა და რეალობაში შემოდის როგორც მრავალპროფილიანი საავადმყოფო. იგი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით.

 

ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებმა მიიღონ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისი და მკურნალობა როგორც ამბულატორიულ ასევე სტანციონარულ პირობებში.

 

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა არაერთი ათეული წელია არსებობს. მისი მშენებლობა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დასრულებული სახით ის 1975 წელს გაიხსნა როგორც ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა საავადმყოფო. ამავე დროს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მანამდე ამ ტერიტორიაზე არსებულ კლინიკას, რომელიც ქალაქის მეცხრე საავადმყოფოს სახელით იყო ცნობილი, კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. 40-იანი წლებიდან დაწყებული იგი სამკურნალო დაწესებულების პარალელურად წარმოადგენდა სასწავლო პროცესის კლინიკურ ბაზას (ექიმთა დახელოვნების კლინიკური საავადმყოფო).

 

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავაც განაგრძობს ტრადიციებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში. აქ რეგულარულად ტარდება სასწავლო-პრაქტიკული კურსები როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტების მოსამზადებლად. ამავე დროს ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რაც ნებისმიერ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა.

 

რატომ უნდა აირჩიოს პაციენტმა ხეჩინაშვილის კლინიკა?

პირველ რიგში პაციენტი მიიღებს მომსახურების სრულ სპექტრს – მას არ დასჭირდება სხვა კლინიკაში წასვლა; მეორეც ნამდვილად გაუმართლებს – მაღალპროფესიონალ ექიმებთან მოხვდება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული პაციენტი კმაყოფილი და ბედნიერი დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ცხოვრებასა და საქმიანობას.

ამბულატორიული მომსახურება

- ოტორინოლარინგოლოგი;
- ნევროლოგი;
- ჰემატოლოგი;
- გინეკოლოგი;
- ქირურგი;
- უროლოგი;
- ნეიროქირურგი;
- ყბა-სახის ქირურგი;
- სტომატოლოგი;
- ენდოკრინოლოგი;
- დერმატოლოგი;
- კოსმეტოლოგი;
- თერაპევტი;
- კარდიოლოგი;
- ოფთალმოლოგი;
- პედიატრი;
- რევმატოლოგი;
- მამოლოგი

სტაციონალური მომსახურება

- ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი;
- ნევროლოგიის დეპარტამენტი;
- ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი;
- ნეიროქირურგიის დეპარტამენტი;
- ყბა-სახისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი;
- ქირურგიული გინეკოლოგიის დეპარტამენტი;
- ჰემატოლოგიის, ქიმიოთერაპიისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტი;
 -ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი;
- ძუძუსა და ენდოკრინული ქირურგიის ცენტრი;
- პლასტიკური ქირურგიის ცენტრი;
- დამწვრობის ცენტრი.

გალერეა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4