სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რეპროდუქტოლოგია

რამაზ ჩარექიშვილის კლინიკა

რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიურ-ქირურგიული კლინიკა

 

 

 

ზოგადი ინფორმაცია

რ.ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკა დაარსდა 2007 წლის მაისის თვეში. ცენტრს სათავეში ჩაუდგა ენდოსკოპიური ქირურგიის პიონერი საქრთველოში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატ. რ. ჩარექიშვილი. მან შექმნა არაჩვეულებრივი გუნდი საქართველოში მოქმედი გამოცდილი რეპროდუქტოლოგების, ქირურგების, რადიოლოგების, ენდოკრინოლოგის, მამოლოგის, კარდიოლოგის, ექიმ-ლაბორანტების და სპეციალურად მომზადებული მცირე მედ პერსონალისგან შემდგარი. კლინიკაში ფუნქციონირებს პოლიკლინიკური და სტაციონარული განყოფილება. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც იძლევა საშუალებას გამოცდილი ექიმების წყალობით პაციენტებს ჩაუტარდეთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. ცენტრს ბოლო სამი წლის მანძილზე აქვს მიღწევები ენდოსკოპიურ ქირურგიაში, რომელიც უტოლდება ევროსტანდარტებს. კლინიკაში წარმატებით ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები, ნებისმიერი ზომის მრავალკვანძოვანი მიომების, ექტოპიური ორსულობის, სხვადახვა ეტიოლოგიის კისტების არსებობოს შემთხვევაში. ბატ.რამაზ ჩარქიშვილი გახლავთ საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ასოციაციის მეშვეობით ყოველწლიურად ტარდება საქართველოში ქართველ ენდოსკოპისტთა ყრილობა, საქართველოში ენდოსკოპიური ქირურგიის ევოლუციის, ახალი მეთოდების და სტატისტიკის შესახებ.

 

2008 წლიდან რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის ბაზაზე დაფუძნდა „უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი”. ამ ფონდის მეშვეობით ყოველწლიურად ცხადდება ცენტრის მიერ თებერვალ - მარტში საქველმოქმედო აქცია უშვილო წყვილთა სამედიცინო მომსახურებაზე. ამ აქციის მეშვეობით უამრავი უშვილო წყვილისთვის არის ცნობილი მათი უშვილობის მთავარ მიზეზი. და ხდება მათი დაკვალიანება შემდგომი ეტაპისათვის.

 

საქველმოქმედო ფონდის დაარსებისთანავე ცენტრმა დადო ხელშეკრულება საქართველოს საპტრიარქოსთან და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით კლინიკაში ყველა სასულიერო პირს და მათი ოჯახის წევრებს ყველანაირი სამედიცინო მომსახურეობა უტარდებათ უფასოდ. აგრეთვე ცენტრში ყოველთვიურად ტარდება 1-2 უფასო ლაპაროსკოპიული ოპერაცია უმწეო წყვილებზე ჩვენების მიხედვით.

მომსახურება

- უშვილობის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა.

- ტუბოპერიტონეალური (მილისმიერი) უშვილობის ენდოსკოპიური

-პლასტიკური მკურნალობა. (ადჰეზიოლიზისი, სალპინგოოვარიოლიზისი, სალპინგონეოსტომია, ფიმბრიოპლასტიკა)

- საკვერცხის კეთილთვისებიანი ცისტების ენდოსკოპიური მკურნალობა. მათი ენუკლეაცია ორგანოს ჯანსაღი ქსოვილის შენარჩუნებით.

- საკვერცხეების პოლიკისტოზის ლაპაროსკოპიული მკურნალობა

- გენიტალური ენდომეტრიოზის და საკვერცხის ენდომეტრიალური ცისტის ლაპაროსკოპიული მკურნალობა

- საშვილოსნოს გარე ორსულობის მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით, (სალპინგოტომია, კვერცხსავალი მილის რეზექცია და ტუბექტომია)

- საშვილოსნოს კვანძოვანი მიომის ლაპაროსკოპიული მკურნალობა (კონსერვატიული მიომექტომია, საშვილოსნოს ამპუტაცია, საშვილოსნოს ექსტირპაცია)

- საშოს პლასტიკური კორექცია

- ჰისტეროსკოპია და ჰისტერორეზექტოსკოპია.

- ლაპაროსკოპიული აპენდექტომია

- ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია.

- მსხვილი სახსრების ( მუხლის, მხრის, კოჭწვივის) ართროსკოპიები.

- ქალის ქირურგიული სტერილიზაცია კოლპოსკოპია

- Pap– ტესტი

- კრიოდესტრუკცია

- დიათერმოკოაგულაცია

- ლაზეროთერაპია

- სონოჰისტეროსალპინგოგრაფია

- ინსემინაცია

- ორსულთა ფსიქოპროფილაკტიკური კონსულტირება

- საშოს სანაცია

- ვაგინალური ლაზეროთერაპია

- მონოინფექციების მკურნალობის კომპლექსი

- პოლინფექციების მკურნალობის კომპლექსი (ფიზიოთერაპიის კურსით)

- დანამატების ქრონიკული ანთების მკურნალობის კომპლექსი (ფიზიოთერაპიის კურსით)

- საშვილოსნოს მილების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია (მიკროინსტილაციების კურსი)

- კოლპოსკოპია

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

დიღომი, ლუბლიანას ქ. №48, ლუბლიანას ქუჩა, თბილისი;
საკონტაქტო ტელეფონი: +995 599 43 60 00; 599 50 12 90; 557 24 73 47

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4