სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რეპროდუქტოლოგია

ნეო-ესტ

რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი „ნეო-ესტ“2009 წელს დაარსდა ესტონელი ინვესტორების მიერ და GlobalLotusClinics-ის ქსელის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით, რაც თითქმის ყველა რეპროდუქციული სამკურნალო პროცედურის ჩატარების საშუალებას გვაძლევს. 

 

რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი „ნეო-ესტ“ 2009 წელს დაარსდა ესტონელი ინვესტორების მიერ და Global Lotus Clinics-ის ქსელის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით, რაც თითქმის ყველა რეპროდუქციული სამკურნალო პროცედურის ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი გუნდი ჩვენი ფასეული რესურსია. წარმატებული რეპროდუქციული მკურნალობის საწინდარია ექიმ-რეპროდუქტოლოგების, ანდროლოგებისა და ემბრიოლოგების (სპეციალისტები, რომლების ამზადებენ და უზრუნველყოფენ საჭირო პირობებს კვერცხუჯრედების განაყოფიერებისთვის და ხელს უწყობენ ემბრიონების ზრდას, განვითარებას, მომწიფებასა და კონსერვაციას) ნაყოფიერი მუშაობა და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტისადმი.


ჩვენი მეთოდიკა ფოკუსირებულია უშვილობის ინდივიდუალიზირებულ მკურნალობაზე. ჩვენ გვჯერა ჩვენს პაციენტებთან უშუალო და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთქმედებისა და სათანადო დროს ვუთმობთ თითოეულ წყვილს. ჩვენი მთავარი მიზანია პაციენტების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით ხელმისაწვდომ ფასებში.


რეპროდუქციის სკანდინავიურმა ცენტრმა დიდი რაოდენობის პაციენტებს უმკურნალა, ორსულობის მიღების მაჩვენებელი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება და დღესდღეობით საქართველოს წამყვანი დამხმარე რეპროდუქციული კლინიკების რიცხვშია. ჩვენ ვმკურნალობთ უცხოელ პაციენტებს ევროპიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი მიზანია უმაღლესი ეფექტურობის მაჩვენებლის მიღება, ხშირად იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც ვერ მიიღეს ორსულობა სხვა კლინიკაში.


დაგეგმეთ უფასო პირველი კონსულტაცია ჩვენს რეპროდუქტოლოგთან და აიხდინეთ შვილის ყოლის ოცნება.

გუნდი

ექიმების შერჩევა და დასაქმება მოხდა მათი უნარ-ჩვევების, ცოდნის, გამოცდილებისა და პაციენტთან მიდგომის უნარის საფუძველზე.

ადმინისტრაცია

- დავით ბონდარენკო - დირექტორი

- ქეთევან ჯვარელია - მენეჯერი

- იანუს პიკანი - მედიცინის დოქტორი, Global Lotus Clinics-ის საბჭოს წევრი

სამედიცინო პერსონალი

-ნანა კვერნაძე, მედიცინის დოქტორი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი

- ალექსანდრე ხელაია - ანდროლოგი, უროლოგი

- ნინო ჩადუნელი - ემბრიოლოგი

- ლიანა მაცაბერიძე - მედდა

- ელინა ჰალერ-მაჰლაკასი - მოწვეული ემბრიოლოგი, Global Lotus Clinics-ის კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი

- პროფ. ანდრეს სალუმეტსი - ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, ემბრიოლოგი, ბალტიისპირეთის რეპროდუქციული საზოგადოების პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების საბჭოს წევრი, Global Lotus Clinics-ის მრჩეველი და საბჭოს წევრი

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებას:

- ინ-ვიტრო განაყოფიერება;

- ინ-ვიტრო განაყოფიერება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის მეთოდით;

- გაყინული ემბრიონების გამოლღობა-გადატანა;

- სპერმის, ემბრიონის გაყინვა და შენახვა;

- სპერმის ექსტრაქცია სათესლე ჯირკვლიდან;

- სპერმის ან კვერცხუჯრედის დონორის ჩართვა ინ-ვიტრო განაყოფიერებაში;

- სუროგატი დედის ჩართვა ინ-ვიტრო განაყოფიერებაში;

- სპერმის საშვილოსნისშიდა ინსემინაცია;

- სპერმოგრამა;


რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრი, რომელიც ესტონურ ინვესტიციას წარმოადგენს, მოქმედებს სამედიცინო ცენტრის "Neo-Clinic" შენობაში. "Neo-Est" ახორციელებს სხვადასხვა სამეცნიერო საქმიანობას საქართველოში: ატარებს სემინარებს ბიომედიცინის სფეროს წამყვანი ესტონელი სპეციალისტების მონაწილეობით, ტრენინგ-სემინარებს მოწინავე ქართველი სპეციალისტებისთვის ტარტუსა და ტალინის მოწინავე კლინიკებსა და ლაბორატორიებში.

მისამართი:

თბილისი, ბახტრიონის ქ. 10ა, ნეოკლინიკის შენობა, მე-5 სართული

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
FACEBOOK - Scandinavian Fertility Centre, Neo-Est
ტელ: +995 570 50 90 70; +995 599 93 13 69; +995 598 51 55 48

ფოტო გალერეა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4