სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

იმუნოლოგია

იმუნოლოგიის ცენტრი

ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკული ცენტრი

 

 

 

ზოგადაი ინფორმაცია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი არის სათაო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის, ეპიდზედამხედველობის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მომსახურებაზე და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაზე.“ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულმა ცენტრმა” დღეს არსებული სახით ჩამოყალიბებამდე ხანგრძლივი და პროგრესული გზა განვლო. ცენტრი 1989 წელს დაარსდა “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” სახით და დაარსების დღიდან სათავეში უდგას ბატონი თენგიზ ცერცვაძე.ცენტრი აღჭურვილი იყო სამეცნიერო კვლევითი და კლინიკური ლაბორატორიებით, სადაც ხდებოდა აივ ინფექცია/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა. წლების განმავლობაში ქვეყანაში აივ ინფექციის შემთხვევების ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა ,,შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” განვითარება, ინერგებოდა უახლესი კვლევის ლაბორატორიული მეთოდები, კერძოდ:

 

1. იმუნოფერმენტული ანალიზი ELISA (1985 წლიდან),

2. იმუნობლოტინგი (1986წ.), იმუნოფენოტიპირება (1986 წ.),

3. C ჰეპატიტის სეროლოგიური ტესტირება (1995 წ.),

4. თვისობრივი და რაოდენობრივი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდები (1995 წ.),

5. C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპირება (2003 წ.),

6. აივ-ის გენოტიპური რეზისტენტობის ტესტი (2005 წ.),

7. მყისიერი (Real-Time) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (2007 წ.) და სხვ.

 

2001 წელს ,,შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი” გაერთიანდა ,,ინფექციური პათოლოგიის ცენტრთან” და ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება , ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”.,,სააქციო საზოგადოება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” დაფუძნებულია ყოფილი სახაზინო საწარმოების “ინფექციური პათოლოგიის ცენტრის” და “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის” ბაზაზე. იგი ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა. ყოფილი სახაზინო საწარმო “ინფექციური პათოლოგიის ცენტრი” დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა 1953 წლიდან, ხოლო ყოფილი სახაზინო საწარმო “შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი” - 1989 წლიდან. სააქციო საზოგადოება წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმოების უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს”.

 

ამჟამად ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე კვლევით-დიაგნოსტიკური ლაბორატორიებით აღჭურვილ ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკულ დაწესებულებას დსთ-ს ქვეყნებს შორის.

 

მომსახურება

ცენტრი წარმოადგენს სამედიცინო პროფილის ლიცენზირებულ საწარმოს, რომლის ძირითადი საქმიანობის საგანია მიღებული ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა. ცენტრი არის ინფექციური დაავადებების, შიდსის, სხვადასხვა გენეზის იმუნოდეფიციტებისა და იმუნური სისტემის პათოლოგიის სხვა ფორმების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ქვეყანაში მათი დანერგვის საკითხების მაკოორდინირებელი, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სამეცნიერო, საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური და საორგანიზაციო-მეთოდური დაწესებულება.

 

-სამედიცინო დახმარება (სტაციონარი, დღის სტაციონარი, პოლიკლინიკა, ბინაზე მომსახურების ბიურო).

-სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო პროფილური დახმარება.

- სამედიცინო დიაგნოსტიკა.

- მოზრდილი მოსახლეობის და ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარება.

- საექსპერტო სამედიცინო საქმიანობა.

- სამეცნიერო-კვლევითი სამედიცინო საქმიანობა.

- სამედიცინო პროფილაქტიკა.

- ეპიდზედამხედველობა.

- სამედიცინო რეაბილიტაცია.

- საორგანიზაციო-მეთოდური საქმიანობა.

- სანიტარული განათლება.

- სამედიცინო უმაღლესი და საშუალო განათლება.

- დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება.

- სააფთიაქო სტრუქტურის შექმნა და ფარმაცევტული საქმიანობა.

- პოლიგრაფიული და საგამომცემლო საქმიანობა.

- აუდიო-ვიდეო პროდუქციის წარმოება.

-შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას და სამეცნიერო კვლევას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

- აივ ინფექცია/შიდსი;

-ვირუსული ჰეპატიტები, ჰერპესის ჯგუფის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები;

- ინფექციური დაავადებები იმუნოკომპრომიტირებულ პირებში;

- ორსულთა პათოლოგიის გამომწვევი და ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა თანდაყოლილი ინფექციები;

- იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;

- აუტოიმუნური დაავადებები.

 

შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას და სამეცნიერო კვლევას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

 

a.. აივ ინფექცია/შიდსი;

b.. ვირუსული ჰეპატიტები, ჰერპესის ჯგუფის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები;

c.. ინფექციური დაავადებები იმუნოკომპრომიტირებულ პირებში;

d.. ორსულთა პათოლოგიის გამომწვევი და ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა თანდაყოლილი ინფექციები;

e.. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;

f.. აუტოიმუნური დაავადებები.

ექიმები

ეპიდემიოლოგები

აკაკი აბუთიძე - ეპიდემიოლოგი

გიორგი ხეჩიაშვილი - ეპიდემიოლოგი

მარიამ ეზურბაია - ეპიდემიოლოგი

ნატალია გარუჩავა - ეპიდემიოლოგი

მაია ცინცაძე - ეპიდემიოლოგი ნათელა

ჩოკოშვილი - ეპიდემიოლოგი

ოთარ ჩოკოშვილი - ეპიდემიოლოგი

ნიკოლოზ ჩხარტიშვილი - ეპიდემიოლოგი

ქეთევან შერმადინი - ეპიდემიოლოგი

ნინო ბადრიძე - ეპიდემიოლოგი,
განყოფილების გამგე

ლაბორანტები

ლელა ძიგუა - ლაბორანტი

ნათია დვალი - ლაბორანტი

ლანა გაწერელია - ლაბორანტი

მანანა ღვაბერიძე - აივ ინფექცია/შიდსის
დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე

ნინო მაჭარაშვილი - ლაბორანტი

 

ნფექციონისტები

გიორგი კანდელაკი - ინფექციონისტი

ქეთევან მშვიდობაძე - ინფექციონისტი

ლალი შარვაძე - ინფექციონისტი

მაია ლომთაძე - ინფექციონისტი

ნათია დვალი - ინფექციონისტი

ნატო ბოლოკაძე - ინფექციონისტი

ნინო რუხაძე - ინფექციონისტი

ფატი გაბუნია - ინფექციონისტი

თეა კაკაბაძე - ინფექციონისტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თბილისი, საქართველო ალ. ყაზბეგის გამზირი N16

ტელ.: 39 80 18 ელ-ფოსა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. www.aidscenter.ge

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4