სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ურეთრიტი

როგორ ამოვიცნოთ ურეთრიტი. შარდსადენის ანთება ანუ ურეთრიტი ინფექციურიც შეიძლება იყოს და არაინფექციურიც. ინფექციურ ანთებას სხვადასხვა ინფექცია, მათ შორის, სასქესოც იწვევს. უმთავრესად გვხვდება ქლამიდიოზით, ურეაპლაზმოზით, მიკროპლაზმოზით, ტრიქომონიაზით გამოწვეული ურეთრიტი. ქრონიკული ურეთრიტი პერიოდულად მწვავდება და მტკივნეულად გვახსენებს თავს.

 

 

არაინფექციური ურეთრიტი შეიძლება განვითარდეს შარდსადენი მილის ტრავმის, მაგალითად,
კენჭის გავლის შედეგად. ზოგჯერ ურეთრიტს ალერგიული რეაქცია იწვევს, ზოგჯერ კი მისი მიზეზია შარდსადენის შევიწროება, შეგუბებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში.

 

არაინფექციური ურეთრიტის დროს შარდსადენ მილში აქტიურდება, ეგრეთ წოდებული, პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები, სტაფილოკოკები და ვითარდება მეორეული ბაქტერიული ურეთრიტი. ურეთრიტის მთავარი ნიშნებია: წვა და ტკივილი შარდვის დროს. აღინიშნება გამონადენი შარდსადენიდან. გამონადენი შეიძლება იყოს ჭარბი, ლორწოვან-ჩირქოვანი, ჰქონდეს მომწვანომოლურჯო ფერი და უსიამოვნო სუნი. არის შემთხვევები, როცა ურეთრიტი გამონადენის გარეშე მიმდინარეობს, არ აღინიშნება ტემპერატურის მატება, სისუსტე და სხვა. ავადმყოფს მხოლოდ შარდვის თანმხლები უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებს. ურეთრიტს თუ სათანადოდ არ უმკურნალეთ, ის თავისთავად არ გაივლის. ამიტომ, თუ შარდვის დროს უსიამოვნო წვას გრძნობთ, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები.



მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4