სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ფიმოზი

ფიმოზი ეწოდება ჩუჩის შევიწროებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა. ეს იწვევს მთელ რიგ ჰიგიენურ პრობლემას – ასოს თავის და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთებას – ბალანიტი და ბალანოპოსტიტი. თავის მხრივ ანტებითი პროცესი იწვევს ჩუჩის ნაწიბუროვან ცვლილებებს რაც კიდევ უფრო ავიწროებს ჩუჩას.

 

ფიმოზი გარკვეულ პრობლემებს უქმნის მამაკაცს და მის პარტნიორს სქესობრივი აქტის დროს – ასოს თავზე არის განლაგებული ეროგენული ზონები.
ფიმოზის ჩუჩა შეიძლება გადადიოდეს გარკვეული ძალდატანების შემდეგ. ამგვარ ვითარებაში ჩუჩა არ ბრუნდება უკან, ვითარდება ობსტრუქციული რგოლი, ასოს თავის და ჩუჩის შეშუპება – პარაფიმოზი. ამ ვითარებაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, წინააღდეგ შემთხვევაში ვითარდება ასოს თავის და ჩუჩის ნეკროზი. გარკვეულ წილად ფიმოზი ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს.


ფიმოზის მკურნალობა ოპერაციულია, კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ, პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში.

 

რამოდენიმე სიტყვა მოკლე ლაგამზე. მოკლე ლაგამი იწვევს ტკივილს სქესობრივი აქტის დროს, ვინაიდან ხდება ამ უკანასკნელის დაქაჩვა და დაჭიმვა. თუ ლაგამის დაჭიმვა კრიტიკულია შეიძლება მოხდეს მისი ჩახევა, რასაც თან სდევს ძლიერი სისხლდენა. ამგვარი ვითარება საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას – ლაგამის გაკერვა.


სასურველია მოკლე ლაგამის გამო პლასტიკური ოპერაცია გაკეთდეს გეგმიურათ. ოპერაცია გრძლელდება 10 წუთი, კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ. მოკლე ლაგამის ჩაკვეთა არ ახდენს არავითარ გავლენას პოტენციაზე, პირიქით მოწოდებულია ნაადრევი ეაკულაციის დროს (კომბინაციაში მედიკამენტოზურ მკურნალობაში. ნაადრევი ეაკულაციის დროს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 2 წუთს).



მასალა მოგვაწოდა ალექსანდრე ხელაიამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4