სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორად შერჩეული საბავშვო კბილის პასტა და ჯაგრისი. მშობლების გარკვეული ნაწილი არც ფიქრობს, რომ ბავშვებს საკუთარი ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ და მათ თავიანთი კბილის პასტით და ჯაგრისით უხეხავენ.

 

დღეისათვის საბავშვო ჰიგიენური საშუალებების უზარმაზარი არჩევანია წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე, მაგრამ ყველას არ შეუძლია მისი სწორად შერჩევა.

 

საბავშვო კბილის ჯაგრისი
კბილის ჯაგრისი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან: სახელური, სამუშაო ზედაპირი და ყელი. სახელური უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვს შეეძლოს მისი მოხერხებულად დაჭერა. ამიტომ სასურველია ბავშვიც ჩართოთ მის არჩევაში. სამუშაო ზედაპირი უნდა წვდებოდეს საშალოდ 2 კბილს. კბილის ჯაგრისები ასევე იყოფა ჯაგრულების სიხისტის მიხედვით: ძალიან რბილები, რბილები, საშუალო სიხისტის, მაგრები და ძალიან მაგრები. გვინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს ჯაგრისები ძალიან რბილიდან საშუალომდე.

 

ყველაზე პატარებისათვის არსებობს სპეციალური, თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრულები - პირველი კბილებისა და ენის გასაწმენდად. უმჯობესია შევიძინოთ ჩოთქი ხელოვნური ჯაგრულებით, ეს რჩევა არა მხოლოდ საბავშვო არამედ დიდების ჯაგრისებსაც ეხება. ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს მკვეთრი ფერების, ლამაზი ჯაგრისი, რათა კბილების ხეხვა სასიამოვნო თამაშად იქცეს. არ დაგვავიწყდეს, რომ კბილის ჯაგრისები გამუდმებით უნდა ვცვალოთ, რადგან მათზე რჩება საჭმლის ნარჩენები და მიკროორგანიზმები კბილის ნადებიდან. კბილის ჯაგრისი სასურველია გამოიცვალოს ყოველ 2-3 თვეში. ნუ გააკეთებთ შეღავათებს საკუთარ და მით უმეტეს თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე. გადავიდეთ ჰიგიენური პროცედურის, არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომლის გარეშეც ყველა ჩატარებულიპროცედურის ეფექტი მცირდება.

 

საბავშვო კბილის პასტები
ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ კბილის პასტები ორ დიდ - ჰიგიენურ და სამკურნალო პროფილაქტიკურ ჯგუფებად იყოფა. ჰიგიენური პასტების გამოყენება მიმართულია პირის ღრუს გაწმენდასა და დეზოდორირებაზე. ისინი არ შეიცავენ არანაირ სამკურნალო დანამატებს. მათი გამოყენება შეუძლიათ ჯანმთელი კბილებისა და ღრძილების მქონე ადამიანებს.

 

სამკურნალო-პროფილაქტიკური პასტები ხასიათდებიან სამკურნალო და პროფილაქტიკური მახასიათებლებით. ამ ჯგუფში შედის პასტები შემდეგი შემადგენლობით:


სამკურნალო მცენარეების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი. ეს კომპონენტები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ღრძილებსა და პირის ღრუს ლორწოვანზე. ამ კბილის პასტებს მიეკუთვნება: „დენტაგარდი“, „ლესნოი ბალზამი“, „სპლატი“ და სხვა.
მარილები და მინერალური კომპონენტები. ეს შემადგენლობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სტიმულაციას უწყობს ნივთიერებათა ცვლას ღრძილებსა და პირის ღრუს ლორწოვანში, აძლიერებს ანთებადი უბნებიდან ზედმეტი სითხის გატანას. ყველაზე ცნობილი ასეთი პასტებიდან გახლავთ - „პაროდონტაქსი“.


კალციუმის მარილები და ფოსფატები, ფტორიდები, მინერალიზაციის დამაჩქარებელი კომპონენტები. კბილის პასტები: „კოლგეიტი“, „ბლენდამედი“, „პეპსოდენტი“, „ჟემჩუგი“, „აკვაფრეში“.


ცალკე გვინდა ვისაუბროთ საბავშვო კბილის პასტებზე, ვინაიდან ეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თემაა. დავიწყოთ ყველაზე პატარებით.
ეგრეთ წოდებული (0+) ჯგუფის საბავშვო კბილის პასტა, განკუთვნილია ყველაზე პატარებისათვის 4 წლამდე. ზუსტად ასეთ ბავშვებს ესაჭიროებათ ჰიგიენური კბილის პასტები, ყველანაირი საღებავების, არომატიზატორების და აბრაზივების გარეშე. ამას თავისი მიზეზიც გააჩნია - მიჩნეულია, რომ ბავშვები 4 წლამდე კბილის პასტის 50% ყლაპავენ.

 

საბავშვო კბილის პასტების ეს კატეგორია ყველაზე მცირე რიცხოვანია. რადგან დედების უმრავლესობამ არ იცის, რომ პირველი კბილების ამოსვლისთანავე მათ უნდა მოუარონ.

ასევე აღსანიშნავია, რომ არის ევროპული ქვეყნები სადაც, საერთოდ 2 წლამდე არ ურჩევენ კბილის პასტის გამოყენებას. ხოლო ხეხვითი მანიპულაციის ჩასატარებლად დედის თითზე დახვეული ბინტის გამოყენებას ურჩევენ.

შედარებით უფროსმა ბავშვებმა უნდა იხმარონ კბილის პასტები 4+ ჯგუფიდან. ასე კბილის პასტები მიზანშეწონილია ბავშვებისათვის 4 დან 7 წლამდე. ამ ჯგუფის საბავშვო კბილის პასტის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მინერალების არსებობას და აბრაზივების არ არსებობას, რადგან სარძევე კბილები საკმაოდ სუსტია. ასეთი კბილის პასტები შეიცავენ მინერალებს კბილის ქსოვილების დროული ჩამოყალიბებისათვის. კიდევ ერთი არა ნაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: ამ კბილის პასტების აქტიური კომპონენტები, ხასიათდებიან მაღალი შეღწევადობით და უკვე 40 წამში ახდენენ კბილის ქსოვილების გაჯერებას. (ეს ყოველივე გათვალისწინებულია, რადგან ბავშვები კბილებს არა საკმარისი დროით იხეხავენ)

 

უკვე 7 წლიდან ბავშვს შეუძლია ისარგებლოს დიდების კბილის პასტებით.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰიგიენისათვის აუცილებელია არა მარტო კბილის პასტების და ჯაგრისების გამოყენება, ასევე უნდა მოვიხმაროთ სავლებები, კბილის ძაფები, კბილთაშორისი ჯაგრულები და სხვა ჰიგიენური საშუალებები. მათ გამოყენები მიზანშეწონილია ბავშვებისათვის უკვე 10 წლიდან.
კბილის პასტის, რომელი კომპონენტები შეიძლება იყოს საშიში პატარებისათვის
ყველა ბავშვი ყლაპავს კბილის პასტას, განსაკუთრებით გემრიელს. ჩვენც ვიცით, რომ ეს არაა კარგი, მაგრამ რა ვქნათ? როგორი კბილის პასტა ვიხმაროთ, რომ კბილებიც ჯანმრელი იყოს და არც ბავშვი მოგვეწამლოს?

 

Eნვირონმენტალ ჭორკინგ Gროუპ (EჭG) მიერ ჩატარებული, არა კომერციული კვლევების მიხედვით, საბავშვო კოსმეტიკის ხმარებისას, დღეში ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა 60-მდე უსაფრთხოებაზე გამოუკვლევი ინგრედიენტი მოხვდეს.

 

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, ერთი შეხედვით „უსაფრთხო“ საბავშვო კბილის პასტაა.
საქარინი.
რათა ბავშვებმა უფრო დიდი სიამოვნებით იხეხონ კბილები, მწარმოებლები ხშირად კბილის პასტებშ უმატებენ საქარინს. ამასთანავე უნდა ვიცოდეთ, რომ არის ქვეყნები სადაც მისი გამოყენება საერთოდ აკრძალულია, რადგან მისი გადაჭარბებული რაოდენობით შემცველობა კანცეროგენულია.
ნატრიუმის ლაურეალ სულფატი
საბავშვო კბილის პასტების კიდევ ერთი მავნე კომპონენტი - ნატრიუმის ლაურეალ სულფატი. ეს იაფფასიანი ამაქაფებელი გვხვდება, როგორც კბილის პასტებში, ასევე შამპუნებსა და დუშგელებში. ამ ნივთიერებას ასევე იყენებენ ავტო წარმოებაში, ძრავების ზეთისგან გასაწმენდად. იგი აშრობს კანს, ხელს უწყობს ნახეთქების წარმოშობას და აღიზიანებს ლორწოვან გარსს.
ქლორჰექსიდინი
ანტიმიკრობული კომპონენტი. სამწუხაროდ პათოგენური მიკროფლორის გარდა ანადგურებს არაპათოგენურსაც. პირის ღრუს დისბაქტერიოზი კი იწვევს ლორწოვანისა და კბილების დაზიანებას. იძლევა საფუძველს კანდიდოზის (რძიანას) განვითარებისათვის. ხოლო მისმა დიდ ხნიანმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაღიზიანება და დისბაქტერიოზი.
ტრიკლოზანი
ხელოვნური საღებავები
შეიძლება გახდეს ალერგიის მიზეზი
ცოტა რამ ფტორის შესახებ
კარიესის პროფილაქტიკისათვის, უმჯობესია ფტორირებული კბილის პასტების გამოყენება (კბილის პასტის შემადგენლობაში უნდა იყოს ოლაფლური ან ამინოფტორიდი), ბავშვებისათვის წარმოებს სპეციალური პასტები ფტორის ნაკლები შემცველობით. კბილის პასტებს შეუძლიათ მოამარაგონ კბილები კალცით და ფტორით არა უმეტეს 30%.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ უსიამოვნობებისა, რაც შეიძლება მოჰყვეს კბილის პასტების გამოყენებას, რომელთა წარმოებაში გამოიყენება იაფფასიანი ინგრედიენტები.

აქედან გამომდინარე მშობლების უმრავლესობა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჰიგიენური საშუალებების შემცველობას.
რომელია სასარგებლო ?


საბავშვო პროდუქტები შეიძლება შეიცავდნენ ფერმენტებს (მაგალითად პაპაინს), რომლებიც არბილებენ და მთლიანად შლიან ნადებს.
უნიკალური რძიანი ფერმენტები (ლაქტოფერინი, ლაქტოპეროქსიდაზა, ლიზოციმი და გლუკოზის ოქსიდაზა) უზრუნველყოფენ ბაქტერიებისაგან დაცვას, აშორებენ ნადებს, უზრუნველყოფენ ნერწყვის დაცვითი ფუნქციების გააქტიურებას და აძლიერებენ ადგილობრივ იმუნიტეტს. იგი უზრუნველყოფს ემალის გაწმენდას ძნელად მისაწვდომ ადგილებში.


ნატურალური ცილა კაზეინი, რომელსაც ამატებენ კბილის პასტებში, ხელს უშლის კარიესოგენული ბაქტერიების მიწებებას კბილის ზედაპირზე და ემალის მაგარ შრეებში ამაღლებს კალცისა და ფტორის კონცენტრაციას.
კარგია, თუ კბილის პასტაში არის ბიოაქტიური ორგანული კალციუმი კვერცხის ცილიდან. იგი ეხმარება სარძევე კბილის ემალის ჩამოყალიბებაში.
თუკი პატარამ შეჭამა კბილის პასტა!


თუკი პატარამ შეკამა საბავშვო კბილის პასტა (ტუბის 1/3 ოდენობით), უბრალოდ დააკვირდით. თუ მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ნორმიდან გადაუხვია მიმართეთ თერაპევტს. თუკი გადაყლაპულია დიდების პასტის 1/3-ზე მეტი, ფტორის მაღალი შემცველობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!


მასალა მოგვაწოდა "ნინო ბერიძის ორთოდონტულმა ცენტრმა"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player