სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან (სამედიცინო ენაზე ჰალითოზი) მიგვითითებს, რომ თქვენს ორგანიზმს შველა ესაჭიროება. რომ მივხვდეთ, თუ რომელ ექიმს მივმართოთ, აუცილებელია გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს დაავადება.

 

არასასიამოვნო სუნის პირველ წყაროს კბილის ნადები წარმოადგენს. ნადები ანაერობული (უჟანგბადოდ მცხოვრები) მიკრობების ცხოვრებისა და გამრავლებისათვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ანაერობები ცხოვრების მანძილზე გამოყოფენ მომწამლავ ტოქსინებს, რაც ზოგადად უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. ტოქსინები და სხვა მუტირებადი მიკრობები, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ახდენენ შინაგანი სნეულებების პროვოცირებას. ამასთანავე ტოქსინებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ორგანიზმის ნაადრევი დაბერების პროცესს.

 

როგორც გავიგეთ ანაერობული მიკროფლორა, ფართოდაა წარმოდგენილი უჟანგბადო ან ნაკლებ ჟანგბადიან ადგილები, ასეთი ადგილები პირის ღრუში მრავლადაა - ნადები, პათოლოგიური ჯიბეები, კარიესული ღრუები, ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციების ირგვლივ და სხვა.
კიდევ ერთი მიკრობებისათვის სასურველი ადგილი ენის ზურგია. ენის ზედაპირის უსწორმასწორობებიში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რაც ბაქტერების საკვებს წარმოადგენს. დალასის ამერიკის სტომატოლოგიური კვლევების ყოველწლიურ შეკრებაზე, ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ენის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერია Solobacterium moorei ჰალითოზის ძირითად გამომწვევად დაასახელეს. სპეციალისტებმა ექიმი ბეტსი კლარკის (Betsey Clark) მეთაურობით შეისწავლეს 21 ჰალითოზიანი და 36 (საკონტროლო) ჯგუფის პაციენტების მდგომარეობა. მოხალისეებს უღებდნენ ნაცხს ენიდან ზემოთ აღნიშნული მიკრობის გამოსავლენად. ასევე ადგენდნენ, სუნის გამომწვევი გოგირდმჟავა აირების არსებობას. Solobacterium moorei აღმოაჩნდათ ჰალითოზით დაავადებული პაციენტების 100% და ჯანმრთელების – 14%. ამას გარდა საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს ვისაც აღმოაჩნდათ ბაქტერია აღენიშნებოდათ ასევე – პაროდონტიტი.


სტატისტიკის მიხედვით 85% შემთხვევაში, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მიზეზი სტომატოლოგიური პრობლემებია. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველივე ჩვენს პირის ღრუში არსებული მიკრობების დამსახურებაა.

 

და რაც შეეხება დარჩნილ 15%? ჰალითოზი შესაძლოა ორგანიზმის ზოგადი დაავადებების მიზეზიც იყოს. მაგალითად ყელ–ყურ–ცხვირის მიდამოს პრობლემები: სინუსიტი, რინიტი, ტონზილიტი. ამ დაავადებებს თან ახლავს ანთებადი პროცესები ცხვირ–ხახაში. ასეთი ადამიანის სუნთქვასაც შესაძლოა ჰალითოზი ახლდეს.

 

უსიამოვნო სუნის კიდევ ერთი მიზეზი – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებია.
დიაბეტი და იმუნოდეფიციტური დაავადებები, ღვიძლის ზოგიერთი დაავადება, ცალმხრივად ხელს უწყობს ჰალითოზის განვითარებას. როგორ? ეს დაავადებები ასუსტებენ ორგანიზმის დაცვით ფუნქციას, შედეგად იცვლება ლორწოვანის მდგომარეობა, ირღვევა ნორმალური ნერწყვდენა. შესაბამისად უარესდება თვითწმენდა, კბილის ნადები გეომეტრიული პროგრესით იწყებს ზრდას, რაც უდავოდ უსიამოვნო სუნს იწვევს.

 

გამომწვევ მიზეზებს განპირობებს არა მარტო, ანთებადი პროცესების სიმრავლე, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. აქედან გამომდინარე მკურნალობის გეგმაც აუცილებლად უნდა შემუშავდეს იდივიდუალურად ყველა პაციენტისათვის.

 

ჰალითოზთან საბრძოლველად რეკომენდებულია სპეციალური ჩოთქებით კბილების გამოხეხვის შემდეგ გავიხეხოთ ენის ზედაპირიც დღეში ორჯერ. ამასთანავე ვიხმაროთ ანტიბაქტერიული კბილის პასტა.

რთულ შემთხვევებში ინიშნება კომპლექსური მკურნალობა: კბილის ქვებისა და ნადების საფუძვლიანი მოშორება, ღრძილქვეშა ცვლილებების მკურნალობა, არასწორად გაკეთებული ბჟენებისა და ორთოპედიული კონსტრუქციების გამოცვლა. ჩვენების მიხედვით ინიშნება ადგილობრივი, ანთების საწინააღმდეგო, მედიკამენტური მკურნალობა – მაზების, სავლებების და გელების სახით.



მასალა მოგვაწოდა "ნინო ბერიძის ორთოდენტულმა ცენტრმა"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player