სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მეტისმეტად ცხელი ან ცივი კერძები კბილის ემალს აზიანებს

ადამიანები კბილების მოვლას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ჰგონიათ, რომ მხოლოდ დილა-საღამოს კბილების ჯაგრისით გახეხვა საკმარისია.

ეს არასწორია. არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც კბილის მინანქრის დაზიანებას იწვევს. კერძოდ, გაითვალისწინეთ:

- ნუ შეჭამთ მეტისმეტად ცხელ ან ცივ კერძებს და ტკბილეულს, განსაკუთრებით ერთიმეორის მიყოლებით;
- მეტისმეტად მჟავე საკვები კბილებს ვნებს. არც ბევრი შაქარია კარგი;
- საშიშია მაგარი საკვების, მაგალითად, ძვლის ღრღნა, ძაფის კვნეტა,

ნემსით ან ქინძისთავით კბილების წმენდა;
- საკვები სათანადოდ უნდა იყოს გაჯერებული კალციუმით. ეს მინერალი აუცილებელია კბილის მინანქრის წარმოქმნისთვის. ორსულებმა კი დიდი რაოდენობით უნდა მიიღონ კალციუმის შემცველი პროდუქტები;

- თუ რკინის შემცველ პრეპარატებს
სვამთ, ნუ დაივიწყებთ, რომ ისინი ძლიერ აზიანებს კბილის მინანქარს. ამის გამო, აჯობებს, კაფსულების სახით გამოიყენოთ. კბილის ტკივილის და დაავადებული კბილის გამო, პირის ღრუში წარმოქმნილი უსიამოვნო სუნისა და ღრძილებიდან სისხლდენის დროს:

- გამოივლეთ პირში მრავალძარღვას ნაყენი;
- ოც გრამ დაჭრილ ბოლოკს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარ საათს გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. ივლეთ პირში მთელი დღის განმავლობაში;
- ერთ ჩაის კოვზ გამხმარ აბზინდას დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარ საათს და დილა-საღამოს გამოივლეთ თბილი ნაყენი.
ხალხური მედიცინის წყალობით ადვილად შეძლებთ კბილის ტკივილის შეჩერებას:
- დაიდეთ მტკივან კბილზე ნედლი ჭარხლის ნაჭერი;
- ორ სუფრის კოვზ დაჭრილ ან გახეხილ ბოლოკს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ოცი წუთის განმავლობაში და თბილ-თბილი გამოივლეთ პირში;
- ჩაიდეთ კბილში პიტნის ნაყენში ან მიხაკის ზეთში დასველებული ბამბა;
- პირში, დაავადებული კბილის მხარეს, ერთი ყლუპი სპირტი ჩაიგუბეთ;
- დაავადებულ კბილსა და ღრძილს შორის ჩაიდეთ ღორის ქონის უმარილო
პატარა ნაჭერი.

მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8