სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

აღსარება პირველი: ჩვენი ქორწინებიდან 5 წელია გასული. დროთა განმავლობაში, ჩვენი ინტიმური კავშირი საერთოდ გაქრა. მეუღლეს საქმის ასეთი ვითარება აკმაყოფილებს, მე არა. მეგობრებივით ვცხოვრობთ.

 


თავიდან, პირველ წლებში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ინტიმური ცხოვრება, ორმხირვი ინიციატივაა. ჩვენ თავს ბედნიერად ვგრძნობდით. იყო სინაზე, ალერსი და ვნება. შედეგ, სრულიად მოულოდნელად მას საერთოდ აღარ დააინტერესა სექსმა და ინიციატივა მთლიანად ჩემზე გადმოვიდა. სქესობრივი კავშირი სულ უფრო და უფრო იშვიათად გვქონდა, ბოლო ერთი წელი კი საერთოდ აღარ გვქონია.
რა ვქნა არ ვიცი, არ ვიცი ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიყვანო. მეტი მინდა ვიდრე მეგობრობა. არ ვიცი რამდენ ხანს მეყოფა თავშეკავება.

აღსარება მეორე

ბავშვის გაჩენის შემდეგ, ჩემმა მეუღლემ დაკარგა ჩემში ინტერესი, როგორც სექსუალურ პარტნიორში. რა არ მოვიფიქრე და მოვიმოქმედე. სტრიპტიზი, მუცლის ცეკვა, ეროტიული საცვლები, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ.

თავიდან ძალიან არ მიმიქცევა ამისთვის ყურადღება. ახალშობილი, უამრავი საქმე. ცოტა ხანში ისევ გახდა შესაძლებელი და მომინდა უწინდელი ვნებიანი ურთიერთობა. უამრავი ხერხი გამოვცადე, მივუნიშნე, მაგრამ ყველაფერი ამაოდ. უკვე ორი წელიწადია მხოლოდ ლოყაზე კოცნა ძილის წინ.

არ ვიცი რა ვქნა, გაშორება არ მინდა, იმიტომ რომ მიყვარს, როგორც მეუღლე, როგორც ჩემი ბავშვის მამა, მაგრამ მე ახალგაზრდა ვარ და მეტი მინდა.

ფსიქოლოგიური მხარე

თითქმის ყველა მამაკაცს ეშინია მამაკაცური ერექციის სიმყარის დაკარგვის, ისინი ხშირ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი დრამა თავიდან აიცილონ.

მამაკაცური ძალა მნიშვნელოვან პრობლემად იქცა არა მხოლოდ მამაკაცებისათვის, არამედ ქალებისათვისაც, რომლებიც მათ გვერდით არიან.
უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ მამაკაცური უძლურობის საბაბად შეიძლება გახდეს ქალი, რომელიც სულ მუდამ უკმაყოფილოა თავისი ქმრით, ადარებს მას მეგობრებს, ნაცნობებს და თანამშრომლებს, ეძახის მას წარუმატებელს. ყველაფერი ეს მოქმედებს მამაკაცის ფსიქიკაზე, იწვევს სტრესს, რომელიც როგორც ცნობილია ერექციის პირველი მტერია.

სტრესული სიტუაცია შეიძლება განპირობებული იყოს უამრავი ფაქტორით, სამსახური, ფინანსური მდგომარეობა და სხვა. სტრესი თრგუნავს მამაკაცის ფსიქიკას, აკარგვინებს სქესობრივი კავშირის სურვილს, ჩნდება პრობლემა, რომლის დროსაც ორივე მხარე იწყებს ნერვიულობას. კაცს აღარ შეუძლია მისცეს ქალს რასაც ის ელოდება. ქალისათვის კი აუტანელი ხდება ”უძლურ” მეუგლესთან ცხოვრება. ოჯახი დანგრევას იწყებს.

სამედიცინო მხარე

თუ მამაკაცს ერექცია არ ქონდა და ეს პირველი შემთხვევაა, პანიკის საფუძველი არ არის. ყველაფერი ხდება. განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ღირს, როდესაც მოვლენა პერიუდოლობით იწყებს გამეორებას. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ამ გადახრის მიზეზის გარკვევა. ერექტალური დისფუნქცია, შეიძლება გამოწვეული იყოს როგორ ფსიქოლოგიური, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისათვის, რომ ერექცია მოხდეს, აუცილებელია ნერვების, კუნთების და სისხლმომარაგების სისტემის ერთობლივი შეწყობილი ფუნქციონირება.

გახსოვდეთ რომ

მამაკაცისათვის არასრულფასოვნების შეგრძნებაზე საშიში არაფერია. ეს ნამდვილი ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც მას თრგუნავს ლოგინში. მოცემული მდგომარეობა იწვევს დეპრესიას და სულ მეტად აშორებს მას ქალს.


გამოუვალი სიტუაციები თითქმის არ არსებობს. გაამხნევეთ და მიეცით იმედი. ნუ დააყვედრით და შეურაცყოფთ.

უბრალო ფაქტი - 90% შემთხვევებისა, ახლობელი ადამიანის მხარდაჭერით ინკურნება.

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენ მეუღლეს პრობლემა აქვს, ნუ დატოვებთ მას მარტო და დაეხმარეთ ”ჯოჯოხეთიდან” ამოსვლაში.

იყავით მომთმენი და ყველაფერი კარგად იქნება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player