სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქალი

ქალი-ვამპი, ნათელმხილველი, მეზობელი, თექვსმეტიწლისა, ცხოველების მოყვარული


ქალი-ვამპი

სისხლისფერ-წითელი ფრჩხილები, ალისფერი მტაცებლური პირი, გამჭვირვალე სამოსი, საბედისწერო გამოხედვა. ხმა, რომელიც მყისიერად მოგიწოდებს ცოდვისკენ. იგი თავისკენ გიტყუებს, ვნებისაგან უსირცხვილოდ ათრთოლებული, გიწვდის შამპანურს, გეტმასნება თავისი ლამაზი სხეულით და ვნებიანად გკოცნის.... შენ ფიქრობ, რომ ახლა მოგარიდებენ სახიფათო ცდუნებას? არა, ჩვენ აქ ყველა ნორმალური ადამიანები ვართ, და თავადაც არ ვიტყოდით უარს.
...პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერი ვამპირი, რომელიც გკოცნის თუ გკბენს, მხოლოდ კინოში არსებობს. ცხოვრებაში კი, ყველა სულის და სხვა ადგილების გამყინავი დრამა, საპნის ოპერად იქცევა. შენ იცი, რა ღირდა ეს სისხლიფრად-წითელი ფრჩხილი? და თითქოს ჯიბრზე, შენს “პაჟებზე” სრიალისას მოტყდა....

რეალურ ცხოვრებაში ქალი-ვამპირი, ეს ისეთი არსებაა, რომელსაც საკოსმეტიკე ჩანთაც კი ძლივს ეტევა მცირეგაბარიტიან ბინაში, ხოლო გონებრივი შესაძლებლობების დიდი წილი შემდეგი ტიპის საზრუნავში ეხარჯება; “საინტერესოა, გასკდებიან თუ არა გულზე ხვალ ოფისში ამ ბადე-კოლგოტს და ოქროსფერ ფეხსაცმელებს თუ ჩავიცვამ “შპილკებზე”?” თუ მაინც გადაწყვიტე ასეთი განძის შეძენა, შენ მოგეთხოვება სამი რამ: ვარდები, შამპანური და მისი ყოფილის გაპანჩურება. ახლა ის უკვე შენია. ყოველი შემთხვევისთვის უახლოესი ერთი კვირით.
დადებითი ასპექტი. კოსტუმირებული საღამოსათვის უკეთეს მეგზურს ვერ ნახავ.

ნათელმხილველი


ცხოვრების ეკლიან გზაზე, ადრე თუ გვიან, ყველა მამკაცი ხვდება ქალს, რომელიც უკვლევს გზას მომავლისკენ. ამისთვის მას მდიდარი არსენალი მოეპოვება: ტაროს კარტი, მშვილდოსანი მერწყულის სახლში, ზინა ბაბო შელოცვების სპეციალისტი, გასულიერებული კვება, გამორჩეულად ხორბლის ჩანასახებით და პარასკევობით კი თილისმის ტარება. შენი ენერგეტიკული კუდი ხშირი და ფუმფულა იქნება, ხოლო კარმა სრულ გამჭვირვალობამდე გაიწმინდება. ორგაზმის დროს იგი ურთიერთობაში შევა კოსმოსურ ძალებთან, და დაბრუნებული მოგაწვდის ფასეულ მითითებებს. ლოტოსის ყვავილში დაბადება შენთვის გარანტირებულია ბოლოს და ბოლოს როდის მოახერხებს შენგან მიწიერის განდევნას მაგალითად ლუდის სმის, გაზეთების კითხვის, ანეკდოტების მოყოლისა და ფეხბურთის ყურების ჩვევების აღმოფხვრას.
დადებითი ასპექტი. როცა ეს კოშმარი დასრულდება, შენ გეცოდინება მკითხაობა ყავაზე, გველების ჩხიბვა და შელოცვები. გამოგადგება ნაცნობი გოგონების გასართობად.


შენი უფროსი.


როგორ გაგიმართლა! შენ ისეთი უფროსი გამოგიჩნდა.... ვის შეიძლება სცოდნოდა, რომ ვეშაპი ბატონი პეტრეს ნაცვლად ასეთი საოცრება მოვიდოდა: პასუხისმგებლობა, დელიკატურობა, ენერგიულობა, სამი ზომა მკერდი და ყოველ დღე ახალი პომადა. თან ისეთი კეთილგანწყობილია შენს მიმართ, სადილობს შენთან ერთად, მეგობრულად გესაუბრება თავის გეგმებზე, როგორ აამაღლოს დისციპლინა კოლექტივში. გეთათბირება საკადრო ცვლილებების თაობაზე. შენ გრძნობ, რომ მზად ხარ აიღო შენს თავზე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ვალდებულებებიც. მაგ, სახლამდე მიცილება, ყავაზე თავის დაპატიჟება, ზურგსუკან ბალიშის გასწორება...
ამის გაკეთება კი საჭირო არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თქვენთან ნამდვილად თქვენი განუმეორებელი გარეგნობის გამო ურთიერთობს, და არა იმიტომ, რომ ინფორმაციის შეგროვება სურს თანამშრომლებზე. ეს ურთიერთობა დასაწყისშივე იმდენი პრობლემისთვისაა განწირული, რომ სწრაფი დაშორების შანსი 99% შეადგენს. იცი რას იზამ შემდეგ? სწორია. რეზიუმეების დაგზავნას დაიწყებ შრომით სააგენტოებში. გჭირდება ეს?
დადებითი ასპექტი. შრომით ბირჟაზე ამჟამად სპეციალისტების ნაკლებობაა.

მეზობელი

ის შემოვიდა ასანთისათვის. და დაიწყო. დილიდან კეთილმოსურნედ ესალმებით ერთმანეთს, საღამოობით შენ შეირბენ მასთან ჩაიზე, და ბოლოს ხდება ის რასაც ბრიყვი ადამიანები შემთხვევას ეძახიან. თუმცა ამ შემთხვევას კანონზომიერი შედეგები მოჰყვება. როგორი?

პირველ რიგში დაემშვიდობე იმ დროს, როცა სახლში უდარდელად მოგყავდა მდედრობითი სქესის ნაცნობები. კარების სათვალთვალო საკმაოდ მკაფიო ჭვრეტადობისაა და თუ რამე ვერ დაინახა, ამაზე სადარბაზოს ბებიები იზრუნებენ. მეორე, შეიძინე სადურგლო, სახარატე და ა.შ. ინვენტარი. აბა შენს გარდა ვინ მიეხმარება მარტოხელა მეზობელს ონკანის შეკეთებაზე, ავეჯის გადაზიდვაში, ნოხების გაბერტყვაში, პარკეტის გადაგებაში? მესამე, გაარკვიე ბინის გადაცვლის მომსახურების ფასი. დაგჭირდება. არადა, ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ ასანთისათვის შემოვიდა.
დადებითი ასპექტი. თქვენი შეხვედრების დროს შენ ეკონომიას უწევ ბენზინის ხარჯებს(ტაქსი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი). მაგრამ... მაკლერების მომსახურება მაინც უფრო ძვირია.

თექვსმეტიწლისა


უზადო ფიგურა, ლამაზი კანი, შესანიშნავი თმა მას არავითარი კოსმეტიკა არ სჭირდება, ის ატამივითაა, ყვავილივით, თან მხიარული, როგორც ჩიტი. მაგრამ დიდხანს დარჩები საღ ჭკუაზე ატამთან, ყვავილთან და ჩიტთან? პირველი კვირა თქვენ დაცემამდე ცეკვავთ დისკოტეკაზე, თან გიყვება, თუ როგორ ჩაფლავდა მისი დაქალი ფიზიკის გამოცდაზე, ლეონარდო დიკაპრიო ძალიან საყვარელია, ყველა მშობელი თავმომაბეზრებელია, საღეჭი მარმელადი კი სრული ატასია. მეორე კვირას ფიქრობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც არასრულწლოვნებთან ურთიერთობას კრძალავს, შენს სულიერ მდგომარეობაზე ზრუნავდა. და მაინც რა უნდა ქნა თუ ძალიან მოგესურვა არასრულწლოვან ლამაზმანთან ურთიერთობა? იკითხე ჟურნალი მოზარდი გოგონებისთვის ყეს! თუ ზედიზედ ორი ნომერი აითვისე და თან დაგაინტერესა, ე.ი შეგიძლია სცადო.
დადებითი ასპექტი. დისკოტეკაზე ცეკვა დადებითად მოქმედებს კუნთოვან სისტემაზე.


ცხოველების მოყვარული


ნაკაწრები - არაფერია. ძაღლის ბეწვი შარვალზე - ესეც გამოსწორებადია. მაგრამ თქვი, რად გინდა ცხოვრება ქალთან, რომელიც უვლის, აჭმევს, ასმევს, ასუფთავებს და დასაწოლად იწვენს სხვას და არა შენ? თან თუ ამ სხვას აუტანელი ხასიათი, საზარელი შესახედაობა და ბოლო სტადიის სიმსუქნე აქვს. მაცივრიდან ვერ აიღებ ხორცს, რადგან ის პუსიკასთვისაა. დღევანდელი წასვლა თეატრში გადადებილია, რადგან პუსიკას აშლილობა აქვს. მხოლოდ სასტიკ ძიას შეუძლია ასე უხეშად პუსიკას გადმოსმა ტახტიდან. და სულაც, რატომ არ წამოხტები და არ გაიქცევი აფთიაქში რწყილების საწინააღმდეგო საშუელების საყიდლად? მით უმეტეს, რომ პუსიკას საოცრად არ უყვარს, როცა ამას ვაკეთებთ. ეჭვიანობს საცოდავი.
დადებითი ასპექტი. როცა ის შებრუნდება შეგიძლია ამოაპანჩურო პუსიკა და მერე გაკვირვებული სახე მიიღო.

მასალა მოგვაწოდა sexart.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4