სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნებისმიერი ფსიქიკური დაავადება განუკურნებელი, გენეტიკური და საშიშია, დაავადებულთან ურთიერთობა – სამარცხვინო, - ეს აზრი უდევს საფუძვლად საზოგადოებაში არსებულ სტიგმას, რომელიც ფსიქიკური დავადების თითქმის ყველა ფორმას სდევს თან, და ამ სენით შეპყრობილ პირთა იზოლაციის, შეზღუდვის და სასოწარკვეთის მიზეზია. ასეთი შეხედულება ხელს უშლის პაციენტის დროულად მიყვანას ექიმამდე.

 

ავადმყოფის ახლობლები ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს დამალონ “სამარცხვინო ფაქტი” და, მხოლოდ უკვე დამძიმებული შემთხვევების დროს მიმართავენ ფსიქიატრს. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ავადმყოფი არა ფსიქიატრთან, არამედ მედიცინის სხვა დარგის სპეციალისტთან მიდის, ესეც პრობლემის ერთვარი დამალვაა. ეს ყველაფერი საზოგადოების გაუთვითცნობიერებაზე მეტყველებს. ცოტამ თუ იცის, რომ დღეისათვის, სხვადასხვა სიმძიმის და სახის ფსიქიკური პრობლემები დაახლოვებით 400 მილიონ ადამიანს აწუხებს. ამათგან თითქმის 90% განკურნებადია, დანარჩენი დაავადებები კი - ქრონიკული და სწორი და დროული მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ რემისიულ პერიოდში გადადის. არასწორი შეხედულებაა ის, რომ თითქოს ფსიქიკური დაავადებები მემკვიდრეობითია და თაობიდან თაობას გადაეცემა. ის გენეტიკურად დეტერმინირებული არ არის, არსებობს მხოლოდ წინასწარგანწყობა, ანუ, გენში აღინიშნება მუტაცია, რომელიც გარკვეული, ხელსაყრელ პირობებში მოხვედრის შემთხვევაში გამოვლინდება. მცდარი აზრია ისიც, რომ დაავადებულთან ურთიერთობა საშიშია. არ შეიძლება ფსიქიატრიული პრობლემები კრიმილანიზმთან გავაიგივოთ და ისე მოვექცეთ მათ როგორც დამნაშავეებს. მათ ისეთივე მხარდაჭერა და მკურნალობა ჭირდებათ, როგორც სხვა, ნებისმიერი სომატური დაავადების მქონე პირს.


1988 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ბარი ლევინსონმა გადაიღო ფილმი “წვიმის კაცი”, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ცხოვრების, მათი განცდების დემონსტრირების კარგ მასალად შეიძლება გამოდგეს. ფილმა დიდი აღიარება მოიპოვა. მას სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად ოსკარი აქვს ოთხ ნომინაციაში აღებული. ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ტომ კრუზი თამაშობს. ის ასახიერებს ჩარლის, უხეშ და ეგოისტ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც მამის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ვარდები და 49 წლის “ბიურკი” ერგო. დანარჩენი 3 მილიონ დოლარიანი ქონება მთლიანად მის აუტიზმით დაავადებულ ძმას, რაიმონდს ხვდა წილად, რომლის როლსაც დასტინ ჰოფმანი ასრულებს.


აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიუოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, ახასიათებთ ე.წ. წარმოსახვითი თამაში.
მათ არ აქვთ სოციალური ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა, აღენიშნებათ ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა, ახასიათებთ საგნებით გატაცება. ამასთან ეს სიმპტომები ძირითადად დაბადებიდან 30 თვის ასაკამდე გამომჟღავნება. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევის და ა.შ. გაძლიერების უნარი.


რაიმონდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. მან ბავშვობაში ძმის ცხელი წყლით დამდუღვრა სცადა. ამით შეშინებულმა მშობლებმა ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს და მისი არსებობდა დაივიწყეს. ჩარლიმაც ძლივს გაიხსენა ძმის არსებობის ამბავი ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ანდერძის შესახებ გაიგო. კი მაგრამ რატომ დარჩა ყველასაგან დავიწყებულ ვაჟს მთელი ქონება? ეს ალბათ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, - მამამ, რომელმაც ერთ დროს საკუთარი შვილი გარიყა ბოლოს, თავის დანაშაულს ხვდება და გამოსწორების მიზნით მთელს ქონებას მიტოვებულ ვაჟს უტოვებს. მომხდარით შეშფოთებულმა ჩარლიმ გადაწყვიტა ქონების “სამართლიანი წილი” დაებრუნებინა და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ძმა გაიტაცა. იმის გამო, რომ რაიმონდმა ფულის მნიშვნელობის შესახებ არაფერი იცოდა ამით უნდოდა მას ესარგებლა და “კუთვნილი” ქონება დაებრუნებინა. ჩარლი მხოლოდ ამას დასჯერდა და აუტიზმით დაავადებული ძმის უნიკალური ნიჭის გამოყენება განიზრახა და “ფულის მშოვნელ ობიექტად გადააქცია” (რაიმონდს რთული მათემატიკური ამოცანების გადაწყვეტა შეეძლო). ფილმის ამ მონაკვეთში კარგად ჩანს, თუ როგორ იყენებენ ფსიქიკურად დაავადებულებს. ისინი თითქოს მარიონეტები არიან, მათ არც აზრს ეკითხებიან და როგორც უნდათ ისეც ათამაშებენ.
იყო ფსიქიატრიული პაციენტი, ნუთუ იმას ნიშნავს, რომ არ გქონდეს საკუთარი აზრი, შეხედულებები, სურვილები, განცდები? რეჟისორი არც ამ კითხვას ტოვებს პასუხის გარეშე. იმ დროს როცა უმანკო და დაუცველი რაიმონდი თავისი ეგოისტი, ძალაუფლების მოყვარული, ფულზე შეყვარებული ძმის ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობს, შეუყვარდება ქალი, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ სხვა აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანს შეიძლებოდა შეყვარებოდა. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ოთხ კედელში გამოკეტილ რაიმონდს, სამწუხაროდ, გოგოსთან ურთიერთობის არაფერი გაეგება. ამ ბარიერის გადალახვაში მას ჩარლის მეგობარი გოგონა დაეხმარება – ასწავლის ცეკვას, კოცნას და ...


ფილმის მეორე ნახევარში იკვეთება, რომ აუტიზმით დაავადებული ნელ-ნელა აყვარებს თავს გარშემომყოფებს. ბოლოს ჩარლიც მიხვდება, რომ რთულია ცხოვრების ასე გაგრძლება მისთვისაც და მისი ძმისთვისაც. ამიტომ ის აუტისტს კლინიკაში აბრუნებს და ხშირად მონახულების პირობას აძლევს.


ფილმში სიმბოლურია ის, რომ ჩარლი უარყოფითი პიროვნებაა, რაიმონდი კი – დადებითი. ეს ფაქტი საზოგადოებაში არსებული სტიგმის უარყოფაა იმის შესახებ, თითქოს ფსიქიკური პრობლემებით შეპყრობილნი საშშნი იყვნენ საზოგადოებისათვის. აქ ყველაფერი პირიქითაა. აუტისტი სიყვარულის, ერთგულების და მზრუნველობის ცოცხალ მაგალითად იქცევა და მიაღწევს იმას, რომ ფულზე უაზროდ შეყვარებულ ძმას აჩვენებს - ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიმდიდრე ნორმალური ადამიანური ურთიერთობები და სიყვარულია.
და ბოლოს, მინდა ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმის “შერეკილები”-ს “შერეკილებად” მონათლული გმირები ქრისტეფორე და ერთაოზი გავიხსნოთ. მათ მოახერხეს და მიზანს მიაღწიეს – ყველას გასაკვირად ცათამფრენი ააშენეს და ცაში აფრინდნენ. სინამდვილეში, ერც ერთი იყო შერეკილი და არც მეორე, პირიქით მათ სხვებზე მეტი ჭკუაც ქონდათ და მოხერხებულობაც. უბრალოდ ერთფოროვანი ბრბოსაგან გამოირჩეოდნენ და, როგორც უმცირესობაში მყოფნი “შერეკილებად” შერაცხეს.

ესმა იმერლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player