სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომები

შეცდომები, რომლებსაც აღზრდის პროცესში უფროსები უშვებენ, უმეტეს შემთხვევაში ტიპურია და სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათი. გთავაზობთ თვისებების იმ ჩამონათვალს, რომელიც დაგვაფიქრებს და დაგვეხმარება ბავშვის პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში.

 

 

ყვირილი


შეადარეთ ფრაზები: "რატომ დაყარე სათამაშოები?" და "გთხოვ, აალაგე სათამაშოები". თავად რომელ შემთხვევაში აალაგებდით სათამაშოებს? ხმაურიანი განცხადებები ბავშვს აშინებს და მასში პროტესტის გრძნობას იწვევს. ყვირილს არანაირი დადებითი ფუნქცია არ მოაქვს. გარდა დედის ემოციური განტვირთვისა, მაგრამ ამ უკანასკნელისთვის არსებობს იოგა, ფინჯანი ჩაი ან ყავა ტკბილეულთან ერთად და დაქალები.


ფიზიკური დასჯა


ძალის გამოყენებით თქვენ ბავშვს ასწავლით, რომ:
1. პატარების ცემა შეიძლება;
2. დიდი გოგონები ისე იქცევიან, რომ საპასუხო დარტყმას მოითხოვენ;
3. კამათში საბოლოო არგუმენტი ძალაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ზრდით ადამიანს, რომელიც სუსტებს ფიზიკურად გაუმკლავდება, მასზე ძლიერს კი უსიტყვოდ დაემორჩილება.

არათანმიმდევრობა


თუ არ გსურთ, თქვენ შვილს გაუფუჭდეს ნერვები, შეთანხმდით მამასთან და ბებია-პაპებთან, რომ ბავშვის მიმართ მოთხოვნები იყოს ერთნაირი. თუ ითხოვთ, რომ იყოს აკურატული, მოთმინებით აღიჭურვეთ და არც ბავშვი ააჩქაროთ.

დამცირება


კომედიურ ჟანრში ხშირად გვინახავს დოყლაპია, რომელსაც ყველაფერი ხელიდან უვარდება, ნივთებს კარგავს, პასუხის გაცემის ნაცვლად წითლდება და საბოლოოდ, სახეში ტორტი ხვდება. ასეთი ადამიანი შეიძლება გაიზარდოს ბავშვი, რომელსაც მუდამ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორ მოიქცევა ბავშვი, რომლის დედაც ამბობს: "ასეთ დებილ ბავშვს არც ერთ სკოლაში არ მიიღებენ" ან "ასეთ ჭუჭყიან კაბაში რომელ ბიჭს მოეწონები?". ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ბავშვი გულწრფელად განიცდის მომხდარს და ოცნებობს, რომ დედის ასეთი სიტყვები არ ისმინოს.

მოფერებისგან თავის შეკავება


თუ მშობელი ბავშვისთვის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იმეტებს კოცნასა და მოფერებას, მას დაუცველობის გრძნობა უჩნდება. ძველად მიაჩნდათ, რომ ბავშვის მოფერება და კოცნა საჭირო არ იყო. გამოთქმა: შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება" დაივიწყეთ- ასეთმა მოპყრობამ სიკეთე არავის მოუტანა. დედის სიცივე ბავშვზე ფიზიკური აგრესიასავით მოქმედებს; იგი უხილავ ბარიერს ქმნის დედასა და შვილს შორის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოფერება და კოცნა გაიმეტეთ მისთვის.

დანაშაულის გრძნობის პროვოკაცია


დედის მიერ ნათქვამი ფრაზების - "შენ გამო ღამეები არ მეძინა", "შენ გამო რამდენ სიამოვნებაზე ვთქვი უარი", "ნეტავ, რისთვის გაჩნდი" - გააზრება ბავშვს დეპრესიაში აგდებს, ხოლო გარდატეხის პერიოდში შეიძლება სუიციდამდეც მიიყვანოს. ამიტომ, ფრთხილად, ფრაზებთან, რომელსაც ბავშვს ეუბნებით.

ტყუილი


მშობელი პატარა ბავშვს ხშირად ატყუებს. ეს ზოგჯერ მის სასიკეთოდაც ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ეცადეთ, ბავშვისთვის ნათქვამი ტყუილები შეამციროთ. ყველაფერი მისთვის გასაგებ ენაზე, მშვიდად აუხსენით. ბავშვი თუ ერთხელ მიხვდა, რომ ატყუებთ, ის აღარასდროს გენდობათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4