სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რა თვისებები აღიზიანებთ მამაკაცებს

იდეალური ადამიანები არ არსებობენ – არც ქალები, არც მამაკაცები. მაშინაც კი, თუ ორივე უსაზღვროდ შეყვარებულია, ყოველთვის რჩება წვრილმანები, რაც ან ერთს გააღიზიანებს ან მეორეს. უკეთესია მათი წინასწარ ცოდნა, რათა ადვილად მოვძებნოთ საერთო ენა და საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ ჩვენი ურთიერთობა. მაშ ასე, რისი გაკეთება არ ღირს საყვარელი ადამიანის გასაღიზიანებლად:

 


ნუ აეჭვიანებთ უმიზეზოდ


სხვათაშორის არც ქალებს მოგვწონს ეჭვიანობა. თუმცა, ჩვენ პირველივე სიმპტომებისთანავე ყველაფერს ვაკეთებთ საყვარელი ადამიანის ყურადღების მისაქცევად, მამაკაცი კი – ჩუმად ბრაზობს, განიცდის და ნებისმიერ დროს შეუძლია მიზეზების ახსნის გარეშე ადგეს და წავიდეს.


ნუ მოაბეზრებთ თავს საკუთარი დიეტებით


რა თქმა უნდა სწორად იქცევით, როცა წონის შენარჩუნებაზე ფიქრობთ და რაც მთავარია, ამასაც მისთვის აკეთებთ! მაგრამ თუ მამაკაცმა სადილზე თავის საყვარელ რესტორანში დაგპატიჟათ, არ ღირს საკუთარი დიეტის და რეჟიმის მასთან განხილვა.

ნუ დააძალებთ თქვენთან ერთად შოპინგზე წასვლას


მართალია, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა მთელი დღე მაღაზიებში ერთად სიარული, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მისთვის ეს სულაც არაა საინტერესო. კარგი იქნება, თუ შოპინგს საუკეთესო მეგობართან ერთად მოაწყობთ, გართობაც უკეთ გამოგივათ და ზედმეტ ხარჯებსაც არავინ წამოგაყვედრით.


ნუ დათრგუნავთ საკუთარი სიმართლით


მართლაც გრანდიოზულია, როცა გამარჯვებულს ამაყად შეგიძლია თქვა: "ხედავ, მე ხომ ვამბობდი!" მაგრამ, ნურასდროს გააკეთებთ ამას. მამაკაცი ისედაც დამნაშავედ გრძნობს თავს და თუ პრობლემა სერიოზულია, მაშინ საერთოდ იბნევა და აღარ იცის რა გააკეთოს.


ნუ მოსთხოვთ ჩაგაბაროთ ანგარიში


როგორი ძლიერი გრძნობები და ახლო ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, მამაკაცისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია იგრძნოს საკუთარი თავი ამაყ და დამოუკიდებელ პიროვნებად! ასე რომ, მოერიდეთ შენიშვნებს. მაგრამ თუ სწრაფად მოსვლას შეგპირდათ და დიდი ხნით გადაიკარგა, თქვენ აბსოლუტურად გულწრფელად შეგიძლიათ უთხრათ, რომ ბევრად ნაკლებს ინერვიულებდით წინასწარ რომ გაეფრთხილებინეთ საკუთარი გეგმების შესახებ. ასეთი ლოგიკის აღქმა მისთვის ბევრად უფრო მარტივია.


ნუ ეტყვით ფრაზას- "ყველანი ერთნაირები ხართ!"


ამ საზარელ ფრაზას ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ურთიერთობის დანგრევაც კი შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს ვიზეა საუბარი, ამგვარი უტაქტო შენიშვნა ნებისმიერს – ქალსაც და მამაკაცსაც, დააკარგვინებს მოთმინებას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4