სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სიცილისთერაპია

ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც სიცილი შეუძლია. დადგენილია ,რომ სიცილი ჯანმრთელობის საწინდარია.

სიცილის თერაპიას დიდი ხანია მიმართავენ. ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინათ ჰიპოკრატე მას უამრავი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. ინდოეთში სპეციალური სიცილის კლუბები არსებობს, სადაც სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ადამიანების გაცინებას. იაპონიაში სიცილით კურნავენ დიაბეტსა და ტუბერკულოზს.

 

 

 

სიცილი - სასუნთქი გზებისა და გულის კუნთის საუკეთესო ვარჯიშია. სიცილისას კუნთები იწყებს მუშაობას, ჩქარდება სისხლის მიმოქცევა, ტვინის მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის, განწყობა მატულობს და გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინი, ხოლო სტრესის ჰორმონების, კორტიზოლისა და დოპამინის დონე, პირიქით, მცირდება. სიცილის დროს სახის კუნთებიდან მოდის იმპულსები, რომლებიც ნერვიულ სისტემასა და ტვინზე სასიკეთოდ მოქმედებს. სიცილის შემდეგ ადამიანი სასიამოვნო დაღლას გრძნობს - სხეული დუნდება.

 

სიცილი მასაჟია მთელი სხეულისთვის – მასში კუნთების ოთხმოცი ჯგუფი მონაწილეობს. სიცილზე განსაკუთრებით რეაგირებენ მუცლის ღრუს კუნთები, რაც თავის მხრივ ნაწლავების ფუნქციას აუმჯობესებს. სიცილი საუკეთესო ფიზიოთერაპიაა ბრონქიტის და ასთმის დროს. სიცილის თერაპიით სისხლში ქოლესტერინის შემცველობა კლებულობს, იწვება კალორიების დიდი რაოდენობა.

 

სიცილი შესანიშნავი ექიმია. მისი დახმარებით გამოჯანმრთელების მეთოდს გელოტოლოგია ეწოდება. ბევრ ქვეყანაში ექიმი გელოტოლოგები ადამიანებს სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში ეხმარებიან.

 

სიცილი პოზიტიურ გავლენას ახდენს სხეულის, თითქმის, ყველა ორგანოზე: ჩქარდება სუნთქვა; მუშაობაში ერთვება დიაფრაგმა, კისერი, მუცელი, სახე და მხრები, იზრდება ჟანგბადის შემადგენლობა სისხლში, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ფართოვდება სისხლძარღვები, ძლიერდება იმუნიტეტი.

 

მაშინაც კი,როდესაც არ ხართ სიცილის განწყობაზე და ცხოვრება მუქ ფერებში ჩანს, ჩართეთ შინაგანი ”სასწრაფო დახმარება”:

 

დადექით სარკის წინ. ეცადეთ, ჯერ გაიღიმოთ, შემდეგ ღიმილი ნელ-ნელა გადაიყვანოთ სიცილში, სიცილი ხარხარში. ყოველდღიურად ათწუთიანი ასეთი სიცილის შემდეგ ჩათვალეთ, რომ თქვენი ორგანიზმი საათივით აეწყო.

 

ეცადეთ, ნაკლებად მიიღოთ ნეგატიური ინფორმაცია. მოუსმინეთ სასიამოვნო ინფორმაციას, მუსიკას, ანეგდოტებს, უყურეთ კომედიებს - ეს დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში.

 

გამოიყენეთ სიცილი ჯანმრთელობისთვის და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4