სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ორსულთა პიელონეფრიტი, ბაქტერიურია, ბაქტერიული ვაგინოზი, საშოს ფლორის დისბიოზი, გარდნერელოზი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი როდის უნდა მიმარტოს ორსულმა უროლოგს

 

 

 

 

 

 

1) ბაქტერიურიის დროს – ბაქტერიები შარდში

2) ლეიკოციტურიის დროს – ლეიკოციტები შარდში

3) ქვედა საშარდე გზების ინფექციის – ცისტიტის დროს

4) ცისტიტის რეციდივირების – განმეორებითი შეტევის დროს

5) თირკმლის მენჯის შეგუბების დროს

6) საშოდან ანთებითი გამონადენის დროს, რაც ხელს უწყობს საშარდე გზების ინფექციას.

 

თუ რა მნიშვნელობა და როლი უკავია თითოეულ ზემოთ მოყვანილ ფაქტორს იხილეთ ქვემოთ. პატივცემულო ორსულო! გთხოვთ გაითვალისწინოთ აქ ჩემს მიერ მოყვანილი ინფორმაცია. !გისურვებთ წარმატებას

 

პიელონეფრიტი ძალზედ ხშირია ორსულობის დროს და აღენიშნება ორსულთა 6 – 10%. პიელონეფრიტის ალბათობა მატულობს თუ ორსულს გადატანილი აქვს საშარდე გზების ინფექცია. პიელონეფრიტს ხშირად თან ახლავს მუდმივი ან პერიოდული ბაქტერიურია (ბაქტერიების არსებობა შარდში). დამტკიცებულია რომ ბაქტერიურიის სახშირეზე შეიძლება გავლენა იქონიოს სოციალურმა სტატუსმა და სქესობრივმა ცხოვრებამ. 1500 სქესობრივად აქტიურ ქალში ბაქტერიურია ინახა 7%, ხოლო 200 ქალწულში მხოლოდ 1%. 1350 ორსულში ბაქტერიურია ინახა 11,5%. ორსულობის დროს ბაქტერიების აღმავალ გავრცელებას ხელს უწყობს შარდის ბუშტის სფინქტერის უკმარისობა (შარდის შეუკავებლობა). 154 ორსულში შარდის შეუკავებლობით ბაქტერიურია ინახა 25,3%, ხოლო საკონტროლო ჯგუფში (შარდის შეუკავებლობის გარეშე) – 4,6%. ხშირად ძალზედ ძნელია იმის დადგენა, თუ რა არის ბაქტერიურიის მიზეზი – ის აღმოცენდა დამოუკიდებლად ორსულობის დროს ან ის არის ქრონიკული პიელონეფრიტის გამოვლინება. აუცილებლად უნდა ითქვას რომ ბაქტერიურიის დადგენისათვის ერთჯერადი შარდის ანალიზი შეიძლება არ იყოს საკმარისი. ბაქტერიურიის დამოუკიდებლად ალაგება ორსულებში გვხვდება მხოლოდ 8%, არარორსულებში 15 – 20%. თუ არ ვუმკურნალებთ ბაქტერიურიას 30 – 40% ვითარდება ორსულთა პიელონეფრითი. ინცექციის საშიშროება და ბაქტერიების ზრდის მატების აცილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობიარობის მეორე დღიდან. ეს უკავშირდება ნარჩენი შარდის რაოდენობის გაზრდას. მშობიარობის მეორე დღეს ნარჩები შარდის რაოდენობა საშუალოთ შეადგენს 32 მლ, ხოლო 9 დღის შემდეგ 14 მლ. თუ მშობიარობის შემდეგ ვითარდება შარდის შეკავება ბაქტერიურიის სიხშირე მატულობს 39%. შაქრიანი დიაბეტი ორსულებში 6 – 16% განაპირობებს მწვავე პიელონეფრიტს თირკმლების ჩირკოვანი დესტრუქციით. ბაქტერიურიასთან და საშარდე გზების ინფექციასთან არის დაკავშირებული საშოს ლორწოს ცვლილებები. კერძოთ, 212 ორსულში პიელონეფრიტით პათოლოგიური ბაქტერიები საშოს ლორწოში ინახა 64,8%, ხოლო პიელონეფრიტის გარეშე (112 ორსული) – 22,3%. ამავე დროს პირველ ჯგუფში გადატანილი აბორტების რაოდენობამ შეადგინა 39,6%, ხოლო მეორე ჯგუფში მხოლოდ 13,4%. კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება რაც ხშირად იწვევს საშოს ლორწოს პH შეცვლას (5,5 – 7,0) ქმნის პირობებს რამეთუ უკეტესად გამრავლდეს სოკო, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ფეკალური სტრეპტოკოკები და სხვა. საშოდან ეს ბაქტერიები ადვილად აღწევენ შარდსადენ მილი და შარდის ბუშტში, იწვევენ ბაქტერიურიას და საშარდე გზების ინფექციას. კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ საშოს სოკო – კანდიდოზი ინახა 33%, ხოლო ვინც არ ღებულობდა მათ 11% (ორივე ჯგუფში შედარებული იქნა ას ასი ქალი). ორსულთა პიელონეფრიტის და ბაქტერიურიის სამკურნალოდ უნდა იქნას გამოღენებული ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივი სქემები. თუ მკურნალობა გრძელდებოდა მხოლოდ 2 კვირა ინფექციური პროცესის განმეორება აღინიშნებოდა 60%. ტკივილის ალაგება და ტემპერატურის ნორმალიზება არ ნიშნავს განკურნებას. უნდა გაკეთდეს ორჯერ შარდის ნათესი და თუ არ ამოითესება ბაქტერიები შეიძლება ვილაპარაკოთ პროცესის შეჩერებაზე. ხანგრძლივი ანტიბაქტერიული მკურნალობის უპირატესობა ნათლად ჩანს შემდეგი კვლევიდან რომელიც მოიცავდა 128 ორსულს. 59 ორსულს მკურნალობდნენ 21 დღეზე მეთი ხნის განმავლობაში. მათი 57 (96,4%) ახალშობილის წონა აღემატებოდა 3000 გრამს, მხოლოდ 2 (3,6%) იყო 3000 გრამზე ნაკლები. 30 ორსულს მკურნალობდნენ 21 დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში. მათი 9 ბავშვის წონა აღემატებოდა 3000 გრამს, 17 იყო ნაკლები 3000 გრამზე და ამავ დროულად აღინიშნა 5 მკვდარი ახლადშობილი. 39 არანამკურნალები ორსულის 8 ბაშვში იყო 3000 გრამზე მეტი, 19 კი 3000 გრამზე ნაკლები და 15 შემთხვევაში აღინიშნა მკვდარი ახლადშობილი (ახლადშობილთა გარდაცვალების ყველა სხვა სავარაუდო მიზეზი იქნა გამორიცხული). ნაყოფის ზრდის შეჩერებას და ნაადრევ მშობიარობას ბაქტერიურიის დროს იწვევს ორი ფაქტორი – ჭინთვების ნაადრევ დაწყებას ხელს უწყობს ნაწლავის ჩხირი, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, საშოს ლორწოს ანთებითი ცვლილებები (მაგ. ბაქტერიული ვაგინოზი).ბაქტერიურიის დროს აღინიშნება ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ხოლო პიელონეფრიტის დროს შესაძლებელია უშუალოდ ნაყოფის ინფიცირება. საშოს ლორწოს PH –ის კონტროლი შესაძლებელია სახლის პირობებში, და თუ იქნება პათოლოგიური ცვლილებები საჭიროა დროული მომართვა. საშოს ლორწოს PH მომატება ახასიათებს ბაქტერიულ ვაგინოზს (გარდნერელოზს).

 

დაუშვებელია კანდიდოზური და ტრიკომონური ვულვოვაგინიტის მკურნალობა რომელსაც თან არ მოსდევს საშოს ფლორის აღდგენითი მკურნალობა. ნორმალური ფლორა თავად წარმოადგენს საშოს ჯანმრთელობის გარანტს.

 

თუ პიელონეფრითი გრძელდება მშობიარობის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, და თავი უნდა იქნას შეკავებული შემდგომი ორსულობისაგან. თუ თირკმლების ფუნქცია წესრიგშია და შარდში ცვლილებები არ არის ორსულობა ნებადართულია. საყურადღებოა რომ ახალი ორსულობის დროს მატულობს ტოქსიკოზის ალბათობა. ერთი წლის განმავლობაში ამის ალბათობა შეადგენს 14,6%, ხოლო თუ გასულია 3 წელი – 3,3%. ამრიგად ნათლად ჩანს ბაქტერიურიის როლი და მისი მკურნალობის აუცილებლობა რამეთუ იქნას დაცული როგორც ორსული ისევე ნაყოფიც.

 

სიახლე ფიტოესტროგენები საშოს სანთლების შემადგენლობაში

აუმჯობესებენ ენდოგენური ესტროგენების ფუნქციას

ასტიმულირებენ კოლაგენის და ელასტინის სინთეზს

უზრუნველყოფენ საშოს ლორწოვანის ნორმალურ ფუნქციონირებას

აღადგენენ საშოს ელასტიურობას სიახლე – ქლამიდიოზის დადგება. შარდსადენი მილიდან აღებული ნაცხის ან შარდის გამოკვლევა პცრ მეთოდით.

 

შედეგის დადგენა ხორციელდება ანალიზის გაგზავნით ევროპაში.

სტატია მოგვაწოდა tqveniurologi.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player