სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნაწლავური კოლიკა

პატარას გაჩენა - ყველაზე სასიხარულო მოვლენაა მშობლების ცხოვრებაში. თუმცა ამ სიხარულს უამრავი პრობლემა და მასთან დაკავშირებული განცდაც უკავშირდება. პირველი პრობლემა, რომელსაც ბავშვის სიცოცხლის პირველივე კვირიდან შეიძლება წააწყდეთ ნაწლავური კოლიკაა.



როგორც წესი, ნაწლავური კოლიკა წარმოიქმნება ხილული მიზეზების გარეშე, უმეტესად დღის მეორე ნახევარში. ჩვეულებრივად კოლიკა ვითარდება ბავშვის სიცოცხლის მესამე კვირაში, კულმინაციას აღწევს ორი თვისთვის, შემდეგ თანდათან მცირდება და 6 თვისთვის სპონტანურად ქრება.


კოლიკის ძირითადი სიმპტომებია: უეცარი, მწვავე, შეტევითი ტკივილი. ბავშვი მოუსვენარია, ხმამაღლა ტირის და ფეხები მიაქვს მუცელთან. ეს ეპიზოდი შეიძლება რამოდენიმე საათამდე გაგრძელდეს და დამთავრდეს ბავშვის სრული ღონემიხდილობით, გაზების ან განავლის გამოშვებით.


ბავშვის კვების ტიპი არ ახდენს გავლენას კოლიკის გავრცელებაზე. იგი გვხვდება, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური კვებისას, პრაქტიკულად ერთნაირი სიხშირით. კოლიკის მიზეზი შეიძლება იყოს ჭარბი საკვების მიღება, ჰაერის გდაყლაპვა კვების დროს და ალერგია ძროხის რძის ცილაზე.


თუ თქვენს პატარას კოლიკა აწუხებს, მთავარია – შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ნუ განიცდით, რადგან ის უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხოა პატარას ჯანმრთელო-ბისთვის; იმაში დასარწმუნებლად, რომ კოლიკა არ წარმოადგენს დაავადების სიმპტომს, აუცილებლია კონსულტაცია გაიაროთ პედიატრთან.


ამ პრობლემის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. თითოეული ჩვილისთვის კოლიკის მკურნალობის მიმართ მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მათი წარმოქმნის შესაძლო მიზეზებზე.


როგორ უნდა კვებოთ პატარ ნაწლავური კოლიკისას?

აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ მის კვების ხასითს და ტექნიკას. უნდა გამოირიცხოს ბავშვის გადამეტებული კვება. დედას, რომელიც პატარას კვებავს ძუძუთი, საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ურჩევს, მოახდინოს რაციონის კორექცია. გამორიცხოს პროდუქტები, რომელიც:


• ზრდის გაზწარმოქმნას ნაწლავებში (შაქრი და საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი ჩაი რძით, ყურძენი, ხაჭოს ტკბილი პასტა, ხაჭოს კვერი, უალკოჰოლო ტკბილი სასმელები)
• მდიდარია ექსტრაქტული ნივთიერებებით (ხორცის და თევზის მსუყე ბულიობები, ხახვი, ნიორი, კონსერვები, მარინადი, მწნილი, ძეხვეულის ნაწარმი)
• არის მაღალ ალერგიული


მუდმივი ნაწლავური კოლიკის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ძროხის რძის ცილის აუტანლობაა. ასეთ შემთხვევებში მეძუძურ დედებს რეკომენდაციას უწევენ, რძე შეიცვალოს რძე-მჟავე პროდუქტებით ან გადავიდნენ ურძეო დიეტაზე, ამასთან ბუნებრივი კვება უნდა შენარჩუნდეს სრული მოცულობით.


მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი მოჭიდება ძუძუზე, რადგან ჰაერის ჩაყლაპვა შეიძლება კოლიკის განვითარების მიზეზი გახდეს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის კი საჭიროა სპეციალური ანტიკოლიკური სარქველიანი საწოვარების გამოყენება. ასეთი საწოვარები ეწინააღმდეგება ჰაერის ჩაყლაპვას და უზრუველყოფს სრულყოფილ უწყვეტ კვებას.


ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ადაპტირებული რძის ფორმულა. პატარე-ბისთვის, რომელებიც შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან და აწუხებთ კოლიკა, ყაბზობა და ჭარბი გაზწარმოქმნა რეკომენდებულია, "კომფორტის" კლასის ფორმულების გამოყენება. სწორედ ასეთია Similac კომფორტი. ამ ფორმულაში რძის ცილა ნაწილობრივ დაშლილია; დაქვეითებულია ლაქტოზის შემცველობა (რადგან ლაქტაზური უკმარობა ასევე ხელს უწყობს კოლიკის წარმოქმნას), გამდიდრებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტებით, როგორიცაა პრებიოტიკები და პრობიოტიკები და არ შეიცავს პალმის ზეთს.


კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ პრე და პრობიოტიკები ხელს უწყობენ ჩვილის ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის ფორმირებას და ამცირებენ ნაწლავური კოლიკის ეპიზოდებს. პალმის ზეთის არ არსებობა კი რბილი დეფეკატის ფორმირების და საუკეთესო მონელების საფუძველია.


სამკურნალო რძის ფორმულის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული ბავშვისთვის და დამოკიდებულია თერაპიულ ეფექტზე. უმეტეს შემთხვევაში, ოთხ თვეზე უფროს ბავშვებში კოლიკა მნიშვნელოვნად მცირდება, შემდეგ სრულად ქრება. ამიტომ წლის მეორე ნახევარში ბავშვი შეიძლება სრულად გადაყვანილ იქნას ადაპტირებულ რძის ფორმულაზე, მისი ასაკის შესაბამისად.

სტატია მოგვაწოდა

 „ჯორჯია ნუთრიშენ“ - საერთაშორისო კომპანია “SIMILAC”-ის 
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  

www.geonutrition.ge
www.similac.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4