სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

საჭმლის მონელების პრობლემებს შორის კუჭის შეკრულობა ყველაზე ხშირია და წლამდე ასაკის ბავშვთა 20-30%-ში გვხვდება. ყაბზობის დროს ბავშვს უჭირს კუჭში გასვლა, ტირის და ჭირვეულობს. ეს კი თქვენი ნერვიულობის და შფოთვის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში სასურველია არ მიეცეთ პანიკას; გაერკვიეთ იმაში, თუ რასთან გაქვთ საქმე და დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის მოგვარებაში.

 


ნაწლავთა მოქმედება, კონსისტენცია და ფერი ცვალებადია და დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და კვების ტიპზე. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებს ნაწლავთა მოქმედება შესაძლებელია დღე-ღამეში 1-7 ჯერ ან ყოველი ჭამის მერე ქონდეთ, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში სიხშირემ შეიძლება მოიმატოს. დეფეკატი თხელი ან ფაფისებრი უნდა იყოს. შემდეგ კი 2 წლამდე ნაწლავთა მოქმედების სიხშირე მცირდება და მერყეობს 1-3 ჯერ დღე-ღამეში.


ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს ნაწლავთა მოქმედება, როგორც წესი უფრო იშვიათად აქვთ და 1-3 მდე მერყეობს დღე-ღამეში. თუ თქვენს პატარას ყველაფერი ამ სიხშირით აქვს, მაშინ შეშფოთება არ არის საჭირო.


თუ დეფეკაციის აქტებს შორის შუალედმა 36 საათს გადააჭარბა, დეფეკატი მკვრივი კონსისატენციის გახდა, დეფეკაციას ახლავს ტკივილი და ბავშვი ჭირვეულობს - შეიძლება იფიქროთ ყაბზობაზე.


წლამდე ბავშვებში კვების რეჟიმის დარღვევა და საკვების უკონტროლო მიღება ყველაზე ხშირად ხდება ყაბზობის წარმოქმნის მიზეზი. ამიტომ კვების კორექცია განსაკუთრებულად აუცილებელი და ქმედითი მეთოდია ამ პრობლემის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს.


სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი ძირითადად თქვენ რძეს ღებულობს. ხვდებით ალბათ, რომ თქვენს მიერ მიღებული საკვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ფუნქციაზე. ამიტომ პირველ რიგში მოახდინეთ თქვენი კვების რაციონის ოპტიმიზაცია. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, შეზღუდეთ პროდუქტები ცხოველური ცხიმების მაღალი შემცველობით (კარაქი, ცხიმიანი ხორცი), ან შეცვალეთ ის მცენარეულით (მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი). მიირთვით რძე-მჟავე და პროდუქტები საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობით (ბოსტნეული, ხილი, ჩირი, ბურღული, პური უხეში დაფქვის ფქვილისგან და სხვა). ასევე აუცილებელია ბავშვის კვების რეჟიმის ნორმალიზება, რათა გამოირიცხოს საკვების გადაჭარბებული ან არასაკმარისი რაოდენობით მიღება.


ყაბზობა არ არის იმის საფუძველი, რომ ბავშვი შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანოთ. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თქვენ პატარას კუჭის მოქმედების პრობლემები აქვს აუცილებლად მიმართეთ პედიატრს. ის დაგეხმარებათ გამომწვევი მიზეზის განსაზღვრაში და გაგიწევთ რეკომენდაციას კვების შესახებ.


შერეული ან ხელოვნური კვების დროს შეკრულობის პრევენციის და მკურნალობის საფუძველი დიეტოთერაპიაა. გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის კვების რეჟიმის მოწესრიგებაში და სამკურნალო ფორმულის შერჩევაში. საკვები დაამზადეთ ინსტრუქციის მიხედვით და ზუსტად განსაზღვრეთ ულუფის მოცულობა.
ყაბზობის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ სპეციალური სამკურნალო ფორმულა, რომელიც ხელს შეუწყობს კომფორტულ მონელებას და ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას. ასეთ პროდუქტს განეკუთვნება "კომფორტის" კლასის ნარევი რომლის შემადგენლობაშია პრე და პრობიოტიკები და განსაკუთრებული ცხიმოვანი კომპოზიცია.


სპეციალურად შემუშავებული სამკურნალო რძის ფორმულა Similac კომფორტი:


• არ შეიცავს პალმის ზეთს, რაც ხელს უწყობს რბილი დეფეკატის ფორმირებას (დედის რძით კვების მსგავსად), ამცირებს ყაბზობის სიხშირეს, აუმჯობესებს მინერალიზაციას
• ნაწილობრივ ჰიდროლიზებული (დაშლილი) შრატის ცილა ადვილად მოინელება, ხოლო ლაქტოზის დაბალი შემცველობა ამცირებს აირების წარმოქმნის პროცესს
• პრე და პრობიოტიკები ხელს უწყობს ჩვილის ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის ფორმირებას


ყაბზობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის რაციონში დამატებითი პროდუქტებისა და ულუფების შეტანა უნდა მოხდეს კვების სარეკომენდაციო სქემის შესაბამისად; არა უადრეს 4 და არა უგვიანეს 6 თვის ასაკისა.


თუ კვების კორექციის შემდეგ, თქვენ არ მიიღებთ დადებით შედეგებს, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, რომელიც დაგინიშნავთ ადექვატურ მედიკამენტოზურ თერაპიას.

 

სტატია მოგვაწოდა

 „ჯორჯია ნუთრიშენ“ - საერთაშორისო კომპანია “SIMILAC”-ის
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  

www.geonutrition.ge
www.similac.ge

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player