სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რატომ უნდა დავაძინოთ ბავშვები ადრე

ყველას გაგვიგია ბავშვობაში შემდეგი ფრაზა : „9 საათია, ბავშვების ძილის დროა!". თუ ბავშვის მომავალი გაფიქრებთ, დასაძინებლად ადრე მოამზადეთ. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც ადრე იძინებენ, ჯანმრთელები არიან და მათ დედიკოებსაც მყარი ფსიქიკა აქვთ.

 

ძილი

დროთა განმავლობაში ჩვევები იცვლება, არა მხოლოდ უფროსების, არამედ ბავშვების შემთხვევაშიც. თუ ადრე საღამოს 9 საათზე უკვე ლოგინში ვიწექით, თანამედროვე ბავშვებს ამ დროს შესაძლოა ტელევიზორსაც კი ვერ მოვწყვიტოთ.


უნდა ვეცადოთ და მივაჩვიოთ ადრე დაძინებას. ეს აუცილებელია, რადგან ზრდის ჰორმონი გამომუშავდება ძილის მეოთხე სტადიის დროს, ანუ დაახლოებით 00:30 საათზე, თუ ბავშვს ზუსტად 21 საათზე დავაძინებთ. გვიან დაძინების შემთხვევაში კი მას ნაკლები დრო დარჩება აღნიშნული ჰორმონს გამოსამუშავებლად, რაც მის ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.


ამასთან, ექსპერიმენტების მიხედვით, ძილის სწორი რეჟიმის მქონე ბავშვები მეცადინეობის დროს უფრო კონცენტრირებულები არიან და მასალას უკეთ იმახსოვრებენ. ასეთ ბავშვებს ალცჰეიმერის განვითარების ნაკლები რისკიც აქვთ, რადგან, როგორც ექიმები ამბობენ, მხოლოდ ორი რამ არის ალცჰეიმერის სავარაუდო პრევენცია – კარგად ძილი და ფიზიკური ვარჯიში.


სცადეთ, შეცვალოთ ბავშვის რეჟიმი. ნუ ჩაურთავთ საღამოს ელექტრონულ მოწყობილობებს, ნუ გადაუღლით გონებას ინტელექტუალური თამაშებითაც, დააწვინეთ ადრე და მშვიდი, ძილის წინ წასაკითხი ზღაპრებით გაართეთ.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4