სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ახალშობილი და უსაფრთხო ძილი

არსებობს უამრავი მოსაზრება, თუ სად უნდა დავაძინოთ ახალშობილი. საწოლში , ეტლში, მშობლების საძინებელში თუ და-ძმის საძინებელში. ზოგიერთი არჩევს , რომ მის პატარას მისსავე საწოლში ეძინოს.

 

 

თუმცა, თითოეულმა მშობელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ არსებობს 1 წლამდე ასაკის ჩვილების მოგუდვის რისკი და კატეგორიულად არ შეიძლება ახალშობილს ეძინოს მშობელთან თუ ის ღებულობს ანტიდეპრესანტებს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.


აუცილებელია პატარა ზურგზე იწვეს და არავითარ შემთხვევაში მუცელზე, ეს პოზიცია მაქსიმალურად იცავს მას ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის შესაძლო რისკისაგან.


იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ბავშვის უსაფრთხო ძილი, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები :


- როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ახალშობილი ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ.
- არ გამოიყენოთ რბილი ლეიბი.
- ძილის დროს პატარას თავსა და სახეზე არაფერი დაახუროთ; საბანი გულმკერდზე უფრო ზემოთ არ დაახუროთ.
- საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში.
- ეცადეთ იმ ოთახში სადაც პატარას ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი.
- მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას.
- არასდროს დააძინოთ პატარა სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საძინებლად.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4